აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ფორტევენოლი 30 ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

#98587_3826
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიForte Pharma - ფორტე ფარმა
ბრენდის ქვეყანა მონაკო
რაოდენობა და ფორმა30 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაherbal combination drug+vitamin B3
მოკლე აღწერა
რეკომენდებულია ფეხებში სიმძიმის და დაღლილობის შესამსუბუქებლად.
33.00₾
55.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ფორტევენოლი 30 ტაბლეტი ფორტე ფარმა - Forte Pharma

ფეხების სიმსუბუქის მხარდასაჭერად!

ფორტე ფარმა ფორტევენოლი მცენარეული ექსტრაქტების და ვიტამინების კომპლექსია, რომელიც ხელს უწყობს ფეხების სიმძიმის და დაღლილობის შემსუბუქებას.

ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, კომპლექსში შემავალი აქტიური ნივთიერებები თანდათანობით და ხანგრძლივად გამოთავისუფლდება 12 საათის განმავლობაში მაქსიმალური ეფექტისთვის.

წითელი ვაზის ფოთლის ექსტრაქტი ბუნებრივი ვენოტონიკი და ანტიოქსიდანტია, რომელიც მდიდარია პოლიფენოლებით, ფლავონოიდებით და რესვერატროლით. ექსტრაქტი ხელს უწყობს ვენური ტონუსის შენარჩუნებას, სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნების შემცირებას, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში.

ცხენისწაბლას მშრალი ექსტრაქტი ტრადიციულად გამოიყენება სისხლძარღვთა ფუნქციის მხარდასაჭერად. მისი მთავარი აქტიური ნივთიერება აესცინი, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლის სტრუქტურის შენარჩუნებას, სიმძიმის, დაღლილობის და ტკივილის შეგრძნების შემცირებას ქვედა კიდურებში. 

შავი მოცხარის ექსტრაქტი მდიდარია ფლავონოიდებით, ვიტამინებით, პოლიფენოლებით, C ვიტამინით და ანტოციანინებით, იცავს სისხლძარღვების კედლებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან, ამაგრებს კაპილარებს.

ტკბილი სამყურა სამკურნალო მცენარეა, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტები ტრადიციულად გამოიყენება სისხლის მიმოქცევის მხარდასაჭერად.

მოცვი განსაკუთრებით მდიდარია ანთოციანინებით და ფლავონოიდებით. მისი მშრალი ექსტრაქტი გამოიყენება თვალის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და კაპილარების გასაძლიერებლად.

ვიტამინი C და E მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სისხლძარღვების სტრუქტურის და ფუნქციონირების შენარჩუნებაში. 

ზღვის მაგნიუმი წარმოადგენს მაგნიუმის ბუნებრივ წყაროს, რომელსაც ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა. მაგნიუმი ამცირებს სისხლძარღვთა სპაზმს, ინარჩუნებს მათ ელასტიურობას.

ნიაცინი (ვიტამინი B3) აუცილებელია ენერგეტიკული პროცესებისთვის და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

რეკომენდებულია ფეხებში სიმძიმის და დაღლილობის შესამსუბუქებლად.

შემადგენლობა:

დღიური დოზა 1 ტაბლეტი შეიცავს: წითელი ვაზის ფოთლის მშრალი ექსტრაქტი - 1600 მგ, ცხენის წაბლას მშრალი ექსტრაქტი - 60 მგ, შავი მოცხარის მშრალი ექსტრაქტი  -25 მგ, ტკბილი სამყურას მშრალი ექსტრაქტი - 22,75 მგ, ვიტამინი B6 - 0,7 მგ, გინკგოს ფოთლის მშრალი ექსტრაქტი -  30 მგ, მოცვის მშრალი ექსტრაქტი - 25 მგ. ვიტამინი C - 40 მგ, ვიტამინი E - 8 მგ, ვიტამინი B3 - 15 მგ. ზღვის მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი) - 60 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები:  ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მალტოდექსტრინი, სტეარინის მჟავა, სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის მარილები. 

დოზირება:

მიიღება 1 ტაბლეტი დღეში 200 მლ წყალთან ერთად. მნიშვნელოვანია პროდუქტის მიღება ყოველდღიურად, განსაკუთრებით დილით, რომ აქტიურმა ნივთიერებებმა უზრუნველყონ ეფექტი 12 საათის განმავლობაში

გაფრთხილება: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ასაკის პირებში არ მიიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ანტიდეპრესანტების, ანტიკოაგულანტების მიღების  დროს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალის მიღება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, არ წარმოადგენს მედიკამენტს.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ (25 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე), სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის მინიმალური ვადა: შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვამდე. 

გამოშვების ფორმა: N30 ტაბლეტი. 

მწარმოებელი: Forte Pharma laboroitories  ფორტე ფარმა, მონაკო. 

Laboratoire Forte Pharma® დაარსდა მონაკოში 1999 წელს, ცნობილი ნუტრიციოლოგისა და ნეირომეცნიერის, დოქტორ იან რუჟიეს (Dr. Yann Rougier) მიერ. კომპანიის შექმნის მთავარი მიზანი იყო ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული, ეფექტური და უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატების წარმოება, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ ფარმაცევტულ სტანდარტებს.

დღეს ფორტე ფარმას მთავარი ოფისი  მდებარეობს მონაკოში, ხოლო მისი პროდუქცია იწარმოება ევროპის სერტიფიცირებულ ქარხნებში, მათ შორის ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში.

25 წელზე მეტი გამოცდილებით ფორტე ფარმა წარმოადგენს თანამედროვე, მრავალპროფილურ ლაბორატორიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ფორმულებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან ექსპერტებთან - ექიმებთან, ფარმაცევტებთან და ნუტრიციოლოგებთან, რათა შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის აღდგენას და წონის მართვას.