| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Pranarom / პრანარომი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | essential oils |
| მოცულობა | 5მლ |
გვირილას ეთერზეთი 5მლ პრანარომი - Pranarom
100%-ით ბუნებრივი, გვირილას ეთერზეთი იდეალურია მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად, სხეულის და გონების დასამშვიდებლად!
პრანარომის რომაული გვირილას ეთერზეთი არის 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, ქიმიოტიპირებული და ორგანული (USDA და EcoCert სერტიფიცირებული) პროდუქტი, რომელიც მიიღება ყვავილების ორთქლით დისტილაციით. იგი გამოირჩევა სასიამოვნო, ნაზი, ყვავილოვანი სურნელით, იდეალურია მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად და სხეულისა და გონების დასასვენებლად.
• ძილის დარღვევები ან უძილობა
• ნერვული დაძაბულობა, სტრესი
• კანის გაღიზიანება, ქავილი
• ადგილობრივად: სტრესის დროს 2 წვეთი დაიტანეთ მაჯის შიდა მხარეს, კარგად შეიზილეთ და ღრმად შეისუნთქეთ; ქავილის, კანის გაღიზიანების დროს - შეურიეთ ეთერზეთის 2 წვეთი მცენარეულ ზეთში და წაისვით კანზე დამამშვიდებელი ეფექტისთვის
• შიგნით მისაღებად: განაზავეთ ეთერზეთის 1 წვეთი ნეიტრალურ ტაბლეტზე, ან ½ ჩაის კოვზ თაფლზე/მცენარეულ ზეთზე და მიიღეთ დღეში 3-ჯერ
• ზეთის მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა 3 წვეთი - 120 მგ
• დიფუზორში გამოიყენება სხვა ეთერზეთებთან ერთად
• არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას
• პროდუქტი არ ცვლის მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს
• შეინახეთ სითბოსა და სინათლისგან მოშორებით, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
• არ გამოიყენოთ თუ შემადგენელი კომპონენტის მიმართ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა
შემადგენლობა: გვირილის ეთერზეთი.
გამოშვების ფორმა: 5 მლ ეთერზეთი. სერტიფიცირებული და ორგანული პროდუქტი.
მწარმოებელი: Pranarom /პრანარომი, ბელგია
პრანარომი - სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერი
Pranarôm - ბელგიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც წარმოადგენს სამეცნიერო არომათერაპიის ლიდერს მსოფლიოში. 1991 წელს დაარსებული კომპანია აერთიანებს ბუნების ძალასა და თანამედროვე მეცნიერების სიზუსტეს, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო ფორმულები ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. ბრენდი აწარმოებს 100%-ით სუფთა, ორგანულ, ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებს, რომლებიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით.
Pranarôm ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს და ახორციელებს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს არომათერაპიის, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მეთოდის განვითარებას მთელ მსოფლიოში. ბრენდი აწარმოებს მხოლოდ ECOCERT-სერტიფიცირებულ, HECT-ქიმიოტიპირებულ ეთერზეთებსა და არომათერაპიულ პროდუქტებს, რომლებიც შეესაბამება უმაღლეს ფარმაცევტულ სტანდარტებს.
30 წელზე მეტი გამოცდილებით, ხარისხის მკაცრი კონტროლით, ეკოლოგიური პასუხისმგებლობითა და მეცნიერული მიდგომით, Pranarôm დღემდე რჩება მსოფლიო ლიდერად სამეცნიერო არომათერაპიის მიმართულებით.
Pranarôm-ის საერთაშორისო სტანდარტები:
• ქიმიოტიპირებული ეთერზეთები (HECT - Huile Essentielle Chémotypée) – ეთერზეთები, რომლის ქიმიური შემადგენლობა (ქიმიოტიპი) ლაბორატორიულად განსაზღვრული და დადასტურებულია. HECT უზრუნველყოფს პროდუქციის უსაფრთხოებას, ეფექტურობას და სამედიცინო სიზუსტეს.
• MSDS/SDS (მასალის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი / Safety Data Sheet) - სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ნივთიერების ან პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე, საფრთხეებზე, უსაფრთხო გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებზე
• ECOCERT – მსოფლიოში აღიარებული ორგანული სერტიფიცირება, რომელიც მკაცრად ამოწმებს, რომ პროდუქტი, წარმოების პროცესი და კომპანიის საქმიანობა სრულად შეესაბამება მკაცრ გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს
• USDA Organic – ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანული სერტიფიცირება, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ პროდუქტი მოყვანილია და დამუშავებულია მკაცრი ორგანული სტანდარტებით - არ შეიცავს სინთეტიკურ პესტიციდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (GMO), ქიმიურ სასუქებსა და ანტიბიოტიკებს
• CRUELTY FREE, VEGAN - პროდუქცია არ ტესტირდება ცხოველებზე, არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს