| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 20 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | meloxicam |
| დოზა | 15მგ |
მოვალისი 15 მგ ტაბლეტები
მელოქსიკამი
პრეპარტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გაუწევთ სხვას რეკომენდაციას მისი გამოყენების შესახებ. პრეპრატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.
- თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, იხ. პუნქტი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რას წარმოადგენს მოვალისი და რისთვის გამოიყენება?
2. ინფორმაცია მოვალისის გამოყენებამდე.
3. მოვალისის გამოყენების წესი.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. მოვალისის შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
1. რას წარმოადგენს მოვალისი და რისთვის გამოიყენება?
მოვალისი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას მელოქსიკამს. მელოქსიკამი მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (აასპ), რომლებიც გამოიყენება სახსრებში და კუნთებში ანთებითი პროცესების და ტკივილის შესამსუბუქებლად.
მოვალისი გამოიყენება:
- ოსტეოართრიტის ტკივილების ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობისათვის (ართრიტი, სახსრების დეგენერაციული დაავადებები)
- რევმატოიდული ართრიტის ხანგრძლივი სიმპტომური მკურნალობისათვის.
- მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის ხანგრძლივი სიმპტომური მკურნალობისათვის (ცნობილია, როგორც ბეხტერევის დაავადება).
იხილეთ ბლოგი: მოვალისი — რისი წამალია ის და როგორ გამოიყენება
2. ინფორმაცია მოვალისის გამოყენებამდე
არ შეიძლება მოვალისის გამოყენება:
- ორსულობის ბოლო ტრიმესტრის პერიოდში
- ბავშვებში ან 16 წლამდე ასაკის მოზარდებში
- თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მელოქსიკამის მიმართ
- თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ასპირინის და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ
- თუ აღინიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოვალისის ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი 6 ,,დამატებითი ინფორმაციები” დამხმარე ინგრედიენტების შესახებ).
- თუ Aასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების შემდეგ აღინიშნა შემდეგი სიმპტომები:
- ქოშინი, მკერდის სივიწროვის შეგრძნება, სუნთქვის გართულება (ასთმა).
- ცხვირის შეგუბება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთების გამო (ცხვირის პოლიპები);
- გამონაყარი და ჭინჭრის ცხელება,
- კანის ან ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება, როგორიცაა თვალების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს და ყელის შეშუპება, ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გართულება (კვინკეს შეშუპება).
- თუ აასპ-ს გამოყენების შემდეგ აღინიშნა ან ცოტა ხნის წინ გამოვლინდა:
- კუჭის ან ნაწლავის სისხლდენა
- კუჭის და ნაწლავის პერფორაცია
- კუჭის ან ნაწლავის წყლული და სისხლდენა.
- თუ ცოტა ხნის წინ აღინიშნა ან ვლინდება კუჭის წყლულოვანი დაავადება ან კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლდენა (თუ წყლული და სისხლდენა განმეორდება მინიმუმ ორჯერ).
- თუ აღინიშნება ღვიძლის სერიოზული დარღვევები.
- თუ აღინიშნება თირკმლის რთული დარღვევები და გესაჭიროებათ დიალიზი.
- თუ ცოტა ხნის წინ აღინიშნა თავის ტვინის სისხლჩაქცევა (ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა)
- თუ აღინიშნა სისხლის შედედების ნებისმიერი სახის დარღვევა
- თუ აღინიშნება გულის რთული უკმარისობა
- თუ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი სახის შაქრის მიმართ, რადგან ეს პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას (იხ. პუნქტი ,,მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოვალისის შემადგენელი ინგრედიენტების შესახებ”).
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ აღნიშნული სიტუაციიდან რომელიმე აღინიშნება თქვენს შემთვევაში.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მოვალისის გამოყენების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილებები
მედიკამენტების გამოყენებამ, როგორიცაა მოვალისი, შესაძლოა გამოიწვიოს ინფარქტის (მიოკარდის ინფარქტი) ან ინსულტის (აპოპლექსიური შეტევა) გამოვლენის რისკის გაზრდა. ნებისმიერი რისკ-ფაქტორი კავშირშია მაღალი დოზირების გამოყენებასთან და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობასთან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას. მოვალისი არ გამოიყენოთ მეტი ხანგრძლივობით, ვიდრე დაგინიშნათ ექიმმა (იხ. პუნქტი 3 ,, მოვალისის გამოყენების წესი”).
თუ აღინიშნება კარდიალური დარღვევები, ცერებრო-ვასკულარული დარღვევები ან არსებობს მათი გამოვლენის რისკი, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის მკურნალობის დაწყებამდე. მაგალითად, თუ აღინიშნება:
- სისხლის მაღალი წნევა (არტერიული ჰიპერტონია)
- სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი)
- სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე (ჰიპერქოლესტერინემია)
- თუ ხართ მწეველი.
თუ აღინიშნა სერიოზული ალერგიული რეაქციები, მაშინ უნდა შეწყდეს მოვალისის გამოყენება გამონაყარის, რბილი ქსოვილის (ლორწოვანი გარსის) დაზიანების ან ალერგიის პირველივე ნიშნების გამოვლენისას. უნდა შეწყვიტოთ მოვალისის გამოყენება დაუყონებლივ, თუ აღინიშნება სისხლდენა (შავი ფერის განავალი) ან კუჭ-ნაწლავის არეში სისხლჩაქცევა (მუცლის არეში ტკივილი).
მოვალისის გამოყენება არ არის ნაჩვენები მწვავე ტკივილების სამკურნადლოდ.
მოვალისმა შესაძლოა დაფაროს ინფექციის სიმპტომები (მაგ., ცხელება). თუ ეჭვობთ, რომ შესაძლოა აღინიშნებოდეს ინფექცია, უნდა მიმართოთ ექიმს.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
უნდა მიმართოთ ექიმს მოვალისის ტაბლეტების გამოყენებამდე, რომელმაც შესაძლოა მოახდინოს მკურნალობის კორექცია, თუ აღინიშნება:
- ყელის ტკივილი (ფარინგიტი), კუჭის (გასტრიტი) ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნებისმიერი დაავადება, მაგ., კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი.
- თუ აღინიშნება სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტონია).
- ხანდაზმულობის ასაკი,
- თუ აღინიშნება გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები.
- სისხლში შაქრის მაღალი დონე (შაქრიანი დიაბეტი)
- სისხლის მოცულობის შემცირება (ჰიპოვოლემია), რაც ვლინდება სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის შედეგად, დამწვრობის, ქირურგიული ჩარევის შედეგად) ან სითხის ნაკლებობა.
- თუ აღინიშნება სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც წინასწარ უნდა დადგინდეს ექიმის გამოკვლევის შედეგად.
ექიმმა უნდა გააკონტროლოს მკურნალობის შედეგები მკურნალობის პერიოდში.
მოვალისის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი სახის სხვა სამკურნალო საშუალება, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატებიც, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს მკურნალობის დაწყებამდე, რადგან მოვალისმა შესალოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების ეფექტურობაზე ან შესალებელია სხვა პრეპარატებმა იმოქმედონ მოვალისზე.
კერძოდ, უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ ან იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
- სხვა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ), მათ შორის ასპირინი.
- სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (ანტიკოაგულურები).
- ანტითრომბოზული საშუალებები (თრომბოლიზურები)
- გულის და თირკმელების სამკურნალო საშუალებები
- კორტიკოსტეროიდულები (მაგ., ანთებების ან ალერგიული რეაქციების სამკურნალო საშუალებები)
- ციკლოსპორინები, რომლებიც გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ ან კანის რთული დაავადებებისას, რევმატოიდული ართრიტისას ან ნეფროტოქსიური სინდრომისას
- ნებისმეირი სახის დიურეზულები (გამოიყენება სითხის შეკავების სამკურნალოდ). ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს ანალიზი, თირკმლის ფუნქციის დასადგენად, თუ იღებთ დიურეზულებს.
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ (მაგ., ბეტა-ბლოკატორები)
- ლითიუმი, გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ
- სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები - პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.
- მეტოტრექსატი, გამოიყენება კიბოს ან კანის რთული დაავადებებისას და რევმატოიდული ართრიტის არაკონტროლირებადი შეტევისას.
- ქოლესტერამინი, გამოიყენება სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.
- თუ ქალი პაციენტი იყენებს საშვილოსნოშიდა კონტრაცეპტულ საშუალებებს (DIU), რომელიც ცნობილია, როგორც საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივები.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს გამოიყენეთ ან აპირებთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მიღებას.
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, თუ ეჭვობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ორსულობა
თუ დაორსულდებით მოვალისის მიღების პერიოდში უნდა აცნობოთ ექიმს. ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია ექიმმა დანიშნოს ეს მედიკამენტი აუცილებლობის შემთხვევაში. ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება, რადგან მოვალისმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს, განსაკუთრებით გულისა და ფილტვების ან თირკმელების დარღვევების მხრივ, მათ შორის ერთჯერადი გამოყენების დროსაც კი.
ლაქტაციის პერიოდი
ამ მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.
ფერტილობა
თუ გეგმავთ ორსულობას უნდა შეწყვიტოთ მოვალისის გამოყენება. უნდა აცნობოთ ექიმს, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე.
ზეგავლენა ავტომობილების და მექანიზმების მართვის უნარზე
ამ მედიკამენტის გამოყენების პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის დაბიდნვა, მათ შორის არამკვეთრი მხედველობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები. თუ გამოვლინდება მსგავსი სიმპტომები, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.
მოვალისის ტაბლეტები შეიცავენ რძის შაქარს (ლაქტოზას). თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გახასიათებთ აუტანლობა ნებისმიერი შაქრის მიმართ, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
3. მოვალისის გამოყენების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზირება შეადგენს:
მწვავე ოსტეოართრიტი
7,5 მგ დღეში (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთჯერ. დოზირების გაზრდა შესაძლბელია 15 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთჯერ.
რევმატოიდული პოლიართრიტი
15 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთჯერ. დოზირების შემცირება შესაძლებელია 7,5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში ერთჯერ.
მაანკილიზირებელი სპონდილოართრიტი
15 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთჯერ. დოზირების შემცირება შესაძლებელია 7,5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) დღეში.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით კვების დროს.
არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ 15 მგ დოზირებას.
თუ თქვენ შეგესაბამებად პუნქტში ,,საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე მოვალისის გამოყენებისას” აღნიშნული ნებისმიერი მდგომარეობა, მაშინ ექიმი შეამცირებს დოზირებას 7,5 მგ-მდე (ნახევარი ტაბლეტი) დღეში.
მოვალისის გამოყენება არ შეიძლება 16 წლამდე ასაკის მოზარდებში და ბავშვებში.
თუ ფიქრობთ, რომ მოვალისსი ეფექტი ძალიან ძლიერი ან პირიქით სუსტია ან თუ რამოდენიმე დღის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესება, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ მოვალისის ტაბლეტების ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ მოვალისის ტაბლეტების ზედმეტი რაოდენობა ან არსებობს ზედოზირებით გამოყენების ეჭვი, უნდა მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას.
აასპ-ს ზედოზირების სიმპტომები შესაძლოა იყოს:
- სისუსტე (ლეტარგია)
- ძილიანობა
- ღებინება და გულისრევა
- მუცლის ტკივილი (ეპიგასტრალურ არეში)
როგორც წესი, ეს სიმპტომები ქრება მოვალისის მიღების შეწყვეტის შემდეგ. შესაძლოა აღინიშნოს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის არეში (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა).
ზედოზირების შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტების გამწვავება (იხ. პუნქტი 4):
- არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტონია)
- თირკმლის მწვავე უკმარისობა
- ღვიძლის უკმარისობა
- სუნთქვის გართულება / დათრგუნვა ან სუნთქვის გაჩერება (სუნთქვის დათრგუნვა).
- გონების დაკარგვა (კომა)
- შეტევები (კრუნჩხვები)
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა (სისხლძარღვების კოლაფსი)
- გულის გაჩერება (გულის შეტევა)
- დაუყონებლივი ტიპის ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), მათ შორის:
- გულყრა.
- ქოშინი
- კანის რეაქციები
თუ გამოტოვეთ მოვალისის რეკომენდებული დოზა
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზირების კომპენსირების მიზნით.
განაგრძეთ პრეპარატის მიღება რეკომენდებული რეჟიმის მიხედვით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში აღნიშნული მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
მოვალისის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე კლინიკას, თუ შეინიშნება:
ნებისმიერი სახის ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), რაც შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახით:
- კანის რეაქციები, როგორიცაა ქავილი, ვეზიკულური გამონაყარი ან კანის აქერვლა, რაც შესაძლოა იყოს სერიოზული დონის (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), რბილი ქსოვილის დაზიანება (ლორწოვანი გარსისი დაზიანება) ან მრავალფორმიანი ერითემა.
ერითემა წარმოადგენს სერიოზულ ალერგიული რეაქციას, რაც იწვევს კანის დაზიანებას, სიწითლეს ან იისფრად შეფერილობას, რასაც შესაძლოა ახლდეს ბუშტუკები.
- კანის ან ლორწოვანი გარსის შეშუპება, როგორიცაა თვალების, სახის ან ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გართულება, ხელის და ფეხის გულების შეშუპება (კიდურების შეშუპება).
- ქოშინი ან ბრონქული სპაზმი
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის). ამ დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა:
- კანის და თვალების სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე)
- მუცლის ტკივილი
- მადის დაკარგვა
არასასურველი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, კერძოდ:
- სისხლდენა (რაც ვლინდება მუქი ფერის განავალით)
- საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლული (ვლინდება მუცლის ტკივილით).
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა (კუჭ-ნაწლავის სისხლდენა), საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლული ან კედლების დაზიანება (პერფორაცია), რაც შესაძლოა ზოგჯერ იყოს სერიოზული სახის და დასრულდეს ლეტალურად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
თუ წარსულში აღინიშნებოდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი სახის გართულება აასპ-ს გამოყენების შემდეგ, უნდა მიმართოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ პაციენტი არის ხანდაზმულ ასაკში. ექიმი გააკონტროლებს მკურნალობის მიმდინარეობას.
თუ აღინიშნება მსგავსი სიმპტომები არ უნდა მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.
ხშირი გვერდითი ეფექტები ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას (აასპ).
აასპ-ს გამოყენება შესაძლოა კავშირში იყოს არტერიული წნევის მომატებასთან (ოკლუზიური ეფექტები), მაგალითად გულის შეტევების (მიოკარდის ინფარქტი) ან ინსულტის (აპოპლექსია) რისკის გაზრდასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზირების გამოყენებისას და ხანგრძლივი მკურნალობისას.
აასპ-ს გამოყენებისას აღინიშნა სითხის შეკავება (შეშუპება), არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტონია) და გულის შეტევები (გულის უკმარისობა).
ყველაზე ხშირი ეფექტები აღინიშნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
- კუჭის და წვრილი ნაწლავების ანთება (წყლული/გასტროდუოდენალური მოვლენები)
- ნაწლავის კედლის დაზიანება (პერფორაცია) ან სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან (ზოგჯერ ლეტალური შედეგით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში).
აასპ-ს გამოყენების შემდეგ ყველაზე ხშირად აღინიშნა შემდეგი ეფექტები:
- ღებინება და გულისრევა
- დიარეა (ფაღარათი)
- მეტეორიზმი
- ყაბზობა
- კუჭის დარღვევები (დისპეფსია)
- მუცლის ტკივილი
- განავლის მუქად შეფერილობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის გამო (მელენა)
- სისხლიანი ღებინება (ჰემატომეზისი)
- პირის ღრუს დაწყლულება (წყლულოვანი სტომატიტი)
- ნაწლავური ანთებითი დაავადებები სგამწვავება (კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება)
ყველაზე იშვიათად აღინიშნა კუჭის ანთება (გასტრიტი).
გვერდითი ეფექტები, რომლებიც ვლინდება მოვალისის აქტიური ნივთიერების მელოქსიკამის გამოყენების შედეგად
ძალიან ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე მეტში
- კუჭის დარღვევები (დისპეფსია)
- ღებინება და გულისრევა
- მუცლის ტკივილი
- ყაბზობა
- მეტეორიზმი
- ფაღარათი (დიარეა)
ხშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-დან 10-ში:
- თავის ტკივილი
არახშირი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1- დან 10-ში
- გულყრა (გონების დაბინდვა)
- თავბრუსხვევა ან ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
- ძილიანობა
- ანემია (სისხლში ჰემოგლობინის, წითელი უჯრედების შემცირება)
- არტერიული წნევის მომატება (ჰიპერტონია)
- სისხლის მიწოლა (სახის ან კისრის არეში სიწითლე)
- ნატრიუმის და წყლის შეკავება
- კალიუმის დონის მომატება (ჰიპერკალიემია). ამ ეფექტმა შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა:
- გულის რითმის ცვლილებები (არითმია)
- პალპიტაცია (გულისცემის ძლიერი შეგრძნება)
- კუნთების სისუსტე
- ბოყინი
- კუჭის ანთება (გასტრიტი)
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
- პირის ღრუს ანთება (სტომატიტი)
- დაუყონებლივი ტიპის ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა)
- ქავილი (კანის ქავილი)
- გამონაყარი
- შეშუპება სითხის შეკავების გამო (ოდემა), მათ შორის ხელისა და ფეხის გულების (კიდურების შეშუპება)
- კანის ან ლორწოვანი გარსის უეცარი შეშუპება, როგორიცაა Yთვალების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გართულება (ანგიონევროზული შეშუპება).
- ღვიძლის ფუნქციის გარდამავალი დარღვევა (მაგ., ღვიძლის ფერმენტების, ტრანსამინაზების მომატება ან ნაღვლის პიგმენტების, ბილირუბინის მომატება). ექიმმა უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი მათი დონის დადგენის მიზნით.
- თირკმლის ლაბორატორიული ანალიზების ცვლილებები, (მაგ., კრეატინინის ან შარდოვანას დონის მომატება)
იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-დან 10-მდე
- ხასიათის ცვლილება
- კოშმარული სიზმრები
- სისხლის ანომალიური ანალიზი
- სისხლის კომპონენტების ანომალია
- სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ლეიკოპენია)
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციების რისკის გაზრდა და ისეთი სიმპტომების გამოვლენა, როგორიცაა სისხლდენა ცხვირიდან ან სისხლჩაქცევები.
- შუილი ყურებში (ტინიტუსი)
- ძლიერი გულისცემის შეგრძნება (გახშირებული გულისცემა)
- კუჭის ან წვრილი ნაწლავის წყლული (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული)
- საყლაპავის ანთება (ეზოფაგიტი)
- ბრონქული ასთმა (პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ ალერგია ასპირინზე ან სხვა აასპ-ზე)
- კანის რთული ვეზიკულური დაავადება ან აქერცვლა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი)
- ჭინჭრის ცხელება
- მხედველობის დარღვევები, მათ შორის:
- მხედველობის დაბინდვა
- კონიუქტივიტი (ქუთუთოების და თვალის გარსის ანთება)
- ნაწლავის ანთება (კოლიტი)
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში
- კანზე ბუშტუკების გამოვლენა (ბულოზური რეაქცია) და ერითემა. ერითემა წარმოადგენს სერიოზულ ალერგიულ რეაქციას, რაც ვლინდება კანზე ლაქების სახით, შეშუპებით ან წითელი და იისფერი ლაქების სახით, წყლულოვანი ბუშტუკებიანი გამონაყარით. ასევე ვლინდება პირის ღრუში, თვალებზე და სხვა რბილ ქსოვილზე.
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტის). შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა:
- კანის და თვალების სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე)
- მუცლის ტკივილი
- მადის დაკარგვა
- თირკმლის მწვავე უკმარისობა (თირკმლის ფუნქციის დარღვევა), განსაკუთრებით პაციენტებში რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა გულის დაავადება, დიაბეტი ან თირკმელების დაავადება
- ნაწლავის კედლის დაზიანება (პერფორაცია)
უცნობია სიხშირე (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის დადგენა)
- დაბნეულობა
- დეზორიენტაცია
- სუნთქვის გართულება და კანის რეაქციები (ანაფილასია/ანაფილაქტორიდური რეაქციები), გამონაყარი, გამოწვეული მზის სხივების ზემოქმედებით (სინათლის მიმართ მგრძნობელობა).
- გულის გაჩერება (გულის უკმარისობა) აღინიშნა აასპ-ს გამოყენებისას
- სისხლის თეთრი უჯრედების სრული გაქრობა (აგრანულოციტოზი), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც იღებენ მოვალისს სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც იწვევენ ძვლის ტვინის დათრგუნვის რისკს (მიელოტოქსიური მედიკამენტები). შესაძლოა გამოიწვიონ:
- უეცარი ცხელება
- ყელის ტკივილი
- ინფექციები
გვერდითი ეფექტები, რომლებიც გამოწვეულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) გამოყენების შედეგად, თუმცა არ დაფიქსირებულა მოვალისის გამოყენების შემდეგ
თირკმლის სტრუქტურის ცვლილებები, რომლებიც იწვევენ თირკმლის მწვავე უკმარისობას:
- ძალიან იშვიათ შემთხვევებში თირკმლის ანთება (ინტერსტიციალური ნეფრიტი)
- თირკმლის უჯრედის კვდომა (მწვავე ტუბულარული და პაპილარული ნეკროზი)
- ცილები შარდში (პროტეინურია, ნეფროზული სინდრომი).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოველენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუყწობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
5. მოვალისის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
მოვალისის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს მოვალისი
- აქტიური ნივთიერება არის მელოქსიკამი. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 15მგ მელოქსიკამს.
- დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ციტრატი, ლატოზას მონოჰიდრატი, მიკრიკრისტალური ცელულოზა, პოლივიდონი, კაჟბადის დიოქსიდი უწყლო კოლოიდური, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.
მოვალისის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
მოვალისის 15 მგ ტაბლეტები არის მრგვალი ფორმის ტაბლეტები, ყვითელი ფერის, ერთ მხარეზე კომპანიის ლოგოტიპით და მეორე მხარეზე კოდით. ყოველ ტაბლეტს გააჩნია გამყოფი ნაზოლი. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ თანაბარ ნაწილად.
შეფუთვა შეიცავს ერთ ან 2 პვქ/პვდქ/ალ ბლისტერს 10 ტაბლეტით.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს რეალიზაციაში.