აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

არგანის ზეთი 50მლ ფიურესენშელი - Puressentiel

#99129_3794
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPuressentiel / ფიურესენშელი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერებაherbal oils
მოკლე აღწერა
ბუნებრივი მცენარეული ზეთი: ატენიანებს კანს, ავიწროვებს ფორებს, კანს ხდის ერთგვაროვანს, ფრჩხილებს და თმას ანიჭებს ბზინვარებას.
80.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

არგანის ზეთი 50მლ ფიურესენშელი - Puressentiel

100%-ით სუფთა და ბუნებრივი მცენარეული ზეთი: ატენიანებს კანს, ავიწროვებს ფორებს, კანს ხდის ერთგვაროვანს, ფრჩხილებს და თმას ანიჭებს ბზინვარებას.

შემადგენლობა:  

არგანის ზეთი.

გამოყენების წესი:

გარეგანი მოხმარებისთვის (თმა, კანი, ფრჩხილი).

გაფრთხილება: არ გამოიყენება 7 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტის მიმართ. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: ფლაკონი 50 მლ.

ვარგისობის ვადა: 36 თვე. 

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელი. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია  - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.  

საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 -  ბრენდის გამჭვირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან