| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Forte Pharma - ფორტე ფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 60 |
| მოქმედი ნივთიერება | royal jelly+vitamins+minerals |
ჟელე როიალი 60 ჟელიბონი ფორტე ფარმა - Forte Pharma
იმუნიტეტის მხარდაჭერა სეზონური ცვლილებებისთვის!
ფორტე ფარმა ჟელე როიალი საღეჭი ჟელიბონები შეიცავს მაღალი კონცენტრაციის ფუტკრის რძეს და ვიტამინ D-ს, რომელიც:
· ხელს უწყობს იმუნური სისტემის ბუნებრივ მხარდაჭერას, ენერგიის მატებას და დაღლილობის შეგრძნების შემცირებას
· შეიცავს 1.4%-იან 10-HDA-ს (10-ჰიდროქსი-2-დეკანოიკოვანი მჟავა) - უნიკალურ ცხიმოვან მჟავას, რომელიც მხოლოდ სამეფო ჟელეში გვხვდება
· არის ბუნებრივი და გემრიელი ჟელიბონების ფორმით, თაფლის და ლიმონის სასიამოვნო არომატით
· არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, დამატკბობლებს, ლაქტოზას და გლუტენს
· რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან
ჟელე როიალი უნიკალური ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას. მისი მდიდარი და სრულფასოვანი შემადგენლობის გამო საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება იმუნიტეტის მხარდასაჭერად.
ჟელე როიალი მდიდარია შემდეგი ნივთიერებებით:
· ვიტამინები: B ჯგუფის ვიტამინები (B1, B2, B3, B5, B6, B7, B8, B9, B12), C და E
· 10-HDA (10-hydroxy-2-decenoic acid): უნიკალური მჟავაა, რომელიც ფუტკრის რძეს ანიჭებს ანტიბაქტერიულ და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებს)
· მინერალები: რკინა, კალციუმი, თუთია, სელენი
· ამინომჟავები, ცილები და ფერმენტები
ჟელე როიალი ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას გაციების სეზონზე.
ვიტამინი D აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
რეკომენდებულია იმუნური სისტემის მხარდასაჭერად.
დღიური დოზა ორი საღეჭი ჟელიბონი შეიცავს: ჟელე როიალი (ფუტკრის რძე) 500 მგ, ვიტამინი D - 10 მ კგ.
დამატებითი ინგრედიენტები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, პექტინი, მჟავიანობის რეგულატორი, არომატიზატორები, ნატურალური საღებავები (კარამელის ფერი, პაპრიკის ექსტრაქტი), კარნაუბის ცვილი.
მიიღება 1-2 საღეჭი ჟელიბონი დღეში მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან.
გაფრთხილება: არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.
ალერგიული რეაქცია შემდგენელი კომპონენტების მიმართ (ფუტკრის რძე), ასთმა ან ატოპიური დერმატიტი.
შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე დაბალ ტემპერატურაზე), მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ჰერმენტულად დახურულ მდგომარეობაში.
შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე.
გამოშვების ფორმა: 60 საღეჭი ჟელიბონი თაფლის და ლიმონის არომატით.
მწარმოებელი: Forte Pharma, laborotoire, ფორტე ფარმა, მონაკო.
Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.
დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.
25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.