| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 20 შუშხუნა ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | vitamin C |
ვიტამინი C 1000 მგ. (1250%)
საკვები დანამატი
შუშხუნა ტაბლეტები ფორთოხლის არომატით
მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა; კალიუმის ბიკარბონატი; შემავსებელი: სორბიტოლი; მჟავიანობის რეგულატორი: ნატრიუმის კარბონატები; არომატიზატორები; შეწებების საწინააღმდეგო საშუალებები: პოლიეთილენგლიკოლი, პოლივინილპიროლიდონი; დამატკბობლები: ციკლამატები, საქარინები; საღებავი: რიბოფლავინი(ვიტამინი B12); ჭარხლის წვენის ფხვნილის კონცენტრატი. მინერალების შემცველობა რეკომენდებული დღიური ნორმის მიხედვით: 1 ტაბლეტი ვიტამინი C 1000მგ. 1250% შესაძლოა შეიცავდეს ლაქტოზას (მიღებულს რძიდან).
ვიტამინი-C დეფიციტის მკურნალობა; ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ამცირებს დაღლილობას. აძლიერებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმსა და საერთო სიცოცხლისუნარიანობას.
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებისათვის და თირკმელებში კენჭის არსებობის შემთხვევაში. არ გამოიყენება ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში.
გახსენით 1 ტაბლეტი 200 მლ (1 ჭიქა) წყალში. რეკომენდებული დღიური დოზა- 1 ტაბლეტი დღეში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არის დამხმარე საშუალება და არ წარმოადგენს კვების ალტერნატივას.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მსუბუქი კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი, როგორიცაა გულისრევა, მუცლის ტკივილი ან დიარეა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას. გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ინახება მშრალ, გრილ (არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 20 შუშხუნა ტაბლეტი პოლიეთილენის ქილაში.