| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 შპრიცი |
| მოქმედი ნივთიერება | betamethasone |
დიპრომეტა
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
დიპრომეტა 5მგ/მლ+2მგ/მლ საინექციო სუსპენზია მზა შპრიცში
აქტიური შემადგენელი: ყოველი მლ საინექციო სუსპენზია შეიცავს 5მგ ბეტამეთაზონს (დიპროპიონატის სახით) და 2მგ ბეტამეთაზონს (ნატრიუმის ფოსფატის სახით).
ექსციპიენტები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218); პროპილპარაჰიროქსიბენზოატი (E216); ბენზილის სპირტი; მაკროგოლი 4000; ნატრიუმის კარმელოზა; დინატრიუმ ფოსფატის დოდეკაჰიდრატი; დინატრიუმ ედეტატი; ნატრიუმის ქლორიდი; პოლისორბატი 80; მარილმჟავას 1M ხსნარი; საინექციო წყალი.
ფარმაცევტული ფორმა:
საინექციო სუსპენზია
ინტრამუსკულური შეყვანა
დიპრომეტა ნაჩვენებია სხვადასხვა რევმატული დაავადების, დერმატოლოგიური, ალერგიული, კოლაგენური დაავადებების და კორტიკოსტეროიდებზე მორეაგირე სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ინტრაარტიკულური, პერიარტიკულური და რბილ ქსოვილებში შეყვანა
როგორც დამატებითი თერაპია ხანმოკლე მკურნალობისთვის (პაციენტებში მწვავე ეპიზოდებით ან გართულებების დროს) ოსტეოართრიტის რევმატოიდული ართრიტის დროს.
დაზიანების უბანში შეყვანა
დერმატოლოგიურ შემთხვევებში
ადგილობრივად დანიშნვა ქვედა კიდურში
დამატებითი თერაპიის სახით ხანმოკლე მკურნალობისთვის (პაციენტებიში მწვავე ეპიზოდებით ან გართულებისას) ბურსიტის დროს მყარი ან რბილი ბებერების ქვეშ, ბურსიტის დროს ქუსლის დეზისას, ფეხის ცერა თითის ბურსიტი, ფეხის ნეკა თითის ბურსიტი, სინოვიური ცისტა, მორტონის ნევრალგია (მეტატარსალგია); ტენოსინოვიტი, კუბოიდური პერიოსტიტი.
სპეციალური მდგომარეობები
ალერგიული მდგომარეობები
ასთმური სტატუსი, ქრონიკული ბრონქული ასთმა, სეზონური ან სრული წლის განმავლობაში მინდინარე რინიტი, მწვავე ალერგიული ბრონქიტი, კონტაქტური დერმატიტი, ატოპიური დერმატიტი, თივის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება, შრატისმიერი დაავადება, წამალზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მწერების ნაკბენები.
რევმატიული დარღვევები
ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ბურსიტი, ლუმბაგო, წელის რადიკულიტი, კოქციდინია, მწვავე პოდაგრული ართრიტი, კისერმრუდობა, ნერვული წნულის კისტა, მოძრაობის შემზღუდველი სპონდილიტი, რადიკულიტი, ექსოსტოსისი, ფასციიტი.
დერმატოლოგიური მდგომარეობები
ატოპიური დერმატიტი (მონეტისებური ეკზემა); ნეიროდერმიტი (სალტისებრი მარტივი ლიქენი); კონტაქტური დერმატიტი; მწვავე ფოტოდერმატიტი; ჭინჭრის ციება; ბრტყელი ლიქენი; დიაბეტური ლიპოიდური ნეკრობიოზი; ბუდობრივი გამელოტება; დისკოიდური წითელი მგლურა; ფსორიაზი; კელოიდები, ბუშტოვანა; ჰერპესული დერამტიტი; ცისტური აკნე.
კოლაგენური დაავადებები
გართულებისას ან შემანარჩუნებელი თერაპიის სახით გავრცელებული წითელი მგლურას ცალკეულ შემთხვევებში, კვანძოვანი პოლიარტერიტის, სკლეროდერმიის და დერმატომიოზიტის დროს.
ნეოპლატიური დაავადებები:
მოზრდილებში ლეიკემიის და ლიმფომების პალიატიური მკურნალობისთვის; ბავშვთა მწვავე ლეიკოზი.
სხვა მდგომარეობები
ადრენოგენიტალური სინდრომი; წყლულოვანი კოლიტი; რეგიონული ილეიტი; სპრუ; სისხლის კორტიკოსტეროიდ-დამოკიდებული ცვლილებები; ნეფრიტი; ნეფროზული სინდრომი.
პირველადი ან მეორადი ადრენოკორტიკული უკმარისობისას შეიძლება დიპრომეტას გამოყენება, მაგრამ ის უნდა შეივსოს მინერალოკორტიკოსტეროიდებით თუ კი ეს შესაძლებელია
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ!
დოზირება
დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე და მკურნალობის პერიოდი რაც შეიძლება ხანმოკლე.
საწყისი დოზა უნდა შენარჩუნდეს და დარეგულირდეს სანამ არ განვითარდება დამაკმაყოფილებელი შედეგი. თუ დამაკმაყოფილებელი კლინიკური შედეგი არ ვითარდება შესაბამის პერიოდში, დიპრომეტათი მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს სხვა შესაბამისი თერაპია.
დადებითი შედეგის მიღწევის შემდეგ უნდა განისაზღვროს საჭირო დოზირება, საწყისი დოზების დროის შესაბამისი ინტერვალებით შემცირებით, სანამ არ იქნება მიღწეული მიღებული კლინიკური შედეგის შესანარჩუნებლად საკმარისი ყველაზე მცირე დოზა.
გამოყენების მეთოდი
დიპრომეტა არ არის განკუთვნილი ინტრავენური და კანქვეშა შეყვანისთვის
სისტემური გამოყენება
სისტემური თერაპიისთვის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევებში იწყება 1 ან 2 მლ-ით და მეორდება საჭიროებისამებრ. მიიღება ღრმა ინტრამუსკულური (იმ) ინექციით დუნდულა კუნთში. დოზირება და მიღების სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმესა და თერაპიულ ეფექტზე.
მწვავე დაავადებების დროს, როგორიც არის ერითემატოზული მგლურა ან ასთმური სტატუსი, რომლის მოხსნაც მოხერხდა შესაბამისი სასიცოცხლო პროცედურებით, მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება საჭირო იყოს 2მლ.
დერმატოლოგიური მდგომარეობების დიდი უმრავლესობა პასუხობს კორტიკოსტეროიდების (იმ) ინექციაზე. დადგენილია, რომ 1მლ განმეორებითი (იმ) ინექცია, პასუხიდან გამომდინარე, არის საკმარისი.
სასუნთქი სისტემის დაავადებებში სიმპტომების შემსუბუქება განვითარდა 1მლ დიპრომეტას (იმ) ინექციიდან რამდენიმე საათში. ბრონქული ასთმის, თივის ცხელების, ალერგიული ბრონქიტის და ალერგიული რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლი მიღებულია დიპრომეტას 1-2 მლ-ით.
მწვავე ან ქრონიკული ბურსიტის მკურნალობისთვის კარგი შედეგები მიიღება დიპრომეტას 1-2მლ (იმ) ინექციით, გამეორება ხდება საჭიროებისამებრ.
ადგილობრივი გამოყენება
იშვიათად საჭიროა საანესთეზიო საშუალების თანმხლები გამოყენება (ინექციის დროს ტკივილი ფაქტიურად არ არის გამოხატული).
საჭიროა ისეთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავება რომლებიც შეიცავენ მეთილპარაბენს, პროპილპარაბენს, ფენოლს, და სხვ.
ეს სამკურნალწამლო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს (იხ. განყოფილება შეუთავსებლობა).
მწვავე ბურსიტის დროს: (სუბდელტოიდური, სუბაკრომიული და პრეპატელარული ბურსიტი):
დიპრომეტას 1-2მლ ინტრაბურსულ ინექციას შეუძლია ტკივილის შემცირება და მოძრაობის სრული დიაპაზონის აღდგენა რამდენიმე საათის განმავლობაში.
ქრონიკული ბურსიტის დროს:
მას შემდეგ რაც მოხდება მწვავე სიმპტომების კონტროლი, ქრონიკული ბურსიტის მკურნალობა შესაძლებელია შემცირებული დოზებით.
ტენოსინოვიტის, ტენდინიტის და პერიტენდინიტის დროს:
დიპრომეტას ერთმა ინექციამ მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. ამ მდგომარეობების ქრონიკული ფორმების დროს აუცილებელია ინექციის გამეორება პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
რევმატოიდული ართრიტი და ოსტეოართრიტი:
დიპრომეტას 0.5-2მლ სახსარშიდა დანიშნვა ახდენს რევმატოიდულ ართრიტთან და ოსტეოართრიტთან ასოცირებული ტკივილის, მტკივნეულობის და სიმყიფის შემსუბუქებას 2-4 საათის განმავლობაში. შემსუბუქების ხანგრძლივობა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ორივე დაავადების დროს, უმეტეს შემთხვევებში შეადგენს ოთხ ან მეტ კვირას. დიპრომეტას სახსარშიდა ინექცია კარგად აიტანება სახსრის და სახსარგარე ქსოვილების მიერ.
სახსარშიდა ინექციის რეკომენდებული დოზებია:
დიდი სახსრები (მაგ., მუხლის, ბარძაყის) – 1-2მლ
საშუალო სახსრები (მაგ., იდაყვის) – 0.5-1მლ
პატარა სახსრები (მაგ., მაჯის) – 0.25-0.5მლ
დერმატოლოგიური მდგომარეობების დროს:
დერმატოლოგიური მდგომარეობები პასუხობენ დაზიანების უბანში დიპრომეტას შეყვანაზე. ზოგიერთი დაზიანების პასუხი, რომლის პირდაპირი მკურნალობა ვერ ხერხდება, შეიძლება მიღწეული იყოს პრეპარატის მცირე სისტემური ეფექტით.
დაზიანების ადგილზე შეყვანით მკურნალობისას, რეკომენდებულია დიპრომეტას კანქვეშა დოზა 0.2მლ/სმ2, 26 ზომა ნემსის გამოყენებით. ყველა უბანში შეყვანილი დიპრომეტას საერთო რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს კვირაში 1მლ-ს.
ქვედა კიდურების დაავადებებისას, რომლებიც მგძნობიარეა კოტრიკოსტეროიდებზე:
ბურსიტის დროს ბებერების ქვეშ უნდა გაკეთდეს ორი თანმიმდევრობითი ინექცია, თითოეული 0.25მლ. ზოგიერთ პირობებში, მაგალითად რიგიდული ცერა თითი (ფეხის ცერა თითის მოხრის ადგილი დეფორმაცია), ნეკა თითის ვარუსი (ნეკა თითის შიდა გადახრა) და მწვავე პოდაგრული ართრიტი. შემსუბუქების დაწყება შეიძლება მოხდეს სწრაფად. შემთხვევათა უმეტეობაში გამოიყენება 25 ზომა ნემსი.
რეკომენდებყული დოზები და ინტერვალები დაახლოებით ერთი კვირისთვის:
ბურსიტი მყარი ან რბილი ბებერების ქვეშ 0.25 - 0.5 მლ;
ბურსიტი ქუსლის დეზის ქვეშ 0.5 მლ;
ბურსიტი რიგიდული ცერის ზევით 0.5 მლ;
ბურსიტი ნეკა თითის ვარუსის ზევით 0.5 მლ;
სინოვიური ცისტა 0.25 - 0.5 მლ;
მორტონის ნევრალგია (მეტატარსალგია) 0.25 - 0.5 მლ;
ტენოსინოვიტი 0.5 მლ;
კუბოიდური პერიოსტიტი 0.5 მლ;
მწვავე პოდაგრული ართრიტი 0.5 - 1 მლ.
- ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეთაზონის, სხვა კორტიკოსტეროიების ან ზემოაღნიშნული შემავსებლების მიმართ.
- სისტემური სოკოვანი ინფექციები.
- დიპრომეტა არ გამოიყენება ინტრამუსკულურად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა.
განსაკუთრბული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის:
დიპრომეტა განკუთვნილი არ არის ინტრავენური ან კანქვეშა მიღებისთვის.
დიპრომეტას გამოყენებისას აუცილებელია ასეპტიკის წესების მკაცრი დაცვა.
დიპრომეტა შეიცავს ბეტამეთაზონის ორ ეთერს, რომელთაგან ერთი- ნატრიუმის ბეტამეთაზონის ფოსფატი, სწრაფად ქრება ინექციის ადგილიდან. აქედან გამომდინარე ექიმმა პრეპარატის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს დიპრომეტას ამ ხსნადი ნაწილის სისტემური ეფექტის პოტენციალი.
სახსარშიდა ინექციისთვის საჭიროა იცოდეთ, რომ:
- სახსარშიდა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემური და ადგილობრივი ეფექტები.
- საჭიროა ნებისმიერი სასახსრე სითხის დათვალიერება, რომ გამოირიცხოს ინფიცირებული პროცესი.
- საჭიროა ადრე ინფიცირებულ სახსარში ადგილობრივი ინექციისთვის თავის არიდება.
- ტკივილის და ადგილობრივი შეშუპების გაძლიერება, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, ცხელება და შეუძლოდ ყოფნა მიუთითებს სეპტიკურ ართრიტზე. თუ დასტურდება სეფსისი, საჭიროა დაინიშნოს შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია.
- კორტიკოსტეროიდების ინექცია არ უნდა გაკეთდეს არასტაბილურ სახსარში, ინფიცირებულ ადგილზე ან მალთაშუა სივრცეში.
- ოსტეოართრიტულ სახსრებში განმეორებითმა ინექციამ შეიძლება გაზარდოს სახსრის დესქტრუქცია.
- უნდა მოერიდონ მყესებში კორტიკოსტეროიდების პირდაპირ ინექციას, რადგან მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს მყესის გაწყვეტა.
დიპრომეტა შეიცავს ბენზილის სპირტს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქციები და ანაფილაქტოიდური რეაქციები ჩვილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
დიპრომეტას გამოყენება დღენაკლულებში და ახალშობილებში არ შეიძლება.
დიპრომეტა შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს (E218) და პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატს (E216), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შეყოვნებული) და განსაკუთრებულ შემთხვევებში ბრონქოსპაზმი.
დიაბეტით დაავადებულებში ბეტამეთაზონის გამოყენება შეიძლება მხოლოდ დროის ხანმოკლე პერიოდით, მკაცრი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, მისი გლუკოკორტიკოიდული თვისებების გათვალისწინებით (ცილების ტრანსფორმაცია გლუკოზად).
თუ კორტიკოსტეროიდები დანიშნულია პაციენტში ლატენტური ტუბერკულოზით ან ტუბერკულინის რეაქტიულობით, აუცილებელია ყურადღებიანი დაკვირვება, რადგანაც შესაძლებელია დაავადების რეაქტივაცია. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას პაციენტებს ესაჭიროებათ ქიმიოპროფილაქტიკა.
თუ ქიმიოპროფილაქტიკის პროგრამაში გამოიყენება რიფამპიცინი, საჭიროა კორტიკოსტეროიდების ღვიძლისმიერ მეტაბოლურ კლირენსზე მისი ეფექტის განხილვა: შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დოზირების რეგულირება.
რადგან კორსიკოსტეროიდების მიღებამ შეიძლება დაარღვიოს ზრდის პროცესი და გამოიწვიოს ენდოგენური კორტიკსოტეროიდების პროდუქციის ინჰიბირება ჩვილებსა და ბავშვებში, საჭიროა იმ პაციენტების ზრდის და განვითარების ინტენსიური შეფასება, რომლებიც ხანგრძლივ თერაპიას იტარებენ.
კორტიკოსტეროიდები ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მოქმედებდეს სპერმატოზოიდების მობილობაზე და რაოდენობაზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
ფენობარბიტალის, რიფამპიცინის, ფენიტოინის ან ეფედრინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმი, აქედან გამომდინარე შეამციროს თერაპიული ეფექტი.
კორტიკოსტეროდებით თერაპიის დროს პაციენტებმა არ უნდა ჩაიტარონ ყვავილზე ვაქცინაცია. სხვა იმუნიზაციის პროცედურები არ უნდა ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს იღებენ (განსაკუთრებით მაღალი დოზით), რადგან არსებობს ნევროლოგიური გართულებების და ანტისხეულების საპასუხო რეაქციის ნაკლებობის პოტენციური საფრთხე. თუმცა იმუნიზაციის პროცედურები შეიძლება ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს ჩანაცვლებითი თერაპიის სახით, მაგ., ადისონის დაავადების დროს.
კორტიკოსტეროიდების და თიაზიდური დიურეზული საშუალებების კობმინაცია ზრდის გლუკოზისადმი ინტოლერანტობის რისკს.
კორტიკოსტეროდების ჭარბი ეფექტები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდს და ესტროგენს ერთდროულად.
საგულე გლიკოზიდებთან ერთად კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს არითმიის შესაძლებლობა ან სათითურას ტოქსიკურობა, რომელიც დაკავშირებულია ჰიპოკალიემიასთან. კალიუმის გამომყოფ შარდმდენებთან ერთად კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ჰიპოკალიემია; ამ შემთხვევაში აუცილებელია კალიუმის დოზის განსაზღვრა. კორტიკოსტეროიდები შეიძლება აძლიერებდეს კალიუმის გამოყოფას, რომელიც გამოწვეულია ამფოტერიცინ B-თი. ყველა პაციენტში, რომელიც იღებს ამ პრეპარატების კომბინაციას, საჭიროა შრატში ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის დონის ინტენსიური მონიტორინგი.
კორტიკოსტეროიდების კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებნთან ერთად მიღებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ანტიკოაგულაციური ეფექტი, შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის ცვლილება. პაციენტებმა, რომლებიც ანტიკაოგულანტებს იღებენ გლუკოკორტიკოიდებთან ერთად, უნდა გაითვალისწინონ კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გასტროინტესტინური წყლული ან ნაწლავის ჰემორაგიის მომატებული რისკი.
კორტიკოსტეროიდები შეიძლება აქვეითებდეს სალიცილატის პლაზმურ დონეს. კორტიკოსტეროიდების დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში, პაციენტებში უნდა შემოწმდეს სალიცილიზმი. სალიცილატებთან გლუკოკორტიკოიდების კავშირმა შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური წყლულის სიხშირე და სიმწვავე.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ან ალკოჰოლის გლუკოკორტიკოიდებთან კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური წყლულის განვითარების რისკი ან სიმწვავე.
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში შეიძლება აუცილებელი გახდეს ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების ან ინსულინის დოზის ცვლილება, გლუკოკორტიკოიდების შინაგანი ჰიპერგლიკემიური ეფექტის გათვალისწინებით.
გლუკოკორტიკოიდებთან კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს სომატოტროპინისადმი საპასუხო რეაქციების ინჰიბირება.
სომატოტროპინის გამოყენებისას ბეტამეთაზონის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 300-450მკგ (0.3-0.45მგ)/მ2–ს სხეულის ზედაპირზე დღეში.
გავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე:
კორტიკოსტეროიდები შეიძლება მოქმედებდეს ნიტრო ლურჯ ტეტრაზოლიუმის ტესტზე, ბაქტერიული ინფექციის დროს და გამოიწვიოს ცრუ-უარყოფითი შედეგები.
კორტიკოთერაპია უნდა გაითვალისწინონ ბიოლოგიური ტესტების და პარამეტრების მთელი სერიების ინტერპრეტაციისას (მაგ., კანის ტესტები, თირეოიდული ჰორმონების დონე).
ფერტილობა ორსულობა, და ლაქტაცია
ორსულობა
კორტიკოსტეროიდების პრენატალურ პერიოდში დანიშვნის დროს, უნდა შეფასდეს დადებითი და უარყოფითი მხარეები და კლინიკური სარგებელი უნდა შედარდეს გვერდით ეფექტებთან (ზრდის ინჰიბირების და ინფექციის რისკის მომატების ჩათვლით).
ჰიპოადრენალიზმის ნიშნების გამოსავლენად, საჭიროა იმ ქალების ჩვილებზე ინტენსიური დაკვირვება, რომლებიც ორსულობის დროს იღებდნენ კორტიკოსტეროიდების მნიშვნელოვან დოზებს.
ლაქტაცია:
კორტიკოსტეროიდები გადის პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა ლაქტატში.
ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში დიპრომეტას არასასურველი ეფექტების პოტენციალის გამო, უნდა შეწყდეს ან ლაქტაცია ან პრეპარტით მკურნალობა, დედისთვის მისი მნიშვნელობის მიხევით.
ფერტილობა
კორტიკოსტეროიდები ზოგიერთ პაციენტში შეიძლება მოქმედებდეს სპერმატოზოიდების მობილობაზე და რაოდენობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
მაღალი დოზის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო ცენტრალურ ეფექტებთან მიმართებაში (ეიფორია, უძილობა) და მხედველობის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
არასასურველი ეფექტები:
აღსანიშნავია კორტიკოსტეროიდების შემდეგი ზოგადი გვერდითი ეფექტები:
დარღვევები სითხის და ელექტროლიტების მხრივ
ნატრიუმის შეკავება
კალიუმის დაკარგვა
ჰიპოკალიემიური ალკალოზი
სითხის შეკავება
გულის შეგუბებითი უკმარისობა მიდრეკილ პაციენტებში
ჰიპერტენზია
ძვალკუნთოვანი
კუნთების სისუსტე
კუნთოვანი მასის დაკარგვა
მიასთენიური სიმპტომების გაუარესება, მიასთენია გრავის სიმპტომი
ოსტეოპოროზი, ზოგჯერ ძვლის ინტენსიური ტკივილით და სპონტანური მოტეხილობით (ვერტებრული კომპრესიული მოტეხილობა)
ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (ბარძაყის და მხრის ძვლის თავები)
მყესის გაწყვეტა
სტეროიდული მიოპათია
პათოლოგიური მოტეხილობა
სახსრების არასტაბილურობა
დერმატოლოგიური
კანის ატროფია
ჭრილობის შეხორცების შეფერხება
თხელი მგრძნობიარე კანი
პეტექიები
ეკქიმოზი
ალერგიული დერმატიტი
ანგიონევროზული შეშუპება
სახის ერითემა
მომატებული ოფლიანობა
ურტიკარია
გასტროინტესტინური
პეპტიური წყლული შემდგომი შესაძლო პერფორაციით და ჰემორაგიით
პანკრეატიტი
მუცლის დაჭიმულობა
ნაწლავის პერფორაცია
წყლულოვანი ეზოფაგიტი
ღებინება
გულისრევა
ნევროლოგიური
კონვულსიები
ვერტიგო
თავის ტკივილი
მომატებული ქალასშიდა წნევა პაპილედემით (ტვინის ფსევდოტუმორი)
ფსიქიატრული
ეიფორია
ხასიათის ლაბილობა
პერსონალური ცვლილებები და მწვავე დეპრესია
მომატებული გაღიზიანება
უძილობა
ფსიქოზური გამოვლინება, განსაკუთრებით ფსიქიატრული ანამნეზის მქონე პაციენტებში
დეპრესია
ოფთალმოლოგიური
მომატებული თვალშიდა წნევა (ტვინის ფსევდოტუმორი: იხ. ნევროლოგიური)
გლაუკომა
უკანა სუბკაფსულური კატარაქტა
ეგზოფთალმი
ენდოკრინული
კუშინგის დაავადების კლინიკური სიმპტომატოლოგია
მენსტრუალური დარღვევები
ინსულინზე ან ორალურ ჰიპოგლიკემიურ აგენტებზე გაზრდილი მოთხოვნილება დიაბეტის დროს.
ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ან ბავშვის ზრდის დათრგუნვა
ნახშირწყლებისადმი ტოლერატობის დაქვეითება
ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინება
მეორადი ადრენოკორტიკალური და ჰიპოფიზური უპასუხობა, განსაკუთრებით სტრესის დროს, როგორიცაა ტრავმა, ოპერაცია ან ავადმყოფობა.
მეტაბოლური
აზოტის უარყოფითი ბალანსი, ცილების კატაბოლიზმის გამო
ლიპომატოზი
წონის მატება
იმუნური სისტემის დარღვევები
კორტიკოსტეროიდები შეიძლება თრგუნავდეს რეაქციებს კანის ტესტებზე, ნიღბავდეს ინფექციების ნიშნებს, ააქტიურებდეს ლატენტურ ინფექციებს და ამცირებდეს ინფექციებისადმი რეზისტენტობას, განსაკუთრებით მიკობაქტერიების, ტუბერკულოზის, ჩანდიდა ალბიცანს და ვირუსებისადმი.
სხვა
ანაფილაქსიური ან ალერგიული რეაქციები, ჰიპოტენზიური რეაქციები ან შოკის მსგავსი რეაქციები.
კორტიკოსტეროიდების პარენტერულ გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი გვერდითი რეაქციები
სიბრმავის იშვიათი შემთხვევები, რაც დაკავშირებულია შიდა დაზიანების თერაპიასთან სახის და თავის მიდამოში
ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია
კანქვეშა და კანის ატროფია
სტერილური აბსცესი
პოსტინექციური ანთება (ინტრა-არტიკულარული გამოყენების შემდეგ)
შარკოს მსგავსი ართროპათია
ჭარბი დოზირება:
გლუკოკორტიკოიდებით (ბეტამეთაზონის ჩათვლით) მწვავე ჭარბი დოზირება არ იწვევს სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებს.
ყველაზე ექსტრიმალური დოზების გამოკლებით, გკლუკოკორტიკოსტეროიდების რამდენიმე დღის განმავლობაში ჭარბი მიღებაც კი არ გამოიწვევს საზიანო შედეგებს, კონკრეტული უკუჩვენებების არ არსებობისას, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, გლაუკომით ან აქტიური პეპტიური წყლულით ან ისეთი პრეპარატების მიმღებ პაციენტებში, როგორიც არის სათითურა, კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები ან კალიუმის გამომყოფი სხვა დიურეტიკები.
დიპრომეტას დოზის გადაჭარბებისას, საჭიროა სითხის ადეკვატური მიღების შენარჩუნება და შრატში და შარდში ელექტროლიტების მონიტორინგი, განსაკუთრებით საყურადღებოა ნატრიუმის და კალიუმის ბალანსი. საჭიროებისას უნდა მოხდეს ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა.
შეუთავსებლობა:
შეთავსებადობის კვლევების არ არსებობის გამო ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეურიონ სხვა პროდუქტებს.
შენახვის ვადა:
2 წელი
განსაკუთრებული უსაფთხოების ზომები შენახვისთვის:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მზა შპრიცი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
1მლ საინექციო სუსპენზიის შემცველი უფერო შუშის მზა შპრიცი დგუშით და დგუშის ღერძით.
შეფუთვაში 1 მზა შპრიცი.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები განადგურებისა და შენახვისთვის:
მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით