აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ბრეინოლი - Breinol 30 ტაბლეტი

#105585_1999
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ინდოეთი
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
ბრეინოლი ხელს უწყობს მეხსიერების, მეტყველების და ყურადღების გაუმჯობესებას.
45.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

BREINOL ტაბლეტები

(ფურცელი–ჩანართი)

დიეტური დანამატი

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

გამა ამინობუტირის მჟავა …………..200 მგ

გლიცინი ……………………………    200 მგ

მაგნიუმის სულფატი …………… … .150 მგ

ვიტამინი C …………………………     150 მგ

ვიტამინი B1………………………     … ..5 მგ

ვიტამინი B6 ……………………… ……..1 მგ

ფოლიუმის მჟავა……………………… 100 მკგ

არააქტიური ინგრედიენტები: დიკალციუმის ფოსფატი, სახამებელი, კალიუმის სორბატი, პოვიდონი K-30, მაგნიუმის სტეარატი, გაწმენდილი წყალი.

ბრეინოლი არის ძალიან ეფექტური კომბინაცია ბავშვებში და მოზრდილებში ცერებროვასკულური მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ბრეინოლი ხელს უწყობს მეხსიერების, მეტყველების და ყურადღების გაუმჯობესებას.

გამა ამინობუტირის მჟავა (GABA) არის მთავარი ინჰიბიტორული ნეიროტრანსმიტერი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ის მთავარ როლს ასრულებს ნერვულ სისტემაში ნეირონების აგზნებადობის შემცირებაში. ადამიანებში GABA ასევე უშუალოდ არის პასუხისმგებელი კუნთების ტონის რეგულირებაზე.

გლიცინს აქვს ადრენომაბლოკირებელი ეფექტი და არეგულირებს გლუტამატის რეცეპტორების მუშაობას. ეს ეფექტი იწვევს ძილის ნორმალიზებას და გონებრივი აქტივობის გააქტიურებას.

მაგნიუმის სულფატი არის მინერალი, რომელიც გადამწყვეტია სხეულის ფუნქციონირებისთვის.  მაგნიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალურად შენარჩუნებას, ძვლების ძლიერებას და გულის რითმის სტაბილურობას.  მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში, მათ შორის საკვების მეტაბოლიზმში, ცხიმოვანი მჟავების და ცილების სინთეზში და ნერვული იმპულსების გადაცემაში.

ვიტამინი C აუმჯობესებს განწყობას და ამცირებს შფოთვას კორტიზოლის დონის კონტროლით. ასკორბინის მჟავა ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს ადამიანის ორგანიზმში, რომლებიც დიდი რაოდენობით წარმოიქმნება სტრესის დროს.

ვიტამინი B1 არის ჩვენი ნერვული სისტემის მთავარი დამცავი, ის ხელს უწყობს ნერვული უჯრედების ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ის ასევე პასუხისმგებელია ტვინის აქტივობაზე, ხელს უშლის მის დაბერებას და ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას - ამიტომ თიამინი რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომელთა მუშაობა დაკავშირებულია გონებრივ გადატვირთვასთან.

ვიტამინი B6 ნერვულ სისტემაში მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების (ნივთიერებები, რომლებითაც ელექტრული იმპულსები ნერვულ უჯრედებში გადადის), აუმჯობესებს მეხსიერებას და განწყობას, რადგან მონაწილეობს სეროტონინის სინთეზში. B6 ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან ის იწვევს გონებრივ ჩამორჩენას და ანელებს განვითარებას.

ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს B ჯგუფის სხვა ნაერთების შეწოვას, მონაწილეობს "სიხარულის ჰორმონის" - სეროტონინის სინთეზში. მისი დეფიციტით ჩნდება ნევროზები, მატულობს შფოთვა.

გამოყენება:

● ნერვული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება.

● ემოციური დისბალანსი, სტრესი.

● მეხსიერებასთან, მეტყველებასა და ყურადღებასთან დაკავშირებული დარღვევები.

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილები და 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს დღეში ჭამის დროს, წყალთან ერთად.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ გადააჭარბოთ დოზის ლიმიტს.

შეფუთვა: 30 ტაბლეტი.

შენახვა:

ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მოარიდეთ ბავშვებს.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.