აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კეტოროლაკი - Ketorolak 10მგ 20 ტაბლეტი

#106873_3154
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა ბანგლადეში
რაოდენობა და ფორმა20 ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაketorolac
მოკლე აღწერა
კეტოროლაკის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში მწვავე ტკივილის სამკურნალოდ.
13.08₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

კეტოროლაკი

KETOROLAC

სამედიცინო პროდუქტის დასახელება

კეტოროლაკი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები. 

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

კეტოროლაკის ტრომეთამინი USP 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, პოლივინილ პიროლიდონი, გასუფთავებული წყალი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი; შემომგარსავი ნივთიერებები: Sheff Coat PVA (პოლივინილის სპირტი, ლეციტინი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი), Apple Green Color.

ფარმაცევტული ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდები.

ძმარმჟავას წარმოებული და მასთან დაკავშირებული ნივთიერებები. კეტოროლაკი.

ათქ კოდი: M01AB15.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კეტოროლაკი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (აასპ), რომელიც ავლენს ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. კეტოროლაკის მოქმედების მექანიზმი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ბოლომდე არ არის ცნობილი, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. კეტოროლაკი არის არასელექციური ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას  ინჰიბიტორი.

კეტოროლაკს არ გააჩნია სედაციური ან ანქსიოლიზური თვისებები. კეტოროლაკის მაქსიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვლინდება 2-დან 3 საათამდე და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება კეტოროლაკის რეკომენდებული დოზირების დიაპაზონში. ყველაზე დიდი განსხვავება კეტოროლაკის დიდ და მცირე დოზებს შორის არის ანალგეზიის ხანგრძლივობაში.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

კეტოროლაკი შეიწოვება 100% პერორალური მიღების შემდეგ. ცხიმიანი საკვების შემდეგ მედიკამენტის პერორალურად მიღებამ გამოიწვია კეტოროლაკის პიკური კონცენტრაციის შემცირება და დაახლოებით 1 საათით შეანელა პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო. ანტაციდებმა არ იმოქმედა შეწოვის ხარისხზე.

განაწილება

კეტოროლაკის მოცულობა (Vd) სრული განაწილების შემდეგ იყო დაახლოებით 13 ლიტრი. ეს პარამეტრი განისაზღვრა ერთჯერადი დოზის მონაცემებით. ნაჩვენებია, რომ კეტოროლაკის რაცემატი ძლიერად არის დაკავშირებული ცილებთან (99%). მიუხედავად ამისა, პლაზმაში 10 მკგ/მლ მაღალი კონცენტრაცია იკავებს ალბუმინის შეკავშირების ადგილების მხოლოდ დაახლოებით 5%-ს. შრატში ალბუმინის შემცირება გამოიწვევს თავისუფალი წამლის კონცენტრაციის გაზრდას.

მეტაბოლიზმი

კეტოროლაკი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში. მეტაბოლური პროდუქტები არის პრეპარატის ჰიდროქსილირებული და კონიუგირებული ფორმები. ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები გამოიყოფა შარდით.

გამოყოფა

კეტოროლაკის და მისი მეტაბოლიტების ელიმინაციის ძირითადი გზა თირკმლისმიერია. მოცემული დოზის დაახლოებით 92% გვხვდება შარდში, დაახლოებით 40% მეტაბოლიტების სახით და 60% უცვლელი  სახით.

კეტოროლაკი გამოიყოფა დედის რძეში.

თერაპიული ჩვენებები

კეტოროლაკის ტაბლეტები გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში მწვავე ტკივილის სამკურნალოდ.

მწვავე ტკივილი მოზრდილ პაციენტებში

კეტოროლაკის ტაბლეტები ნაჩვენებია ზომიერად მძიმე მწვავე ტკივილის მოკლევადიანი (≤5 დღე) მართვისთვის, რომელიც საჭიროებს ანალგეზიას ოპიოიდების დონეზე, ჩვეულებრივ პოსტოპერაციულ პირობებში. თერაპია ყოველთვის უნდა დაიწყოს კეტოროლაკ ტრომეთამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული  გამოყენებით და გაგრძელდეს კეტოროლაკის ტაბლეტებით, საჭიროების შემთხვევაში.

კეტოროლაკის ტაბლეტების გამოყენების საერთო კომბინირებული ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რეკომენდებულ დოზებთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის გაზრდის გამო პაციენტები უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ანალგეტიკებზე რაც შეიძლება მალე, თუმცა კეტოროლაკით თერაპია არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

დოზირება და მიღების წესი

ყურადღებით გაითვალისწინეთ კეტოროლაკის ტაბლეტების და მკურნალობის სხვა ვარიანტების პოტენციური სარგებელი და რისკი, სანამ გადაწყვიტავთ კეტოროლაკის  ტაბლეტების გამოყენებას. გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლესი ხანგრძლივობით, პაციენტის ინდივიდუალური მკურნალობის მიზნების შესაბამისად. კეტოროლაკის ტრომეთამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული  დოზებიდან გადასვლა (ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზით) კეტოროლაკის  ტაბლეტებზე მრავალჯერადი დოზით:

ზრდასრული ასაკი 17-დან 64 წლამდე: 20 მგ მიიღება ერთხელ, შემდეგ 10 მგ ყოველ 4-6 საათში, საჭიროების შემთხვევაში, არაუმეტეს 40 მგ/დღეში.

პაციენტების ასაკი ≥ 65, თირკმლის ფუნქციის დარღვევით და/ან წონა < 50 კგ: 10 მგ ყოველ 4-6 საათში საჭიროების შემთხვევაში, არა უმეტეს 40 მგ/დღეში.

გასათვალისწინებელია:

• პერორალური ფორმები არ უნდა გამოიყენოთ საწყისი დოზის სახით.

• პაციენტისთვის ინდივიდუალურად  გამოიყენეთ მინიმალური ეფექტური დოზა.

• არ შეამციროთ დოზირების ინტერვალი, რომელიც შეადგენს 4-დან 6 საათამდე.

მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა ზრდასრულ პაციენტებში: კეტოროლაკის ტაბლეტების, ინტრავენური ან ინტრამუსკულარული ფორმების დოზირების ერთობლივი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

ცხრილი: დოზირების ინსტრუქციის შეჯამება

  პაციენტების პოპულაცია კეტოროლაკის ტაბლეტები (კეტოროლაკ ტრომეთამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული დოზის შემდეგ) 
ასაკი < 17 წელი    პერორალური - არ არის დადასტურებული
  ზრდასრული ასაკი 17-დან 64 წლამდე 20 მგ ერთხელ, შემდეგ 10 მგ ინტერვალით 4-დან 6 საათამდე, საჭიროებისამებრ, არა უმეტეს   > 40 მგ/დღეში
  ზრდასრული ასაკი 65 წელზე მეტი,თირკმელების ფუნქციის დარღვევით და/ან წონა <50 კგ 10 მგ ერთხელ, შემდეგ 10 მგ ინტერვალით 4-დან 6 საათამდე, საჭიროებისამებრ არა უმეტეს > 40 მგ/დღეში 

პედიატრიული მოსახლეობა

არ არის ნაჩვენები პედიატრიული გამოყენებისთვის.

ადმინისტრირების მეთოდი

პერორალური გამოყენება

არასასურველი ეფექტები

გვერდითი რეაქციების სიხშირე იზრდება კეტოროლაკის უფრო მაღალი დოზების გამოყენებისას.

სერიოზული გართულებები, როგორიცაა კუჭის წყლული, სისხლდენა და პერფორაცია, პოსტოპერაციული სისხლდენა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები და ღვიძლის უკმარისობა, გასათვალისწინებელია კეტოროლაკით მკურნალობის დაწყებამდე. ეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო გართულებები შეიძლება იყოს სერიოზული ზოგიერთი პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კეტოროლაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეპარატი გამოიყენება არასათანადოდ.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ კეტოროლაკს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენების სიხშირე  დაახლოებით 10%-ზე მეტია, ესენია:

აბდომინალური  ტკივილი, დისპეფსია, გულისრევა, თავის ტკივილი;

გვერდითი მოვლენების სიხშირე დაახლოებით 1%-დან 10%-დეა:

კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოცდილება - ღებინება, გულძმარვა, სტომატიტი, მეტეორიზმი, ყაბზობა/დიარეა, კუჭ-ნაწლავის (გასტრო/დუოდენალური) წყლულები, ძლიერი სისხლდენა/პერფორაცია;

სხვა: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ანემია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შეშუპება, ჰიპერტენზია, გამონაყარი, ტინიტუსი, ოფლიანობა, მომატებული ღვიძლის ფერმენტები, სისხლდენის გაზრდილი დრო;

დამატებითი გვერდითი მოვლენები ზოგჯერ მოხსენებული (<1% პაციენტებში, რომლებიც იღებენ კეტოროლაკს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს კლინიკურ კვლევებში) მოიცავს:

ზოგადი: ტემპერატურა, ინფექციები, სეფსისი

კარდიოვასკულარული: გულის შეგუბებითი უკმარისობა, პალპიტაცია, სიფერმკრთალე,  ტაქიკარდია, სინკოპე;

დერმატოლოგია: ალოპეცია, ფოტომგრძნობელობა, ჭინჭრის ციება;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ანორექსია, პირის სიმშრალე, ეზოფაგიტი, მოჭარბებული წყურვილის შეგრძნება, გასტრიტი, გლოსიტი, ჰემატემეზისი, ჰეპატიტი, მადის მომატება, სიყვითლე, მელენა, რექტალური სისხლდენა;

სისხლი და ლიმფური სისტემა: ეკქიმოზი, ეოზინოფილია, ეპისტაქსისი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;

მეტაბოლური და კვებითი:  წონის ცვლილება;

ნერვული სისტემა: უჩვეულო სიზმრები,  აზროვნების დარღვევა, შფოთვა, ასთენია, დაბნეულობა, დეპრესია, ეიფორია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ჰალუცინაციები, ჰიპერკინეზი, კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ნერვიულობა, პარესთეზია, ძილიანობა,  ტრემორი, ვერტიგო, სისუსტე;

რეპროდუქციული, ქალი: უნაყოფობა;

რესპირატორული: ასთმა, ხველა, ქოშინი, ფილტვის შეშუპება, რინიტი;

სპეციალური შეგრძნებები: გემოს შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა, ბუნდოვანი მხედველობა, სმენის დაქვეითება;

უროგენიტალური: ცისტიტი, დიზურია, ჰემატურია, შარდვის გახშირება, ინტერსტიციული ნეფრიტი, ოლიგურია/პოლიურია, პროტეინურია, თირკმლის უკმარისობა, შარდის შეკავება.

სხვა იშვიათად გამოვლენილი რეაქციები (მოხსენებული პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან პაციენტებში, რომლებიც იღებენ კეტოროლაკს ან სხვა არასტეროიდულ საშუალებებს) შემდეგია:

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანგიონევროზული შეშუპება, სიკვდილი, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსია, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ხორხის შეშუპება, ენის შეშუპება, მიალგია;

კარდიოვასკულარული: არითმია, ბრადიკარდია, გულმკერდის ტკივილი, სიწითლე, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ვასკულიტი;

დერმატოლოგიური: ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, ლაიელის სინდრომი, ბულოზური რეაქციები სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: მწვავე პანკრეატიტი, ღვიძლის უკმარისობა, წყლულოვანი სტომატიტი, ნაწლავის ანთებითი დაავადების გამწვავება (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

სისხლი და ლიმფური სისტემა: აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია, ლიმფადენოპათია, პანციტოპენია, პოსტოპერაციული ჭრილობის სისხლდენა (იშვიათად საჭიროებს სისხლის გადასხმას);

მეტაბოლური და კვებითი: ჰიპერგლიკემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია;

ნერვული სისტემა: ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები, კომა, ფსიქოზი;

რესპირატორული: ბრონქოსპაზმი, სუნთქვის დათრგუნვა, პნევმონია;

სპეციალური შეგრძნებები: კონიუნქტივიტი;

უროგენიტალური: გვერდის ტკივილი ჰემატურიით და/ან აზოტემიით ან მის გარეშე, ჰემოლიზურ ურემიული სინდრომი.

უკუჩვენებები

·  კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში ადრე გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობით კეტოროლაკ ტრომეთამინის მიმართ.

·  კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში აქტიური პეპტიკური წყლულოვანი დაავადებით, პაციენტებში ბოლოდროინდელი კუჭ-ნაწლავის სისხლდენით ან პერფორაციით და პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ პეპტიკური წყლულოვანი დაავადება ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენა.

·  კეტოროლაკი არ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ ასთმა, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ. ასეთ პაციენტებში აღინიშნა მძიმე, იშვიათად ფატალური, ანაფილაქსიური რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

·  კეტოროლაკი უკუნაჩვენებია, როგორც პროფილაქტიკური ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ნებისმიერი სერიოზული ოპერაციის წინ.

·  კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პერიოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი ტრანსპლანტაციის (CABG) ოპერაციის ფონზე.

·  კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლების უკმარისობის ან პაციენტებში თირკმლის უკმარისობის რისკის ქვეშ მოცულობის დაქვეითების გამო.

·  კეტოროლაკი უკუნაჩვენებია წინასამშობიაროდ და მშობიარობისას, რადგან პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორული ეფექტის გამო, მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სისხლის ფატალურ ცირკულაციაზე და დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვა, რითაც გაზარდოს საშვილოსნოს სისხლდენის რისკი.

·  კეტოროლაკის გამოყენება უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში, ახალშობილებზე პროსტაგლანდინის ინჰიბიტორების პოტენციური გვერდითი ეფექტების გამო.

·  კეტოროლაკი თრგუნავს თრომბოციტების ფუნქციას და, შესაბამისად, უკუნაჩვენებია პაციენტებში საეჭვო ან დადასტურებული ცერებროვასკულური სისხლდენით, ჰემორაგიული დიათეზით, არასრული ჰომეოსტაზის და სისხლდენის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

·  კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ამჟამად იღებენ ასპირინს ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სერიოზული გვერდითი მოვლენების გამოწვევის კუმულაციური რისკების გამო.

· კეტოროლაკის და პრობენეციდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

· კეტოროლაკის და პენტოქსიფილინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

კეტოროლაკი ძლიერ უკავშირდება ადამიანის პლაზმის ცილას (საშუალოდ 99.2%). არ არსებობს მტკიცებულება ცხოველებზე და ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში, რომ კეტოროლაკ იწვევს ან თრგუნავს ღვიძლის ფერმენტებს.

ვარფარინი, დიგოქსინი, სალიცილატი და ჰეპარინი

დიგოქსინის, ვარფარინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის, პიროქსიკამის, აცეტამინოფენის, ფენიტოინის და ტოლბუტამიდის თერაპიულმა კონცენტრაციებმა არ შეცვალა კეტოროლაკის ცილებთან შეკავშირება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები არ მიუთითებს მნიშვნელოვან ურთიერთქმედებას კეტოროლაკის და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის, კეტოროლაკის შეყვანა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით და პაციენტებზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი.

ვარფარინის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ზემოქმედება, ზოგადად, კუჭ-ნაწლავის სისხლდენაზე სინერგიულია, ასე რომ ორივე წამლის ერთად მომხმარებლებში კუჭ-ნაწლავის სერიოზული სისხლდენის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებს ცალ-ცალკე თითოეულ წამალს.

ასპირინი

კეტოროლაკის ასპირინთან ერთად შეყვანისას მისი ცილებთან შეკავშირება მცირდება, თუმცა თავისუფალი კეტოროლაკის კლირენსი არ იცვლება. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა ცნობილი არ არის; თუმცა, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, კეტოროლაკის და ასპირინის ერთდროული მიღება ზოგადად არ არის რეკომენდებული გვერდითი ეფექტების გაზრდის პოტენციალის გამო.

შარდმდენი საშუალებები

კლინიკურმა კვლევებმა, ისევე როგორც პოსტმარკეტინგულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ კეტოროლაკს შეუძლია შეამციროს ფუროსემიდის და თიაზიდების ნატრიურეზული ეფექტი ზოგიერთ პაციენტში. ეს პასუხი მიეკუთვნება თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ერთდროული თერაპიის დროს საჭიროა პაციენტზე დაკვირვება თირკმელების უკმარისობის ნიშნების გამოსავლენად, აგრეთვე შარდმდენების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.

პრობენეციდი

კეტოროლაკის და პრობენეციდის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია კეტოროლაკის კლირენსის და განაწილების მოცულობის დაქვეითება და პლაზმაში კეტოროლაკის დონის მნიშვნელოვანი მატება. ამიტომ კეტოროლაკისა და პრობენეციდის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლითიუმი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევენ პლაზმაში ლითიუმის დონის მატებას და თირკმლის ლითიუმის კლირენსის შემცირებას. ლითიუმის საშუალო მინიმალური კონცენტრაცია გაიზარდა 15%-ით და თირკმლის კლირენსი შემცირდა დაახლოებით 20%-ით. ეს ეფექტები მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიერ თირკმლის პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას. ამრიგად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ლითიუმის ერთდროულად მიღებისას, სუბიექტები უნდა იყვნენ ყურადღებით  ლითიუმის ტოქსიკურობის გამო.

აგფ ინჰიბიტორები/ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

აგფ ინჰიბიტორების და/ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობის რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში მოცულობის დაქვეითებით.

მოხსენებები აჩვენებს, რომ არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების და/ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ეს ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს აგფ ინჰიბიტორებთან და/ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად.

ანტიეპილეფსიური პრეპარატები

კეტოროლაკის და ანტიეპილეფსიური საშუალებების (ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა კრუნჩხვების ერთეული შემთხვევები.

ფსიქოაქტიური მედიკამენტები

ჰალუცინაციები დაფიქსირდა კეტოროლაკის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფსიქოაქტიურ საშუალებებს (ფლუოქსეტინი, თიოთიქსენი, ალპრაზოლამი).

პენტოქსიფილინი

როდესაც კეტოროლაკი გამოიყენება პენტოქსიფილინთან ერთად, იზრდება სისხლდენის ტენდენცია.

არადეპოლარიზებული მიორელაქსანტები

პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში იყო ცნობები შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ კეტოროლაკ ტრომეთამინს IV/IM და არადეპოლარიზებულ მიორელაქსანტებს შორის, რამაც გამოიწვია აპნოე. კეტოროლაკის ერთდროული გამოყენება მიორელაქსანტებთან ოფიციალურად არ არის შესწავლილი.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები (SSRIs)

არსებობს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის გაზრდილი რისკი, როდესაც სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRIs) შერწყმულია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან. სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები SSRI-ებთან ერთად.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები და ნიშნები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები ჩვეულებრივ შემოიფარგლება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით და ტკივილებით ეპიგასტრიუმის არეში, რომლებიც, როგორც წესი, შექცევადია დამხმარე თერაპიით. შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დეპრესია და კომა შესაძლებელია განვითარდეს, მაგრამ იშვიათად. ანაფილაქტოიდური რეაქციები დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიული დოზის მიღებისას და შესაძლებელია განვითარდეს დოზის გადაჭარბების შემდეგ.

მკურნალობა

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სიმპტომური და დამხმარე თერაპია.

სპეციფიკური ანტიდოტები არ არსებობს. ღებინება და/ან გააქტიურებული ნახშირი (60 გ-დან 100 გ-მდე მოზრდილებში, 1 გ/კგ-დან 2 გ/კგ-მდე ბავშვებში) შესაძლებელია  ნაჩვენები იყოს პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ სიმპტომები მიღებიდან 4 საათის განმავლობაში ან მაღალი პერორალური დოზების მიღების შემდეგ (5-10-ჯერ აღემატება  ჩვეულებრივ დოზას). ფორსირებული დიურეზი, შარდის ალკალიზაცია, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება არ იყოს სასარგებლო ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო.

კეტოროლაკის ერთჯერადი დოზის გადაჭარბება სხვადასხვაგვარად ასოცირდება მუცლის ტკივილთან, გულისრევასთან, ღებინებასთან, ჰიპერვენტილაციასთან, პეპტიკურ წყლულებთან და/ან ეროზიულ გასტრიტთან და თირკმელების ფუნქციის დარღვევასთან, რომლებიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ტერატოგენული ეფექტები. ორსულობის კატეგორია C

ორსულობის გვიან პერიოდში, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, თავიდან უნდა იქნას აცილებული კეტოროლაკის მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა.

არატერატოგენული ეფექტები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ცნობილი ზემოქმედების გამო ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე (არტერიული სადინრის დახურვა), ორსულობის დროს (განსაკუთრებით გვიან ორსულობა) გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

ორსულ ქალებში კეტოროლაკის ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ არსებობს. კეტოროლაკი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი ამართლებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

წინასამშობიარო პერიოდი და მშობიარობა

კეტოროლაკ გამოყენება უკუნაჩვენებია წინასამშობიარო პერიოდში და მშობიარობის დროს, რადგან მისი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორული ეფექტის გამო, მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და შეაფერხოს საშვილოსნოს შეკუმშვა, რითაც გაზრდის საშვილოსნოს სისხლდენის რისკს.

მეძუძური დედები

ახალშობილებზე პროსტაგლანდინის ინჰიბიტორების შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო, მეძუძურ დედებში გამოყენება უკუნაჩვენებია.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

კეტოროლაკის ტაბლეტების მიღების ხანგრძლივობა მოზრდილებში არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. კეტოროლაკის  ტაბლეტები არ არის ნაჩვენები პედიატრიულ პაციენტებში გამოსაყენებლად. კეტოროლაკთან დაკავშირებული ყველაზე სერიოზული რისკებია:

კუჭ-ნაწლავის ეფექტები - წყლულის, სისხლდენის და პერფორაციის რისკი

კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ადრე დოკუმენტირებული პეპტიკური წყლულები და/ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან. კეტოროლაკმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის (GI) მხრივ, მათ შორის სისხლდენა, წყლული და პერფორაცია კუჭის, წვრილი ნაწლავის ან მსხვილი ნაწლავის, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს. წინამდებარე გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ დროს, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მის გარეშე, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ კეტოროლაკით.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გართულებების სიხშირე და სიმძიმე იზრდება კეტოროლაკის დოზის გაზრდით და მკურნალობის ხანგრძლივობით. თუმცა, მოკლევადიანი თერაპიაც არ გამორიცხავს გართულებებს. წყლულოვანი დაავადების ანამნეზის გარდა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ზრდის კუჭ-ნაწლავის სისხლდენის რისკს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მოიცავს პერორალური კორტიკოსტეროიდების ან ანტიკოაგულანტების ერთდროულ გამოყენებას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ხანგრძლივ მკურნალობას, მოწევას, ალკოჰოლის გამოყენებას, ხანდაზმულ ასაკს და ჯანმრთელობის, ზოგად ცუდ მდგომარეობას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფატალური მოვლენების სპონტანური შეტყობინებების უმეტესობა ხანდაზმულ ან დასუსტებულ პაციენტებშია და ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამ პოპულაციის მკურნალობაში.

არასასურველი კუჭ-ნაწლავის მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, უნდა იქნას გამოყენებული ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა, მოკლე დროით.

პაციენტები და ექიმები ფრთხილად უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულისა და სისხლდენის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის დროს და დაუყონებლივ დაიწყონ დამატებითი შეფასება და მკურნალობა, თუ გაჩნდა ეჭვი  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზულ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. ეს უნდა მოიცავდეს კეტოროლაკის მიღების შეწყვეტას, სანამ არ გამოირიცხება სერიოზული გვერდითი მოვლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული თერაპია, რომელიც არ მოიცავს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.

სისხლდენა

იმის გამო, რომ პროსტაგლანდინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰემოსტაზში და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ასევე გავლენას ახდენენ თრომბოციტების აგრეგაციაზე, პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კოაგულაციის დარღვევები კეტოროლაკი გამოიყენება ძალიან ფრთხილად და ამ პაციენტებზე უნდა ხორციელდებოდეს მონიტორინგი. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტების თერაპიულ დოზებს (მაგ., ჰეპარინს ან დიკუმაროლის წარმოებულებს) აქვთ სისხლდენის გართულებების მაღალი რისკი, თუ ერთდროულად მიიღებენ კეტოროლაკს; ამიტომ, ექიმებმა უნდა ჩაატარონ ასეთი თანმხლები თერაპია მხოლოდ უკიდურესად ფრთხილად. კეტოროლაკის ერთდროული გამოყენება და თერაპია, რომელიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე, მათ შორის პროფილაქტიკური დაბალი დოზით ჰეპარინი (2500-5000 ერთეული ყოველ 12 სთ), ვარფარინი და დექსტრანები არ არის შესწავლილი ფართოდ, მაგრამ ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლდენის გაზრდილ რისკთან.  სანამ ასეთი კვლევების მონაცემები არ იქნება ხელმისაწვდომი, ექიმებმა გულდასმით უნდა შეაფასონ სარგებელი რისკებთან და გამოიყენონ ასეთი თანმხლები თერაპია ამ პაციენტებში მხოლოდ უკიდურესად ფრთხილად. პაციენტები, რომლებიც იღებენ თერაპიას, რომელიც გავლენას ახდენს ჰემოსტაზზე, უნდა ხორციელდებოდეს მჭიდრო მონიტორინგი.

თირკმლის ეფექტები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივი მიღება იწვევს თირკმლის პაპილარულ ნეკროზს და თირკმლის სხვა დაზიანებას. თირკმლის ტოქსიკურობა ასევე გამოვლინდა პაციენტებში, რომლებშიც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს ასრულებენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამ პაციენტებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და, მეორე მხრივ, თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის აშკარა დეკომპენსაცია. ამ რეაქციის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან თირკმელების ფუნქციის დარღვევით, გულის უკმარისობით, ღვიძლის დისფუნქციით, დიურეზულების და აგფ ინჰიბიტორების მიღებისას და ხანდაზმულები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო თერაპიის შეწყვეტას, როგორც წესი, მოჰყვება აღდგენა მკურნალობის წინა მდგომარეობამდე.

კეტოროლაკის და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, რაც პაციენტებში შემცირებული კრეატინინის კლირენსით გამოიწვევს პრეპარატის კლირენსის დაქვეითებას.  ამიტომ, კეტოროლაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში და ასეთ პაციენტებზე უნდა ხდებოდეს ყურადღებით დაკვირვება. კეტოროლაკის გამოყენებისას აღინიშნა თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი და ნეფროზული სინდრომი.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

კეტოროლაკი უკუნაჩვენებია პაციენტებში შრატში კრეატინინის კონცენტრაციით, რაც მიუთითებს თირკმელების უკმარისობის საწყის პერიოდზე. კეტოროლაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ან თირკმლის დაავადებით ანამნეზში, რადგან ის არის პროსტაგლანდინების სინთეზის ძლიერი ინჰიბიტორი. იმის გამო, რომ თირკმელების ძირითადი უკმარისობის მქონე პაციენტებს აქვთ თირკმლის მწვავე დეკომპენსაციის ან უკმარისობის განვითარების რისკი, კეტოროლაკის დანიშვნამდე უნდა შეფასდეს რისკი და სარგებელი ამ პაციენტებისთვის .

ანაფილაქტოიდური რეაქციები

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, ანაფილაქტოიდური რეაქციები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა კეტოროლაკის მიმართ. კეტოროლაკი არ უნდა მიეცეს ასპირინის ტრიადის მქონე პაციენტებს. ეს სიმპტომების კომპლექსი ჩვეულებრივ გვხვდება ასთმიან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რინიტი ცხვირის პოლიპებით ან მის გარეშე, ან რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე, პოტენციურად ფატალური ბრონქოსპაზმი ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.  ანაფილაქტოიდურ რეაქციებს, როგორიცაა ანაფილაქსია, შეიძლება ჰქონდეს ფატალური შედეგი.  ანაფილაქტოიდური რეაქციის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართეთ გადაუდებელ დახმარებას.

კარდიოვასკულარული ეფექტი

გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენები

რამდენიმე COX-2 შერჩევითი და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკურმა კვლევებმა 3 წლამდე ხანგრძლივობით აჩვენა სერიოზული გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების გაზრდილი რისკი, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) და ინსულტი, რომელიც შეიძლება იყოს ფატალური. არსებული მონაცემების საფუძველზე, გაურკვეველია, რომ გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების რისკი მსგავსია ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისთვის. გულსისხლძარღვთა სერიოზული თრომბოზული მოვლენების შედარებითი ზრდა საწყისთან შედარებით, რომელიც გამოწვეულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით, როგორც ჩანს, მსგავსია გულსისხლძარღვთა დაავადების ან გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში და მათ გარეშე. თუმცა, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ცნობილი გულსისხლძარღვთა დაავადება ან რისკის ფაქტორები, აღენიშნებოდათ გულსისხლძარღვთა სერიოზული თრომბოზული მოვლენების უფრო მაღალი აბსოლუტური სიხშირე, მათი გაზრდილი საბაზისო სიხშირის გამო. ზოგიერთმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სერიოზული გულსისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების ეს გაზრდილი რისკი დაიწყო მკურნალობის პირველ კვირებში.  გულსისხლძარღვთა  თრომბოზის რისკის ზრდა ყველაზე ხშირად დაფიქსირდა მაღალ დოზებში.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ნამკურნალევ პაციენტებში გულსისხლძარღვთა   გვერდითი მოვლენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლეს ხანგრძლივობით. ექიმებმა და პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ასეთი მოვლენების განვითარებისთვის, მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში, თუნდაც წინა გულსისხლძარღვთა  სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული გულსისხლძარღვთა  სერიოზული სიმპტომებისა და მათი წარმოშობის შემთხვევაში მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

არ არსებობს თანმიმდევრული მტკიცებულება, რომ ასპირინის ერთდროული გამოყენება ამცირებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერიოზული გულსისხლძარღვთა  თრომბოზული მოვლენების გაზრდილ რისკს. ასპირინისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება, როგორიცაა კეტოროლაკი, ზრდის კუჭ-ნაწლავის (GI) სერიოზული მოვლენების რისკს.

კანის რეაქციები

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, კეტოროლაკის ჩათვლით, შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (SJS) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN), რაც შეიძლება იყოს ფატალური. ეს სერიოზული მოვლენები შესაძლოა გამოვლინდეს წინასწარი სიმპტომატიკის გარეშე. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ  კანის სერიოზული გამოვლინების ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანის დაზიანებების ან ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი სხვა ნიშნის გამოვლენისთანავე.

ზოგადი

არ არის მოსალოდნელი, რომ კეტოროლაკი ჩაანაცვლებს კორტიკოსტეროიდებს ან მკურნალობს კორტიკოსტეროიდულ უკმარისობას. კორტიკოსტეროიდების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გამწვავება. პაციენტებს, რომლებიც იღებენ გახანგრძლივებულ კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, თერაპია უნდა შემცირდეს ნელა, თუ მიიღება გადაწყვეტილება კორტიკოსტეროიდების შეწყვეტის შესახებ.

კეტოროლაკის ფარმაკოლოგიურმა აქტივობამ ანთების შესამცირებლად შესაძლოა შეამციროს ამ დიაგნოსტიკური ნიშნის სარგებლობა სავარაუდო არაინფექციური, მტკივნეული მდგომარეობის გართულებების გამოვლენაში.

ღვიძლისმიერი ეფექტი

კეტოროლაკი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან ღვიძლის დაავადებით ანამნეზში. ღვიძლის ერთი ან მეტი ტესტის სასაზღვრო მატება შეიძლება აღინიშნოს პაციენტების 15%-მდე, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის კეტოროლაკს. ეს ლაბორატორიული დარღვევები შეიძლება პროგრესირებდეს, შეიძლება დარჩეს უცვლელი ან შეიძლება იყოს გარდამავალი თერაპიის გაგრძელებით. ALT ან AST-ის შესამჩნევი მატება (დაახლოებით 3 ან მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს) დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 1%-ში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკურ კვლევებში. გარდა ამისა, აღწერილია ღვიძლის მძიმე რეაქციების იშვიათი შემთხვევები, მათ შორის სიყვითლე და ფატალური ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი და ღვიძლის უკმარისობა, ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგით.

თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ან თუ გამოვლინდა სისტემური გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.), კეტოროლაკის მიღება უნდა შეწყდეს.

ჰემატოლოგიური ეფექტი

ანემია ზოგჯერ აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის კეტოროლაკს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის შეკავებით, ფარული ან დიდი რაოდენობით კუჭ-ნაწლავიდან სისხლის დაკარგვით ან ერითროპოეზზე არასრულად აღწერილი ზემოქმედებით.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ ხანგრძლივ მკურნალობას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის კეტოროლაკით, უნდა შემოწმდეს ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, თუ მათ აქვთ ანემიის ნიშნები ან სიმპტომები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას და ნაჩვენებია, რომ ახანგრძლივებს სისხლდენის დროს ზოგიერთ პაციენტებში. ასპირინისგან განსხვავებით, მათი გავლენა თრომბოციტების ფუნქციაზე რაოდენობრივად ნაკლებია, ხანმოკლე და შექცევადი.

ადრე არსებული ასთმა

ასთმის მქონე პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება ასპირინისადმი მგრძნობიარე ასთმის მქონე პაციენტებში დაკავშირებულია მძიმე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალური იყოს. ვინაიდან ასპირინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში აღინიშნა ჯვარედინი რეაქტიულობა, მათ შორის ბრონქოსპაზმი, ასპირინსა და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შორის, კეტოროლაკი არ უნდა დაინიშნოს ასპირინის მგრძნობელობის ამ ფორმის მქონე პაციენტებში და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასევე ადრე არსებული ასთმის მქონე პაციენტები.

ინფორმაცია პაციენტებისთვის

კეტოროლაკი არის ძლიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის სისხლდენა ან თირკმლის უკმარისობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგიც.

ექიმმა, კეტოროლაკის დანიშვნისას, უნდა აცნობოს პაციენტებს კეტოროლაკის მკურნალობის პოტენციური რისკების შესახებ, ასწავლოს პაციენტებს მიმართონ სამედიცინო რჩევას, თუ განვითარდება მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და ურჩიონ პაციენტებს, არ გადასცენ კეტოროლაკის ტაბლეტები ოჯახის სხვა წევრებს, ასევე  ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატი უნდა იყოს გადაგდებული.

გახსოვდეთ, რომ კეტოროლაკის ტაბლეტისა და კეტოროლაკის ტრომეთამინის ინტრავეურიან ინტრამუსკულური დოზის გამოყენების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს მოზრდილებში. კეტოროლაკის ტაბლეტები არ არის ნაჩვენები პედიატრიულ პაციენტებში გამოსაყენებლად.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით თერაპიის დაწყებამდე და პერიოდულად მიმდინარე თერაპიის განმავლობაში პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული შემდეგი ინფორმაციის შესახებ:

·     გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენები: ურჩიეთ პაციენტებს ფრთხილად იყვნენ გულ-სისხლძარღვთა თრომბოზული მოვლენების სიმპტომების შესახებ, მათ შორის გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, სისუსტე ან მეტყველების გაძნელება და დაუყოვნებლივ შეატყობინონ თავიანთ ექიმს.

·      კეტოროლაკმა, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისკომფორტი და იშვიათად სერიოზული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გვერდითი მოვლენები, როგორიცაა წყლულები და სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და ფატალური შედეგიც კი. მიუხედავად იმისა, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული წყლულები და სისხლდენა შეიძლება მოხდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, პაციენტები უნდა იყვნენ ყურადღებიანი წყლულებისა და სისხლდენის ნიშნებსა და სიმპტომებზე და უნდა მოითხოვონ სამედიცინო რჩევა, როდესაც გამოვლინდება რაიმე ნიშანი ან სიმპტომი, მათ შორის ეპიგასტრიკულ ტკივილს, დისპეფსიას, მელენას და ჰემატემეზისს.

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ასეთი დაკვირვების მნიშვნელობაზე.

·      კეტოროლაკი, ისევე როგორც სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა, შესაძლოა გამოიწვიოს კანის სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ექსფოლიაციური დერმატიტი, SJS და TEN, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიც კი. მიუხედავად იმისა, რომ კანის სერიოზული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს წინასწარი სიმპტომატიკის გარეშე, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე კანზე გამონაყარის, ბუშტუკების, ცხელების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნებზე, როგორიცაა მაგალითად ქავილი, პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პრეპარატის მიღება ნებისმიერი სახის გამონაყარის შემთხვევაში და რაც შეიძლება მალე მიამრთონ ექიმს.

·      გულის უკმარისობა და შეშუპება: ურჩიეთ პაციენტებს სიფრთხილე გამოიჩინონ გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომებზე, მათ შორის ქოშინი, წონის აუხსნელი მატება ან შეშუპება და მიმართონ სამედიცინო პროვაიდერს, თუ ასეთი სიმპტომები გამოიკვეთება.

·      პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ჰეპატოტოქსიკურობის გამაფრთხილებელი ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ (მაგ., გულისრევა, დაღლილობა, ლეთარგია, ქავილი, სიყვითლე, მარჯვენა ზედა კვადრატის მგრძნობელობა და "გრიპის მსგავსი" სიმპტომები). თუ ეს მოხდება, პაციენტებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, შეწყვიტონ თერაპია და მიმართონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

·      პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებული ანაფილაქტოიდური რეაქციის ნიშნების შესახებ (მაგ., სუნთქვის გაძნელება, სახის ან ყელის შეშუპება). თუ ეს მოხდება, პაციენტებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, მიმართონ სასწრაფო დახმარებას.

ორსულობის გვიან პერიოდში, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, თავიდან უნდა იქნას აცილებული კეტოროლაკის მიღება, რადგან ეს გამოიწვევს არტერიული სადინრის ნაადრევ დახურვას.

ლაბორატორიული ტესტები

იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული წყლულები და სისხლდენა  შესაძლებელია განვითარდეს გამაფრთხილებელი სიმპტომების გარეშე, ექიმებმა უნდა აკონტროლონ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სისხლდენის ნიშნები ან სიმპტომები. პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, პერიოდულად უნდა ჩაუტარდეს სისხლის საერთო ანალიზი. თუ განვითარდება ღვიძლის ან თირკმელების დაავადების შესაბამისი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, ასევე სისტემური გამოვლინებები (მაგ., ეოზინოფილია, გამონაყარი და ა.შ.) ან თუ ღვიძლის პათოლოგიური ტესტები ნარჩუნდება ან გაუარესდება, კეტოროლაკის  მიღება უნდა შეწყდეს.

პედიატრიული გამოყენება

კეტოროლაკის 10 მგ ტაბლეტები არ არის ნაჩვენები პედიატრიულ პაციენტებში გამოსაყენებლად. კეტოროლაკის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა 17 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის.

გერიატრიული გამოყენება (≥ 65 წელი)

იმის გამო, რომ კეტოროლაკი შეიძლება უფრო ნელა გამოიყოს ხანდაზმულებში, რომლებიც ასევე უფრო მგრძნობიარენი არიან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების დოზებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების მიმართ, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, შემცირებული დოზები და კლინიკური მონიტორინგი ხანდაზმულებში კეტოროლაკით მკურნალობისას.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კეტოროლაკის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, თავის ტკივილი, უძილობა ან დეპრესია. თუ პაციენტებს გამოუვლინდათ ეს ან სხვა მსგავსი არასასურველი ეფექტები, არ შეიძლება ავტომობილის მართვა და მუშაობა მექანიზმებთან.

შეფუთვა:

10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი თითოეულ ბლისტერში, 2 ბლისტერი თითო ინსტრუქციით  თითოეულ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან.

შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაიცემა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ასევე, იხილეთ: კეტოროლი - Ketorol 10მგ 10 ტაბლეტი