აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პილოდიგესტი - Pylodigest Chewable 60 ტაბლეტი

#106725_4062
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ესპანეთი
რაოდენობა და ფორმა60 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაlactobacillus reuteri+Ca carbonate
მოკლე აღწერა
გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის ან გულძმარვის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
77.04₾
85.50₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პილოდიგესტი

PYLODIGEST

ტაბლეტი

შემადგენლობა:

Pylopass™ (Lactobacillus reuteri, მალტოდექსტრინი) 200 მგ; კალციუმის კარბონატი 160 მგ , დამატკბობელი: იზომალტი; ანტიადჰეზიური საშუალება: მაგნიუმის სტეარატი; დამატკბობელი: სტევიოლის გლიკოზიდები; არომატიზატორი: ვანილი.

საკვები დანამატის ფუნქცია:

შექმნილია Pylopass™, Lactobacillus reuteri-ს სტანდარტიზებული შტამით, რომელიც დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით და ავლენს მნიშვნელოვან კოაგრეგაციის აქტივობას კუჭის დონეზე (Helicobacter pylori), და კალციუმის კარბონატით მჟავიანობის კონტროლისთვის.
Pylopass™

Pylopass™ არის Lactobacillus reuteri-ს გამომშრალი კულტურა, უნიკალური მოქმედების მექანიზმით, რომელიც აკონტროლებს Helicobacter pylori-ს დონეს გვერდითი მოვლენების გამოწვევის გარეშე.

Pylopass™-ს ზედაპირის სპეციფიური რეცეპტორები ეკვრიან H. pylori-ს, ქმნიან კოაგრეგაციას, რაც ხელს უშლის ბაქტერიის პილორულ კედლებზე მიმაგრებას. შემდგომში, კოაგრეგატები გადადის ნაწლავის ტრაქტში და გამოიყოფა საჭმლის მომნელებელ ნარჩენებთან ერთად.
ეს კოაგრეგაცია დამოკიდებულია მხოლოდ Pylopass™ უჯრედების ზედაპირსა და H. pylori ბაქტერიების კედლებს შორის შეკავშირებაზე. ეს შეკავშირება სპეციფიკურია H. pylori-სთვის და შესაბამისად, არ იწვევს დისბალანსს ნაწლავის ფლორაში.

კალციუმის კარბონატი

კალციუმის კარბონატი არის ანტაციდი რომელიც გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის ან გულძმარვის სიმპტომების შესამსუბუქებლად. კალციუმის კარბონატი ზრდის კუჭის pH-ის მნიშვნელობას (კუჭის წვენის pH ახლოსაა 0.8-თან, რომელიც შეიძლება მონელების დროს pH 2-მდე გაიზარდოს), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ამცირებს კუჭის მჟავიანობას.

გამოყენების ინსტრუქცია:

რეკომენდებულია დღეში 2 ტაბლეტის მიღება, 1 ტაბლეტის დაღეჭვა სადილამდე და 1 ტაბლეტის ვახშამამდე. პილოდიგესტის მიღება რეკომენდებულია მინიმუმ 30 დღის განმავლობაში.

გაფრთხილებები:

არ გამოიყენოთ ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად. მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ სუფთა და მშრალ ადგილას, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.

შეფუთვა:

მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 4 ბლისტერს ალუმინ-PVCD 15 მოგრძო ტაბლეტით

რაოდენობა: 60 საღეჭი ტაბლეტი

თითოეული ტაბლეტის წონა: 830 მგ. სუფთა წონა: 49.8 მგ

შენახვის პირობები:

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას

შენახვის ვადა: წარმოებიდან 3 წელი.

პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია ბლისტერსა და ყუთზე