| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Sopharma / სოფარმა |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
HYGIA MED
ჰიგია მედი
ტილებისა და წილების საწინააღმდეგო შამპუნი
შამპუნი გამოყენება თავის ტილების და მათი წილების დასახოცად განვითარების ყველა აქტიურ სტადიაში, შამპუნის აქტიური ინგრედიენტებს აქვს მომგუდავი ეფექტი, ანადგურებს ტილებსა და წილებს, აადვილებს წილების ჩამოვარცხნას.
იზონონილის იზონონანოატი, MIPA ლაურეთ სულფატი, ლაურეთ-4, კოკამიდი DEA, ჩაის ხის ეთერზეთი, ბეგქონდარას ეთერზეთი, გერანიუმის ეთერზეთი, დარიჩინის ეთერზეთი.
არ შეიცავს პესტიციდებს, ხელოვნურ საღებავებს ან არომატებს.
მოზრდილები და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები თავის დადასტურებული დატილიანებით.
დატილიანების ტიპიური ნიშნებია თავის ქავილი და შავი ტილების ექსკრემენტი ტანსაცმლის საყელოებზე ან ბალიშებზე.
თუ ოჯახის წევრი ინფიცირებულია, ოჯახის ყველა წევრი უნდა შემოწმდეს დატილიანებაზე. შემოწმებისთვის დაგჭირდებათ ტილების სავარცხელი და გამადიდებელი შუშა. ჰიგია მედი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს ცოცხალი ტილები ან წილები. ოჯახის წევრებს, რომლებსაც არ აღმოაჩნდათ ტილები და/ან წილები, ურჩევენ გაიარონ სკალპის პერიოდული გამოკვლევა, რათა დაინფიცირების შემთხვევაში აღმოაჩინონ ტილები და/ან წილები.
ტილები ძირითადად შეიძლება გავრცელდეს პირდაპირი კონტაქტით. ხელახალი ინფექციის თავიდან ასაცილებლად, უნდა დადგინდეს ინფექციის წყარო.
თუ დატილიანება ოჯახის ყველა წევრშია აღმოჩენილი, მათი მკურნალობა ერთდროულად უნდა მოხდეს.
1. წაისვით Hygia MED შამპუნი მშრალ თმაზე, ძირებიდან თმის ბოლოებამდე.
2. დატოვეთ 10 წუთი.
3. დაისველეთ თმა წყლით ასაქაფებლად.
4. ჩამოიბანე შამპუნი წყლით, გულდასმით დაიბანეთ თმა გაშრობის გარეშე.
5. შამპუნით დაბანის შემდეგ, კომპლექტში შემავალი სქელი სავარცხლის სველ თმაზე გამოყენებით მექანიკურად მოაცილეთ პარაზიტები და მათი წილები: ამისათვის თმა გაყავით ოთხ ნაწილად და თითოეული ცალ-ცალკე დაივარცხნეთ თანაბარი მოძრაობებით ძირებიდან ბოლოებამდე. ყოველი მომდევნო ნაწილის დავარცხნამდე გირჩევთ სავარცხელი გაწმინდოთ ტილებისა და წილებისაგან ქაღალდის ხელსახოცით. მიზანშეწონილია გაწმენდილი თმის ნაწილი ერთ მხარეს გადაიტანოთ. პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ თმა ჩვეული წესით გაიმშრალოთ.
რეკომენდებულია თმაში ტილებისა და წილების ხელახლა გამოკვლევა შამპუნის გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ. თუ ცოცხალ ტილებს ან ნილებს აღმოაჩენთ, შამპუნი შეიძლება ხელახლა გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ შამპუნის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენოთ სკალპის ღია ჭრილობებზე, დაზიანებებზე ან ინფექციურ დაავადებებზე.
ორსული ქალებისთვის Hygia MED შამპუნის გამოყენების უკუჩვენება არ არსებობს. თუმცა, გამოყენებამდე რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ქავილი ან გამონაყარი კანზე, ამ შემთხვევაში შამპუნის გამოყენება უნდა შეწყდეს. თუ სიმპტომები გრძელდება ან შეამჩნევთ სხვა გვერდით მოვლენებს, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
7. გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ მითითებულ მოქმედების დროს- 10 წუთს. ხელახალი გამოყენება შესაძლებელია პირველი გამოყენებიდან არა უადრეს 7 დღისა.
მოერიდეთ შამპუნის მოხვედრას თვალებში, პირში ან ცხვირში. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დაზიანებული ადგილი წყლით.
თუ შამპუნი გადაყლაპეთ, გამოიწვიეთ ღებინება.
8. სიფრთხილის ზომები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის!
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!
ინახება მჭიდროდ დახურულ ორიგინალ შეფუთვაში 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
10. სერიის ნომერი და ვარგისობის ვადა:
იხილეთ ბოთლზე და კოლოფზე.
11. შეფუთვის აღწერა:
პოლიეთილენის ბოთლი, 120გრ შიგთავსით და ტილების სავარცხელი.
12. მწარმოებელი:
სოფარმა AD, ქ. ილიენსკოს გზატკეცილი, 16, 1220 სოფია, ბულგარეთი.