აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

სელენი 200მკგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

#70573_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაSe
დოზა200მკგ
მოკლე აღწერა

გამოიყენება სელენის დეფიციტის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.

41.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
  • აღწერა
  • შეფასებები

სელენი 200მკგ 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ამვილაბის სელენი შეიცავს L სელენომეთიონინის აქტიურ ფორმას, რაც განაპირობებს მის მაღალ ბიოშეღწევადობას. სელენი წარმოადგენს უჯრედთა ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მიკროელემენტს, რომელიც  შედის ორასამდე ფერმენტის და ჰორმონის შემადგენლობაში, წარმოადგენს  მძლავრ ანტიოქსიდანტს, რომელიც ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს მათი მავნე ზემოქმედებისგან. სელენი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

• სელენის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
• არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედება (რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევები (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) 
• მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა
• აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას
• სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობა
• არაბალანსიებული და არასრულყოფილი კვება
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
• მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კატარაქტა
• ღვიძლის დაავადებები: ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი
• მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები
• აუტოიმუნური დაავადებები
• რევმატოიდული ართრიტი
• გაფანტული სკლეროზი
• რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა
• კანის დაავადებები

შემადგენლობა

სელენი (L - სელენომეთიონინი) - 200 მკგ. 

დამხმარე ნივთიერებები: ბრინჯის ფქვილი, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

დოზირება

1 კაფსულა საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა: N30 მცენარეული კაფსულა. 

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

იხილეთ ბლოგი: საკვები დანამატები — მნიშვნელობა და გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: Pure - ფიური სელენიუმი 60 კაფსულა