| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Primalac - პრიმალაკი |
| ბრენდის ქვეყანა |
პრიმალაკი ულტიმა 3 პრიმალაკი - Primalac
HMO დედის რძის ოლიგოსაქარიდები 2-FL და პრებიოტიკი GOS- კუჭ-ნაწლავის და იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA) - თავის ტვინის განვითარებისთვის, რძის ცხიმების ოპტიმიზებული ნაზავი მდიდარი Sn-2 პალმიტატით პალმის ზეთის გარეშე - ძვლის მინერალიზაციისთვის, ამცირებს ყაბზობას და ხელს უწყობს განავლის დარბილებას, 5 სახის ნუკლეოტიდი (დედის რძის მნიშვნელოვანი კომპონენტი) მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
პრიმალაკი ულტიმა 3-ის შემადგენლობაში შემავალი 2-FL და GOS ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აფერხებს პათოგენების ადჰეზიას ეპითელურ უჯერედებზე, აძლიერებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, პლაზმაში ამცირებს ანთებით ციტოკინებს და უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მოდულაციას.
რძის ცხიმების ოპტიმიზებული ნაზავი მდიდარი Sn-2 პალმიტატით აუმჯობესებს ძვლის მინერალიზაციას, უზრუნველყოფს რბილ განავალს და კუჭ-ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიოტის ფორმირებას. გარდა ამისა, რძეს ანიჭებს უკეთეს ორგანოლეპტიკურ თვისებებს.
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA) - აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის განვითარებას.
5 სახის ნუკლეოტიდის შემადგენლობა განაპირობებს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ყურადღებით გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციას.
1.დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, შემდეგ გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით.
2.ბოთლი, საწოვარა და თავსახური გარეცხეთ, შემდეგ მოათავსეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში.
3.ადუღეთ სასმელი წყალი 5 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ 40°C-მდე.
4.გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ცხრილს და ჩაასხით ბოთლში ზუსტად მითითებული რაოდენობის თბილი წყალი.
5.დაუმატეთ პრიმალაკი ულტიმა 3 ზუსტად მითითებული რაოდენობით, შეფუთვაში არსებული საზომი კოვზის გამოყენებით, შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური.
6.კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება.
• აუდუღარი წყლისა და მდუღარე წყლით დაუმუშავებელი ბოთლების გამოყენებამ, ან არასწორმა მომზადებამ შესაძლოა თქვენი ბავშვი დააავადოს.
• ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ბოთლი მოამზადეთ. კვების შემდეგ დარჩენილი რძე გადაღვარეთ.
• გამოიყენეთ მხოლოდ შეფუთვაში არსებული საზომი კოვზი. ყოველთვის შეამოწმეთ, რომ მომზადებული რძე თბილი იყოს.
• კვების დროს ბავშვი აიყვანეთ ხელში. ბავშვის უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა გამოიწვიოს დახრჩობა.
• გახსნის შემდეგ შიგთავსი გამოიყენეთ არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადა დატანილია ქილაზე. დაახურეთ ქილას თავსახური და შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
• მომზადებული პრიმალაკი ულტიმა 3 გამოიყენეთ არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში.
• პრიმალაკი ულტიმა 3 არ არის განკუთვნილი ჩვილებისთვის. ეს არის ჯანმრთელი მცირე ასაკის ბავშვებისთვის შემუშავებული რძის ფორმულა.
• პრიმალაკი ულტიმა 3 შეიძლება გამოყენებულ იქნას ბოთლში ან ჭიქაში, ასევე მარცვლეულის ფაფის მოსამზადებლად.
რეკომენდებული კვების ცხრილი (1 საზომი კოვზი = 4.7 გ)
ინგრედიენტები: უცხიმო რძე, ლაქტოზა (რძისგან), მცენარეული ზეთები (მზესუმზირის ზეთი, რაფსის ზეთი, ქოქოსის ზეთი), მალტოდექსტრინი, უწყლო რძის ცხიმი, გალაქტოოლიგოსაქარიდები (რძისგან), შრატის ცილის კონცენტრატი (რძისგან), მინერალები (კალციუმის კარბონატი, კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი, რკინის სულფატი, კალიუმის იოდატი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი), რაფინირებული თევზის ზეთი, ვიტამინები (ნატრიუმის L-ასკორბატი, DL-ალფა-ტოკოფერილაცეტატი, ქოლეკალციფეროლი, რეტინილაცეტატი, ნიკოტინამიდი, კალციუმის D-პანტოთენატი, ციანოკობალამინი, D-ბიოტინი, ფილოქინონი, ფოლიუმის მჟავა, თიამინის მონონიტრატი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, რიბოფლავინი), ემულგატორი (ლეციტინი), ქოლინის ბიტარტრატი, 2'-ფუკოზილლაქტოზა (რძისგან), ტაურინი, ნუკლეოტიდები (ციტიდინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის ურიდინ-5'-მონოფოსფატი, ადენოზინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის ინოზინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის გუანოზინ-5'-მონოფოსფატი), L-ტრიპტოფანი, ინოზიტოლი, L-კარნიტინ-L-ტარტრატი, ანტიოქსიდანტები (ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი, ასკორბილის პალმიტატი).
400 გ.