აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

გამწმენდი ლოსიონი ხელის და ზედაპირის 80მლ ფიურესენშელი - Puressentiel

#99115_3794
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიPuressentiel / ფიურესენშელი
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
ლოსიონი უზრუნველყოფს ხელების და ზედაპირების მყისიერ დეზინფექციას საპნის, წყლის და ჩამობანვის გარეშე
11.00₾
22.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
  • აღწერა
  • შეფასებები

გამწმენდი ლოსიონი ხელის და ზედაპირის 80მლ ფიურესენშელი - Puressentiel

ლოსიონი უზრუნველყოფს ხელების და ზედაპირების მყისიერ დეზინფექციას საპნის, წყლის და ჩამობანვის გარეშე, ხოლო მასში შემავალი ალოე ვერა იცავს კანს გამოშრობისგან, არბილებს, ატენიანებს და არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას. ლოსიონი ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიების და ვირუსების 99.9%-ს.

შემადგენლობა:

ლიმონის, ლავანდის და ჩაის ხის ეთერზეთი, ალოე ვერა.

დამატებითი ნივთიერებები: ალკოჰოლი, წყალი, გლიცერინი, ლავანდას ზეთი, ლიმონის ქერქის ზეთი, აკრილმჟავა, ჩაის ხის ფოთლის ზეთი, ამინო-მეთილ- პროპანოლი, ლიმონინი, ლინალოოლი, გერანიოლი, კუმარინი.

გამოყენების წესი:

დაიტანეთ 3 მლ ლოსიონი ხელებზე, შეიზილეთ 60 წმ-ის განმავლობაში, ასევე დააპკურეთ ნებისმიერ ზედაპირზე დეზინფექციისთვის.

გაფრთხილება: არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ გამოიყენოთ  ჭრილობებზე, მოარიდეთ თვალთან კონტაქტს, კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ლოსიონი 80 მლ.

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელი. საფრანგეთი.

Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია  - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.

საერთაშორისო სტანდარტები:

• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 -  ბრენდის გამჭვირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით

• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან