| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | VegaVites / ვეგავიტესი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | Ca+F+vitamin D3+K2 |
სიროფი CaD3 ფორთოხლის არომატით 150მლ ვეგავიტესი - VegaVites
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
(ნატურალური, მცენარეული)
გამოყენების ინსტრუქცია:
ნატურალური, მცენარეული საკვები დანამატი რომელიც შეიცავს კალციუმს, ფტორს, ვიტამინ D3-ს და ვიტამინ K2-ს.
ძვლებისა და კბილების გასამაგრებლად.
|
შემადგენლობა |
Per 100 მლ |
Per 20 მლ |
Per 10 მლ |
|
კალციუმი Ca |
1500 მგ |
300 მგ |
150 მგ |
|
ვიტამინი K2 |
30 მგ |
6 მგ |
3 მგ |
|
ვიტამინი D3 |
50 მკგ (2000 სე) |
10 მკგ (400 სე) |
5 მკგ (200სე) |
|
ფტორი |
1,25 მგ |
0,25 მგ |
0,125 მგ |
წყალი, ფრუქტოზა, კალციუმი, კონსერვანტი(კალიუმის სორბატი), არომატიზატორი(ფორთოხლის არომატიზატორი), გამასქელებელი(ქსანტანი), ლიმონმჟავა, ვიტამინი K და ვიტამინი D.
პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას,რძეს,სოიოს,გლუტენს და გმო-ს.
კალციუმი - სწორედ ბავშვობის ასაკში გროვდება ძვლოვანი მასის პიკი, რაც ზრდასრული ადამიანის ძვლის მასის დაახლოებით 80%-ს შეადგენს და განსაზღვრავს ძვლის სიძლიერეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კალციუმი - მთავარი „სამშენებლო მასალაა“ ძვალ-სახსროვანი სისტემისათვის, რომელიც ახორციელებს მის ნორმალურ ფორმირებასა და ზრდას. კალციუმი აუცილებელია დენტინის და კბილების ემალის ფორმირებისათვის, უნარჩუნებს მათ სიმყარეს. კალციუმი სისხლის შრატის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ელემენტია. მონაწილეობს კუნთოვანი და ნერვული ქსოვილების ფუნქციონირებაში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიწოდება ბავშვის ორგანიზმისათვის მისი განვითარების საწყის ეტაპზე.
ვიტამინი K - მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში. იგი ხელს უწყობს კალციუმის შეთვისებას და ამყარებს ძვლოვან ქსოვილს, ამავე დროს ხელს უშლის თირკმელების, სახსრების და სისხლძარღვების სანათურის კალციფიკაციას. აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.
ვიტამინი D3 - მცირე ასაკის ბავშვებში ვიტამინი D3 ხელს უშლის რაქიტის განვითარებას - დაავადების, რომელიც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის განვითარების დარღვევას, ძვლების სირბილეს. მოზარდებში და დიდებში ხელს უშლის კარიესის განვითარებას, ღრძილების პათოლოგიას. აგრეთვე იცავს ორგანიზმს ოსტეოპოროზისგან. ხელს უწყობს მოტეხილობების სწრაფ შეხორცებას.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 20მლ.
0-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის
- 2,5 მლ სიროფის 2 ჯერ დღეში.
2-დან 5 წლამდე ბავშვებში
- 5 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.
5 წლის ზემოთ
- 7,5 მლ სიროფი 2 ჯერ დღეში.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება:
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.
გამოშვების ფორმა: სიროფი ფორთოხლის გემოთი 150მლ.
პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.
მოქმედების ვადა: 3 წელი.
გამოშვების ვადა მითითებულის კოლოფზე.