| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Solgar / სოლგარი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 კაფსულა |
| მოქმედი ნივთიერება | Mg glycinate |
მაგნიუმის გლიცინატი 60 კაფსულა სოლგარი - Solgar
მაგნიუმი (მაგნიუმის ბისგლიცინატი) – 240მგ.
სოლგარის მაგნიუმი წარმოდგენილია ერთ-ერთი უნიკალური ხელატური ფორმის - ბისგლიცინატის სახით. ეს ნიშნავს, რომ ამინომჟავა გლიცინის ორი მოლეკულა მჭიდროდა არის დაკავშირებული მაგნიუმთან. შესაბამისად, მინერალი გადადის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმაში და ორგანიზმი მას სრულყოფილად ითვისებს. გარდა ამისა, იგი არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარს და მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში არ ავლენს საფაღარათო მოქმედებას. ვინაიდან თავად ამინომჟავა გლიცინს გააჩნია სედატიური მოქმედება, მაგნიუმთან მისი კომბინაციით ეს თვისება კიდევ უფრო ძლიერდება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედთა ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო, ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს. ამ მინერალს ორგანიზმის შემადგენელი ყველა ქსოვილი შეიცავს, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით თავს იყრის: თავის ტვინის, გულისა და ღვიძლის კუნთოვანი ქსოვილში.
მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული პროცესების განხორციელებაში, მონაწილეობს: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების და ნუკლეინის მჟავების ცვლის პროცესში. იგი ასევე ხელს უწყობს ინსულინის სინთეზს.
მაგნიუმი ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. იგი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვან გამტარობაში, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთოვან ქსოვილში, ამცირებს გლუვი და განივზოლიანი ბოჭკოების აგზნებადობას. შესაბამისად, მაგნიუმი ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი რეზისტენტობას.
მაგნიუმი წარმოადგენს კალციუმის ფიზიოლოგიურ ანტაგონისტს. მას მკვეთრად განსაზღვრული როლი უკავია ამ მინერალის მეტაბოლიზმში. მაგნიუმი ასტიმულირებს კალციტონინის სეკრეციას, რომელიც უზრუნველყოფს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ ტრანსპორტირებას სისხლძარღვებიდან ძვლოვან ქსოვილში. ამგვარად, მაგნიუმი უზრუნველყოფს ძვლოვანი ქსოვილის განვითარებასა და მინერალიზაციას.
მაგნიუმი აკონტროლებს მიოკარდიუმის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი მონაწილეობს მიოკარდიუმის კუმშვის პროცესში. იცავს სისხლძარღვთა კედლებს არტერიოსკლეროზის ჩამოყალიბებისგან. შესაბამისად, მაგნიუმი ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის, იშემიის განვითარების რისკს და ახორციელებს გულის რითმის ნორმალიზებას.
მაგნიუმი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას ალერგიული და ანთებითი პროცესების მიმართ.
ორგანიზმში მაგნიუმი საკვებიდან ხვდება. მისი დეფიციტის გამომწვევ მიზეზებს წარმოადგენს: კვების რეჟიმის დარღევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლიზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს).
მოზრდილებში მაგნიუმზე მოთხოვნა წარმოადგენს დაახლოებით სხეულის წონის 5 მგ/კგ დღე-ღამეში. მაგნიუმის მნიშვნელოვანი დეფიციტის, ასევე ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ბავშვებში ინტენსიური ზრდის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მოთხოვნილება მაგნიუმის იონებისადმი იზრდება სხეულის წონის 7-10 მგ/კგ დღე-ღამეში.
ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტის დროს: იზრდება მგრძნობელობა გარე ფაქტორების მიმართ, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში (რაც ხელს უშლის ორგანიზმს მოსვენებულ მდგომარეობაში გადასვლასა და ჩაძინებაში), უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, მცირდება სტრესისადმი რეზისტენტობა. მაგნიუმის უკმარისობის დროს ასევე ვლინდება გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია. ორსულობის დროს მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი.
მაგნიუმის შემცველობა შრატში:
12-დან 17მგ/ლ-მდე (0.5-0.7მმოლ/ლ) - ზომიერი უკმარისობა.
12მგ/ლ-ზე ქვემოთ (0.5 მმოლ/ლ) - მძიმე დეფიციტი.
· მაგნიუმის უკმარისობით გამოწვებული დარღვევები:
გარე ფაქტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, აგზნებადობა, კუნთების სპაზმი, დაჭიმულობა მთელს ორგანიზმში, ძილის დარღვევა, ადინამია, უსიამოვნო შეგრძნებები გაღვიძებისას, სტრესისადმი რეზისტენტობის დაქვეითება, დეპრესია, შიში
· გულის რითმის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია
· მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსურ მკურნალობაში)
· სპასტიური მდგომარეობა (მათ შორის ანგიოსპაზმი)
· ათეროსკლეროზის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკა
· ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა
· ორსულობის შეწყვეტის, გესტოზის საშიშროება
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიურობა
· პრედმენსტრუალური სიმპტომატიკა: გაღიძიანებადობა, დეპრესია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, კლიმაქტერული სინდრომი ფსიქოვეგეტაციური აშლილობით
· შაქრიანი დიაბეტი
მაგნიუმი (ბისგლიცინატის სახით), მცენარეული კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა, ანტიოქსიდანტი: L-ასკორბილ პალმიტატი.
არ შეიცავს: გლუტენს, ხორბალს, რძის პროდუქტებს, სოიოს, დამატკბობლებს, ხელოვნურ არომატიზატორებსა და მღებავ ნივთიერებებს.
მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, სასურველია კვების დროს. არ გადააჭარბოთ მიღების რეკომენდებულ დოზას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე რომელიმე მედიკამენტის მიღების, ან რაიმე დაავადების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი საკვები დანამატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პროდუქტი არ მიიღოთ თუ ფლაკონის შიდა დამცავი საფარი დაზიანებული ან დაკარგულია.
ვარგისიანობის ვადა ან სერიის ნომერი იხილეთ ფლაკონზე.
გამოშვების ფორმა: 60 მცენარეული კაფსულა.
მწარმოებელი: სოლგარი აშშ.