აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გამწენდი ანტიბაქტერიული გელი 3 ეთერზეთით 80მლ ფიურესენშელი - Puressentiel

#96688_3794
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPuressentiel / ფიურესენშელი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოცულობა80 მლ
მოკლე აღწერა
ხელის ანტიბაქტერიული გელი 3 ეთერზეთით იდეალურია ხელების გასაწმენდად დღის ნებისმიერ დროს.
11.00₾
22.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

გამწმენდი ანტიბაქტერიული გელი 3 ეთერზეთით 80 მლ -  ფიურესენშელი - Puressentiel

ანტიბაქტერიული გელი 3 ეთერზეთით იდეალურია ხელების დეზინფექციისთვის დღის ნებისმიერ დროს - წყლის, საპნის და ჩამობანვის გარეშე. მასში შემავალი ალოე ვერა ხელს უწყობს კანის დატენიანებას და დარბილებას, იცავს გამოშრობისგან, ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს, მოქმედებს მომენტალურად.

შემადგენლობა:

ალოე ვერა, ლიმონის, ლავანდის და ჩაის ხის ეთერზეთები.

დამატებითი ნივთიერებები: ლავანდის ზეთი, ლიმონის ქერქის ზეთი, აკრილმჟავა, ჩაის ხის ფოთლის ზეთი, ალოე ვერას ფოთლის წვენი, ალკოჰოლი, წყალი, გლიცერინი, ამინო-მეთილ- პროპანოლი, ლიმონინი, ლინალოოლი, ციტრალი, გერანიოლი, კუმარინი.

გამოყენების წესი:

დაიტანეთ 3 მლ გელი ხელებზე და შეიზილეთ 60 წმ-ის განმავლობაში.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ გამოიყენოთ  ჭრილობებზე, მოარიდეთ თვალთან კონტაქტს, კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ანტიბაქტერიული გელი 80 მლ.

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელი. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია  - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.  საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭვირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერთიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლება, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერთიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერთიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
• VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან