აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პრო ჯუნიორი საღეჭი 30 ტაბლეტი ორთომოლი - Orthomol

#95821_2580
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიOrthomol - ორთომოლი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
მოქმედი ნივთიერებაlactobacillus+bifidobacterium+vit.C
მოკლე აღწერა
გამოიყენება ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენა/შენარჩუნების და იმუნური სისტემის მხარდაჭერად.
170.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
  • აღწერა
  • შეფასებები

პრო ჯუნიორი საღეჭი 30 ტაბლეტი ორთომოლი - Orthomol

ორთომოლი - მსოფლიო ლიდერი ორთომოლეკულურ მედიცინაში!

ორთომოლი®პრო ჯუნიორი - ნაწლავის მიკრობიოტის და იმუნიტეტის მხარდასაჭერად! 

ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: 5 მილირდი 6 მიკრობიოტული შტამი + ვიტამინი C!

ორთომოლი®პრო ჯუნიორი რძემჟავა ბაქტერიების და  C  ვიტამინის კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას, საჭმლის მონელების გაუმჯობესებას და იმუნური სისტემის მხარდაჭერას.

ორთომოლი®პრო ჯუნიორი:

·  შექმნილია LAB2PRO™ ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, რომ მიკრობიოტური შტამები იწარმოება კომპანია ორთომოლის მიერ დაპატენტებული ორმაგი საფარის ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს პროცედურა უზრუნველყოფს შტამების მაღალ რეზისტენტობას და მდგრადობას ტემპერატურული ცვლილების, ნაღვლის მჟავების, ფერმენტების და PH-ის მიმართ

·  გამოიყენება ბავშვებში 4 წლიდან

რძემჟავა ბაქტერიები, როგორიცაა ლაქტობაქტერიები (Lactobacillus) და ბიფიდობაქტერიები (Bifidobacterium), ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ნაწლავურ მიკრობიოტაში. ეს ბაქტერიები ითვლება სასარგებლო მიკროორგანიზმებად, რომლებიც მონაწილეობენ ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებაში.

ვიტამინი C - ხელს უწყობს ენერგეტიკული ცვლის ნორმალიზებას და იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

რეკომენდებულია შემდეგი მდომარეობების დროს:

•  ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის აღდგენა/შენარჩუნება (მაგ. ანტიბიოტიკების შემდეგ, ინფექციების დროს, არაჯანსაღი კვების ფონზე და ა.შ.)

•  ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეწყობა (დიარეა, ყაბზობა)

•  იმუნური სისტემის მხარდაჭერა

შემადგენლობა

დღიური დოზა 1 საღეჭი ტაბლეტი (0,7 გ) შეიცავს:

შემადგენლობა

დღიური დოზა

%RM**

რძემჟავა მიკრობაქტერიები

5X108 CFU°

***

Bifidobacterium longum

   

Bifidobacterium breve

   

Lactobacillus plantarum

   

Lactobacillus casei

   

Lactococcus lactis

   

Streptococcus thermophilus

   

ვიტამინი C

12 მგ

15

·  ** RM = საცნობარო რაოდენობა ევროკავშირის 1169/2011 რეგულაციის მიხედვით

·  *** ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის ხელმისაწვდომი

·  *CFU = კოლონიის ფორმირების ერთეულები

დამატებითი ინგრედიენტები

სტაბილიზატორი იზომალტი, დამატკბობელი ქსილიტოლი და სორბიტოლი, რძემჟავა მიკრობაქტერიები (Bifidobacterium longum, Bifidobacterium breve, Lactobacillus plantarum, Lactobacillus Casei, Lactococcus Lactis, Streptococcus thermophilus, შეიცავს რძეს და სოიოს), მალტოდექსტრინი, C ვიტამინის შემცველი აცეროლას წვენის კონცენტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ფრუქტოოლიგოსაქარიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ჭარხლის წვენის კონცენტრატი, ტრეჰალოზა. 

არ შეიცავს: გლუტენს, კონსერვანტებს, ხელოვნურ საღებავებს, არის ვეგეტარიანული.

ორთომოლი®პრო ჯუნიორის მიღების წესი

მიიღება 1 საღეჭი ტაბლეტი (დათუნიას ფორმის) დღეში 4 წლის ასაკიდან ჭამის დროს ან შემდეგ.     

 

გაფრთხილება: 

· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

ორთომოლი პრო ჯუნიორის მიღების ხანგრძლივობა:

მიკროელემენტები ყოველდღიურად სჭირდება ორგანიზმს, ამიტომ რეკომენდებულია რეგულარული გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

გაფრთხილება: 

· არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

· საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების, ასევე ჯანსაღი წესის შემცვლელად, არ წარმოადგენს მედიკამენტს. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.

გამოშვების ფორმა :№30 საღეჭი ტაბლეტი (დათუნიას ფორმის).

მწარმოებელი: Orthomol pharmazeutische Vertriebs GmbH, გერმანია.

გერმანული კომპანია ორთომოლი® 30 წელზე მეტია აწარმოებს პრემიუმ ხაზის საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს ორთომოლეკულური მედიცინის საფუძვლებზე.