აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

პრო კერატინი თმის 4In1 90 ტაბლეტი გრანიო - Granions

#96331_3773
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიGranions / გრანიო
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
რაოდენობა და ფორმა90 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
თმის ცვენის შეჩერება, ზრდის სტიმულაცია, სიმტკიცე და ბზინვარება
42.00₾
70.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

პრო კერატინი თმის 4In1 90 ტაბლეტი გრანიო - Granions

თმის ცვენის შეჩერება, ზრდის სტიმულაცია, სიმტკიცე და ბზინვარება

გრანიოს ლაბორატორიამ შეიმუშავა 4/1 ფორმულა ჯანსაღი და ძლიერი თმის შესანარჩუნებლად.

თმის ცვენა: ვენერას ექსტრაქტი უზრუნველყოფს თმის ცვენის პრევენციას, მოცვი ხელს უწყობს თავის კანში მიკროცირკულაციის გააქტიურებას.

ზრდის სტიმულაცია: რუკოლა მონაწილეობს თმის ზრდაში, ბიოტინი კერატინის გამომუშავებაში, შედეგად უმჯობესდება თმის ხარისხი - თმა ხდება უფრო სქელი, ბზინვარე და ნაკლებად მტვრევადი.

სიმტკიცე: პროკერატინის კომპლექსი აერთიანებს L-ცისტეინს, თუთიას და B6 ვიტამინს. თუთია მონაწილეობს ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გამოყოფის დარეგულირებაში, B6 ვიტამინი ახდენს ცისტეინის ნორმალურ სინთეზს. ორი ცისტეინის კომბინაცია ქმნის ცისტინს - კერატინის შემადგენელ, უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.

ბზინვარება: ზაფრანას ზეთი შეიცავს უმნიშვნელოვანესს ცხიმოვან მჟავებს, ანიჭებს თმას ბზინვარებას და სიჯანსაღეს, აძლიერებს თმის ღეროს ჰიდროლიპიდურ ფენას.

რეკომენდებულია (კომპლექსურ თერაპიაში):

· თმის სტრუქტურის დაზიანება (თხელი, მტვრევადი, უსიცოცხლო, გამომშრალი, სუსტი თმა)

· ნებისმიერი ეტიოლოგიის თმის ცვენა

შემადგენლობა

3 ტაბლეტი შეიცავს: ვენერას ექსტრაქტი - 150 მგ, რუკოლას ექსტრაქტი - 100 მგ, მოცვის ექსტრაქტი - 10 მგ, ზამბახის ექსტრაქტი - 50 მგ, კერატინი - 50 მგ, L არგინინი - 500 მგ, L მეთიონინი - 110 მგ, L ცისტეინი - 300 მგ, ვიტამინი B1 – 2,2 მგ, ვიტამინი B3 - 32 მგ, ვიტამინი B6 -2 მგ, ვიტამინი - B9 - 200 მკგ, ვიტამინი B12 - 3 მკგ, თუთია - 15 მგ, ბიოტინი - 500 მკგ, სელენი - 55 მკგ. 

გამოყენების წესი

მიიღება 3 ტაბლეტი 200 მლ წყალთან ერთად საუზმის შემდეგ, ერთი კოლოფი განკუთვნილია მიღების ერთ თვიან კურსზე. რეკომენდებულია მიღების 3 თვიანი პროგრამა. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას.

გაფრთხილება: 18 წლამდე ასაკის პირებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

არ არის რეკომენდებული დიაბეტის დროს. 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას

საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი და დაბალანსებული საკვების შემცვლელად

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების ფორმა: N90 ტაბლეტი. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას 

მწარმოებელი: ლაბორატორია გრანიო/ Granions Laboratoire - საფრანგეთი.

ლაბორატორია გრანიო - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია გრანიო 75 წელზე მეტია ქმნის და ავითარებს ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პროდუქტებს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინოვაცია, სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი, ფოკუსირებულია მიკროელემენტების დოზირებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და შეწოვის მექანიზმებზე, რამაც განაპირობა მისი ლიდერობა ოლიგოთერაპიის მიმართულებით. ლაბორატორია გრანიოს პროდუქცია დამზადებულია (GMP) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მაღალ დონეს და უსაფრთხოებას.