| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Heel / ჰეელი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | homeopathic drug |
| მოცულობა | 30მლ |
ვერტიგოჰელი წვეთები 30მლ
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
ენის ქვეშ მისაღები წვეთების 100გ შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Anamirta cocculus D4 70მგ, Conium maculatum D3, Ambra grisea D6, Petroleum rectificatum D8 შესაბამისად 10მგ. დამხმარე ნივთიერებები: 35% ეთანოლი
სხვადასხვა გენეზის თავბრუსხვევა: სისხლძარღვოვანი, ტრავმული, კისრის ოსტეოქონდროზის, ვესტიბულური ღეროვანი ბირთვების დისფუნქციის გამო განვითარებული; მეტაბოლური და ტოქსიური თავბრუსხვევა ალკოჰოლის, თამბაქოს ან ყავის ბოროტად გამოყენების, ინფექციური დაავადებების, მედიკამენტების დოზის გადაჭარბების დროს; რყევის სინდრომი, მენიერის დაავადება, ვესტიბულური შაკიკი, ყურებში ხმაური.
პრეპარატი მიიღება 3-4-ჯერ დღეში ენის ქვეშ ან შესაძლებელია გაიხსნას 5 მლ წყალში კვებამდე 15-20 წთ-ით ადრე ან კვებიდან 1 საათის შემდეგ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. აუცილებლობის შემთხვევაში 1-2 კვირის შემდეგ ინიშნება განმეორებითი კურსი.
თავბრუსხვევის შეტევების დროს ასაკობრივი დამწყები დოზირებით, ყოველ 15 წუთში ერთხელ პირველი 2 საათის განმავლობაში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდეგ - ასაკობრივი დოზა დღეში 3-ჯერ
ცნობილი ალერგია (გადამეტებული მგრძნობელობა) პრეპარატის ერთი ან მეტი ინგრედიენტის მიმართ.
გვერდითი ეფექტი: ისევე, როგორც ყველა წამალმა, ამ ჰომეოპათიურმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება. ცალკეულ შემთხვევებში მოხსენებული იყო კანის გარდამავალი ალერგიების შესახებ.
წამალთშორისი ურთიერთქმედება: არ არის ცნობილი.
შეფუთვა: 30 მლ საწვეთური
ვარგისიანობის ვადა:5 წელი
განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი ქარხანა: (Biologische Heilmittel Heel GmbH)
ასევე, იხილეთ: ვერტიგოჰილი - Vertigoheel 50 ტაბლეტი