აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პრიმალაკი ულტიმა 2 400 გ 5834 პრიმალაკი - Primalac

#104782_4021
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPrimalac - პრიმალაკი
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
მოკლე აღწერა
პრიმალაკი ულტიმა 2, 6-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ფორმულა, უნიკალური და ექსკლუზიური კომპლექსით „Nutractive”, რომელიც შემუშავებულია მრავალფეროვანი დამატებითი საკვების სახით გამოყენების მიზნით. 400გ
53.90₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პრიმალაკი ულტიმა 2 პრიმალაკი - Primalac 

HMO დედის რძის ოლიგოსაქარიდები 2-FL და პრებიოტიკი GOS - კუჭ-ნაწლავის და იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA) - თავის ტვინის განვითარებისთვის, რძის ცხიმების ოპტიმიზებული ნაზავი მდიდარი Sn-2 პალმიტატით პალმის ზეთის გარეშე - ძვლის მინერალიზაციისთვის, ამცირებს ყაბზობას და ხელს უწყობს განავლის დარბილებას, 5 სახის ნუკლეოტიდი (დედის რძის მნიშვნელოვანი კომპონენტი) მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში.

მოქმედება

პრიმალაკი ულტიმა 2-ის შემადგენლობაში შემავალი 2-FL და GOS ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აფერხებს პათოგენების ადჰეზიას ეპითელურ უჯერედებზე, აძლიერებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, პლაზმაში ამცირებს ანთებით ციტოკინებს და უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მოდულაციას. 

რძის ცხიმების ოპტიმიზებული ნაზავი მდიდარი Sn-2 პალმიტატით აუმჯობესებს ძვლის მინერალიზაციას, უზრუნველყოფს რბილ განავალს და კუჭ-ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიოტის ფორმირებას. გარდა ამისა, რძეს ანიჭებს უკეთეს ორგანოლეპტიკურ თვისებებს.

დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA) აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის განვითარებას. 

5 სახის ნუკლეოტიდის შემადგენლობა განაპირობებს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებას.

გამოყენების წესი

ყურადღებით გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციას.

1.დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, შემდეგ გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით.

2.ბოთლი, საწოვარა და თავსახური გარეცხეთ, შემდეგ მოათავსეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში. 

3.ადუღეთ სასმელი წყალი 5 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ 40°C-მდე.

4.გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ცხრილს და ჩაასხით ბოთლში ზუსტად მითითებული რაოდენობის თბილი წყალი.

5.დაუმატეთ პრიმალაკი ულტიმა 2 ზუსტად მითითებული რაოდენობით, შეფუთვაში არსებული საზომი კოვზის გამოყენებით, შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური.

კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება.

მნიშვნელოვანი მითითებები

• აუდუღარი წყლისა და მდუღარე წყლით დაუმუშავებელი ბოთლების გამოყენებამ, ან არასწორმა მომზადებამ შესაძლოა თქვენი ბავშვი დააავადოს.

• ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ბოთლი მოამზადეთ. კვების შემდეგ დარჩენილი რძე გადაღვარეთ.

• გამოიყენეთ მხოლოდ შეფუთვაში არსებული საზომი კოვზი. ყოველთვის შეამოწმეთ, რომ მომზადებული რძე თბილი იყოს.

• კვების დროს ბავშვი აიყვანეთ ხელში. ბავშვის უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს დახრჩობა. 

• გახსნის შემდეგ შიგთავსი გამოიყენეთ არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადა დატანილია ქილაზე. დაახურეთ ქილას თავსახური და შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

• მომზადებული პრიმალაკი ულტიმ 2 გამოიყენეთ არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში.

• პრიმალაკი ულტიმა 2 სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში არ გამოიყენება დედის რძის შემცვლელად.

• 6 თვის ასაკიდან რეკომენდებულია ბავშვის რაციონს თანდათან დაემატოს მრავალფეროვანი საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული. 

ინგრედიენტები/შემადგენლობა

ინგრედიენტები: უცხიმო რძე, ლაქტოზა (რძისგან), მცენარეული ზეთები (მზესუმზირის ზეთი, რაფსის ზეთი, ქოქოსის ზეთი), შრატის ცილის კონცენტრატი (რძისგან), უწყლო რძის ცხიმი, გალაქტოოლიგოსაქარიდები (რძისგან), მინერალები (კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ციტრატი, კალციუმის კარბონატი, კალიუმის ციტრატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, კალიუმის იოდატი, რკინის სულფატი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი), რაფინირებული თევზის ზეთი, ვიტამინები (ნატრიუმის L-ასკორბატი, DL-ალფა-ტოკოფერილაცეტატი, ქოლეკალციფეროლი, ნიკოტინამიდი, რეტინილაცეტატი, კალციუმის D-პანტოთენატი, D-ბიოტინი, ციანოკობალამინი, ფილოქინონი, ფოლიუმის მჟავა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, თიამინის მონონიტრატი, რიბოფლავინი), Mortierella alpina-ს ზეთი, ემულგატორი (ლეციტინი), 2'-ფუკოზილლაქტოზა (რძისგან), ქოლინის ბიტარტრატი, ტაურინი, ინოზიტოლი, ნუკლეოტიდები (ციტიდინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის ურიდინ-5'-მონოფოსფატი, ადენოზინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის ინოზინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის გუანოზინ-5'-მონოფოსფატი), L-კარნიტინ-L-ტარტრატი, ანტიოქსიდანტები (ასკორბილის პალმიტატი, ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი).  

წონა

400 გ.