| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Puressentiel / ფიურესენშელი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
ტილების საწინააღმდეგო სამკურნალო ყოველდღიური შამპუნი 200მლ ფიურესენშელი - Puressentiel
ყოველდღიური მოვლა ტილების საწინააღმდეგო მკურნალობის შემდეგ!
ფიურესენშელის ბიოორგანული ყოველდღიური შამპუნი განკუთვნილია ტილების საწინააღმდეგო მკურნალობის დასრულების შემდეგ თავის კანისა და თმის ყოველდღიური მოვლისთვის. მისი ნაზი ფორმულა ხელს უწყობს მკვდარი ტილებისა და წილების მოცილებას, ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს და უზრუნველყოფს თმის ეფექტურ, თუმცა დელიკატურ გაწმენდას.
შამპუნი შეიცავს ლავანდის, ლავანდინის, ილანგ-ილანგისა და გერანიუმის ორგანულ ეთერზეთებს, რომლებიც ხელს უწყობენ თავის კანის კომფორტის შენარჩუნებას და ყოველდღიურ ჰიგიენურ მოვლას.
რეგულარული გამოყენებისას შამპუნი ხელს უწყობს თმისა და თავის კანის სისუფთავის შენარჩუნებას მთელი ოჯახისთვის.
რბილი გამწმენდი ბაზის წყალობით შამპუნი არ აშრობს და არ აღიზიანებს თავის კანს, რომელიც ტილების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების შემდეგ შესაძლოა უფრო მგრძნობიარე გახდეს.
• ხელს უწყობს მკვდარი ტილებისა და წილების მოცილებას
• ამშვიდებს თავის კანს
• შეიცავს ორგანულ ეთერზეთებს
• ნაზად წმენდს თმასა და თავის კანს
• შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის
• განკუთვნილია 3 წლიდან ბავშვებისა და მოზრდილებისთვის
წყალი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ლავანდულა ავგუსტიფოლიას (Lavandula Augustifolia) ყვავილის წყალი, ინულინი, ნატრიუმის კოკოამფოაცეტატი, ნატრიუმის PCA, გლიცერინი, კაპრილილ/კაპრილ გლუკოზიდი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ბენზოატი, აცეტუმი, კოკო-გლუკოზიდი, გლიცერილ ოლეატი, ლავანდულა ანგუსტიფოლიას (ლავანდა) ზეთი, კანანგა ლიმონის (ილანგ-ილანგი) ყვავილის ზეთი, ლავანდულა ჰიბრიდას (ლავანდა) მცენარეული ზეთი, ალოე ბარბადენსისის ფოთლის წვენის ფხვნილი, პელარგონიუმ გრავეოლენსის ზეთი, კალიუმის სორბატი, ჰიდროგენიზებული პალმის გლიცერიდების ციტრატი, ტოკოფეროლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლინალოოლი, ბენზილ ბენზოატი, გერანიოლი, ციტრონელოლი.
ორგანული ეთერზეთი - EOBBD (ბოტანიკურად და ბიოქიმიურად განსაზღვრული ეთერზეთი). სერტიფიცირებულია როგორც ორგანული Puressentiel-ის მიერ - ინგრედიენტების 99.4% ბუნებრივი წარმოშობისაა - 20.1% ორგანული მეურნეობიდან არის მიღებული - ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული კოსმეტიკა სერტიფიცირებულია ECOCERT Greenlife-ის მიერ.
გამოიყენეთ ყოველდღიურად ტილების საწინააღმდეგო მკურნალობის დასრულების შემდეგ. დაიტანეთ სველ თმაზე, ნაზად შეიზილეთ თავის კანში, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
გაფრთხილება: არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. მოარიდეთ თვალთან კონტაქტს, კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ წყლით.
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: შამპუნი 200 მლ.
ვარგისობის ვადა: პროდუქტის გახსნიდან 12 თვე.
მწარმოებელი: Laboratoire PURESSENTIEL/ ლაბორატორია ფიურესენშელ. საფრანგეთი.
Puressentiel - ფრანგული პრემიუმ ბრენდია - ლიდერი არომათერაპიის მიმართულებით. კომპანია სპეციალიზირებულია გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოებაში, რომლებიც დამზადებულია 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე. არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს. კომპანია ფლობს არაერთ საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს პროდუქციის ორგანულობას და ბუნებრიობას, ეფექტურობას და უსაფრთხოებას, ხარისხს და მაღალ სანდოობას. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
საერთაშორისო სტანდარტები:
• ISO 9001 და ISO 13485 - მოიცავს ჯანმრთელობის და სილამაზის ბუნებრივი პროდუქტების წარმოებას
• ISO 14021 - ბრენდის გამჭვირვალობის ქარტია შედგენილია სტანდარტის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გარემოსდაცვით დეკლარაციებს
• UN Global Compact - 2022 წლიდან ფიურესენშელი შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივას და
იღებს ვალდებულებას დაიცვას მისი პრინციპები ადამიანის უფლებების და გარემოს დაცვის მიმართულებით
• B corp სერტიფიკატი - აფასებს და ამოწმებს კომპანიების სოციალურ და გარემოსდაცვით ეფექტურობას ხუთ ძირითად სფეროში: მმართველობა, თანამშრომლები, საზოგადოება, გარემო და მომხმარებლები. როგორც B Corp სერტიფიცირებული კომპანია, ფიურესენშელი იღებს ვალდებულებას, რომ მისი ყოველდღიური მოქმედებები მოემსახუროს ყველას, საერთო კეთილდღეობას
• Ecocert სერტიფიკატი - სერთიფიცირებული მომწოდებლები, რომლებიც აწარმოებენ ბიო პროდუქციას და გამოირჩევიან მაღალი სანდოობით და ხარისხით
VEGAN, CRUELTY FREE - არ იტესტება ცხოველებზე და პროდუქტები სრულად თავისუფალია ცხოველური წარმოშობის კომპონენტებისგან