| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Curaprox - კურაპროქსი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ცალი |
კბილთაშუა ჯაგრისი 09 ყვითელი კურაპროქსი - Curaprox
სტანდარტული კბილთაშორისი ჯაგრისებისგან განსხვავებით, Curaprox-ის მთავარი უპირატესობა „ქოლგის ეფექტია“. მისი ულტრანაზი ბოჭკოები კბილებს შორის შესვლისას იკუმშება, ხოლო შიგნით მოხვედრისას მთლიანად იშლება. ეს უზრუნველყოფს ანატომიური სივრცის სრულად შევსებას და ნადების მაქსიმალურ მოცილებას იმ ადგილებშიც, სადაც სხვა კბილთაშორისი ჯაგრისები ვერ აღწევს. გარდა ამისა, მისი ღერძი დამზადებულია ექსკლუზიური, ნიკელისგან თავისუფალი ქირურგიული მავთულისგან (CURAL®), ის 5-ჯერ უფრო გამძლეა და არ ტყდება, რაც გამორიცხავს ღრძილის შემთხვევით დაზიანებას. უნიკალური Click-სისტემა კი პროდუქტს ეკონომიურს ხდის: სახელური მრავალჯერადია და მასზე ბრენდის ნებისმიერი სხვა ზომის ჯაგრისის თავის მორგება შეგიძლიათ.
ფრთხილად მოათავსეთ ჯაგრისის წვერი კბილთაშორის სივრცეში და ნაზად, ზედმეტი ძალის დატანების გარეშე, შეიყვანეთ ბოლომდე . ერთი მოძრაობა „შიგნით და გარეთ“ სრულიად საკმარისია. გაიმეორეთ პროცესი ყოველი კბილის შუალედისთვის დღეში ერთხელ. სასურველია საღამოს, კბილების გახეხვის შემდეგ. გამოყენების შემდეგ ჯაგრისი გარეცხეთ წყლით და დააფარეთ თავსახური.
ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში: პირის ღრუს მოვლა