აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ვალერიანაჰილი - Valerianaheel წვეთები 30მლ

#5301_626
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიHeel / ჰეელი
ბრენდის ქვეყანა გერმანია
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაhomeopatic-sedativ comb.drug
მოცულობა30 მლ
მოკლე აღწერა
გამოიყენება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობისას, შიშის, უძილობისას. მათ შორის რაიმე დაავადებით გამოწვეული (მაგ. ცხელება და მწვავე ინფექციური დაავადება), და კლიმაქტერული ნევროზის (უძილობის თანხლებით), აგრეთვე, კბილების ამოჭრის დროს ტკივლებ
43.80₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მწარმოებელი: HEEL,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ და 100 მლ

100 მლ

Valeriana Q ........................................ 65 მლ
Lupulus Q .......................................... 5მლ
Crataegus Q ...................................... 5მლ
Hypericum D1 .................................... 5 მლ
Melissa Q .......................................... 3მლ
Chamomilla Q .................................... 2მლ
Avena sativa Q .................................. 2 მლ
Acidum picrinicum D5 .......................... 10 მლ
Kalium bromatum D1 .......................... 1მლ
Ammonium bro¬matum D1 .................. 1მლ
Natrium bromatum D1 ......................... 1მლ

Spiritus 60 vol %

ჩვენებები:

  • გამოიყენება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობისას, შიშის, უძილობისას. მათ შორის რაიმე დაავადებით გამოწვეული (მაგ. ცხელება და მწვავე ინფექციური დაავადება), და კლიმაქტერული ნევროზის (უძილობის თანხლებით), აგრეთვე,
  • კბილების ამოჭრის დროს ტკივლებისას ბავშვებში.
განსაკუთრებული შენიშვნა: მოქმედებს დამამშვიდებლად, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უნარზე გავლენის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 15 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ჩვილი და უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის 2-დან 6 წლამდე - 5 წვეთი;

6-დან 12 წლამდე - 10 წვეთი. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება საძილე ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.