აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კბილთაშუა ჯაგრისი 08 ვარდისფერი 2788 კურაპროქსი - Curaprox

#78084_3000
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიCuraprox - კურაპროქსი
ბრენდის ქვეყანა შვეიცარია
რაოდენობა და ფორმა1 ცალი
მოკლე აღწერა
Curaprox - კურაპროქსი CPS 08 Prime ვარდისფერი - შვეიცარიული პრემიუმ ხარისხის კბილთაშორისი ჯაგრისი სპეციალურად შექმნილია საშუალო ზომის კბილთაშორისი სივრცეების ეფექტური გაწმენდისთვის. გამოირჩევა ყველაზე თხელი, 5-ჯერ უფრო გამძლე ქირურგიული უჟანგავი ფოლადის მავთულითა და უნიკალური „ქოლგის ეფექტით“, რაც უზრუნველყოფს ნადების 100%-იან მოცილებას ღრძილების ტრავმირების გარეშე. ნაკრებში შედის ერგონომიული გრძელი სახელური და დამცავი თავსახური.
60.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კბილთაშუა ჯაგრისი 08 ვარდისფერი კურაპროქსი - Curaprox

სტანდარტული კბილთაშორისი ჯაგრისებისგან განსხვავებით, Curaprox-ის მთავარი უპირატესობა „ქოლგის ეფექტია“. მისი ულტრანაზი ბოჭკოები კბილებს შორის შესვლისას იკუმშება, ხოლო შიგნით მოხვედრისას მთლიანად იშლება. ეს უზრუნველყოფს ანატომიური სივრცის სრულად შევსებას და ნადების მაქსიმალურ მოცილებას იმ ადგილებშიც, სადაც სხვა კბილთაშორისი ჯაგრისები ვერ აღწევს.  გარდა ამისა, მისი ღერძი დამზადებულია ექსკლუზიური, ნიკელისგან თავისუფალი ქირურგიული მავთულისგან (CURAL®),  ის 5-ჯერ უფრო გამძლეა და არ ტყდება, რაც გამორიცხავს ღრძილის შემთხვევით დაზიანებას.

  • უნიკალური Click-სისტემა კი პროდუქტს ეკონომიურს ხდის: სახელური მრავალჯერადია და მასზე ბრენდის ნებისმიერი სხვა ზომის ჯაგრისის თავის მორგება შეგიძლიათ.
  • CPS 08 წარმოადგენს კურაპროქსის Prime სერიის საშუალო-ვიწრო ზომის ჯაგრისს, რომელიც იდეალურად ერგება სტანდარტულ ან ოდნავ ფართო კბილთაშორის სივრცეებს.
  • შიდა მავთულის დიამეტრი: 0.8 მმ
  • ბოჭკოების მაქსიმალური დიამეტრი: 3.2 მმ

გამოყენების წესი

  • ფრთხილად მოათავსეთ ჯაგრისის წვერი კბილთაშორის სივრცეში და ნაზად, ზედმეტი ძალის დატანების გარეშე, შეიყვანეთ ბოლომდე .
  • ერთი მოძრაობა „შიგნით და გარეთ“ სრულიად საკმარისია.
  • გაიმეორეთ პროცესი ყოველი კბილის შუალედისთვის დღეში ერთხელ. სასურველია საღამოს, კბილების გახეხვის შემდეგ.
  • გამოყენების შემდეგ ჯაგრისი გარეცხეთ წყლით და დააფარეთ თავსახური. 

ყველაფერს პირის ღრუს მოვლის შესახებ გაეცანით ჩვენს ბლოგში: პირის ღრუს მოვლა