| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 20 |
| მოქმედი ნივთიერება | vitamin C |
ვიტამინი C 1000 მგ. (1250%)
შუშხუნა ტაბლეტები ატამისა და ფორთოხლის არომატით
მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა; ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა); მჟავიანობის რეგულატორი: ნატრიუმის კარბონატები; შემავსებელი: სორბიტოლი; არომატიზატორები; შეწებების საწინააღმდეგო საშუალება: პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი; საღებავი: კაროტინები; დამატკბობლები: ციკლამატები, საქარინები. მინერალების შემცველობა რეკომენდებული დღიური ნორმის მიხედვით: 1 ტაბლეტი ვიტამინი C 1000მგ. 1250% შესაძლოა შეიცავდეს ლაქტოზას (მიღებულს რძიდან).
ვიტამინი-C დეფიციტის მკურნალობა; ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ამცირებს დაღლილობას. აძლიერებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმსა და საერთო სიცოცხლისუნარიანობას.
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებისათვის და თირკმელებში კენჭის არსებობის შემთხვევაში. არ გამოიყენება ბავშვებში, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში.
გახსენით 1 ტაბლეტი 200 მლ (1 ჭიქა) წყალში. რეკომენდებული დღიური დოზა- 1 ტაბლეტი დღეში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არის დამხმარე საშუალება და არ წარმოადგენს კვების ალტერნატივას.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მსუბუქი კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი, როგორიცაა გულისრევა, მუცლის ტკივილი ან დიარეა, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას. გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
ინახება მშრალ, გრილ (არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 20 შუშხუნა ტაბლეტი პოლიეთილენის ქილაში.
ასევე, იხილეთ: ვიტამინი C შუშხუნა ფორთოხლის არომატით 1000მგ 20 ტაბლეტი აქტივმუსი - Activemuss