| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Puressentiel / ფიურესენშელი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | essential oils |
| მოცულობა | 200 მლ |
გამწმენდი ჰაერის სპრეი 41 ეთერზეთი 200მლ ფიურესენშელი - Puressentiel
ჰაერის ბუნებრივი გამწმენდი
ფიურესენშელის ჰაერის გამწმენდი სპრეი ქმნის სუფთა, ბუნებრივ და არომატულ ატმოსფეროს ნებისმიერ სივრცეში. სპრეის ფორმულა შეიცავს 41 სუფთა და ბუნებრივ ეთერზეთებზე დაფუძნებულ ნაზავს, უსაფრთხოა ასთმით დაავადებულებისთვის.
გამოიყენება ბაქტერიული, ვირუსული ინფექციების გავრცელების საპრევენციოდ, ობის სოკოს საწინააღმდეგოდ, უსიამოვნო სუნის დროს როგორც ჰაერის ბუნებრივი გამწმენდი საშუალება.
ჩაის ხის, კამის, ანისულის, ფორთოხლის, მწარე ფორთოხლის, რეჰანის, დაფნის ფოთლის, კაჯეპუტის, ჩინური დარიჩინის, ატლასის კედრის, მიხაკის, კვიპაროსის, ციტრონელას, კუმინის, ევკალიპტის, ცერეცოს, გერანიუმის, ღვიას, ლავანდის, ვარდის ხის, ლიმონის, მაკის, მანდარინის, მაიორანის, ლიმონის ბალზამის, რომაული პიტნის, პიტნის, არომატული გუმფისის, ნიაულის, ორეგანოს ,ოხრახუშის, ველური ფიჭვის, როზმარინის, სალბის, ქონდრის, ველური ხახვის, ბეგქონდარას, ვერბენას, გაულტერიის, ჯინჯერის ეთერზეთები.
გამოიყენება ოთახში ჰაერის გასაწმენდად, დღეში 1-2 ჯერ. გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ გაანიავეთ ოთახი.
გაფრთხილება: არ გამოიყენება 3 წლამდე ბავშვებთან, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და შინაურ ცხოველებთან.
ალერგიული რეაქცია შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 100
გამოშვების ფორმა: სპრეი 200მლ.
ვარგისობის ვადა: 60 თვე.
მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.
Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფღთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
საერთაშორისო სტანდარტები:
• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით
• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან