| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | dimethicone+melaleuca alternifolia+Lavandula angustifolia |
| მოცულობა | 100მლ |
სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო ლოსიონი
Solo Kids Lotion no lice or nits
ტილების საწინააღმდეგო ლოსიონი ეფექტური ალტერნატივა ქიმიური საშუალებით მკურნალობიდან უსაფრთხო ფიზიკურ მკურნალობაზე გადასასვლელად
სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო ლოსიონი - უსაფრთხო, ეფექტური და ჰიპოალერგიული საშუალება გამდიდრებული ეთერზეთებით, რომელიც რეკომენდირებულია დატილიანების სამკურნალოდ. ადვილად ჩამოიბანება და არ აშრობს კანს, რაც კომფორტულს ხდის მის გამოყენებას
დიმეთიკონი (Dimethicone), ჩაის ხის (Melaleuca alternifolia) ეთერზეთი, ლავანდის (Lavandula angustifolia) ეთერზეთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო ლოსიონის შემადგენლობაში არსებული დიმეთიკონი წარმოადგენს ეფექტურ ალტერნატივას ქიმიური საშუალებით მკურნალობიდან უსაფრთხო ფიზიკურ მკურნალობაზე გადასასვლელად. ხოლო შემადგენლობაში არსებული ეთერზეთები მონაწილეობას იღებენ როგორც ტილების და წილების მოცილებაში, ასევე ამშვიდებენ დატილიანების დროს ქავილით გაღიზიანებულ კანს.
მოქმედების მექანიზმი:
დიმეთიკონი ტილის და წილის გარშემო წარმოქმნის სქელ ცხიმიან ფენას, სრულად ფარავს მათ სხელს და მათ შორის სპირაკულებს - სხეულზე არსებულ სუნთვისთვის საჭირო ღიობებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სხეულიდან სითხის გამოყოფაში, ამ გზით არღვევს სხეულის წყლის ბალანსის რეგულირებას, იწვევს ტილის ნაწლავებში ოსმოსურ სტრესს და ნაწლავების დახეთქვას, რასაც მოყვება ტილის სიკვდილი. ამასთანავე ტილის ირგვლის წარმოქმნილი ცხიმის ფენა მათ სრულ იმობილიზაციას განაპირობებს და იწვევს სიკვდილს. აღსანიშნავია, რომ დიმეთიკონის მიერ წარმქმნილი ცხიმის ფენა წყლის მიმართ მდგრადია და თმაზე რამოდენიმე დაბანის განმავლობაში შეიძლება დარჩეს, რაც მის გახანგრძლივებულ მოქმედებას განაპირობებს.
დიმეთიკონი, რომელსაც FDA მიერ მინიჭებული აქვს GRAS ( ზოგადად უსაფრთხო პროდუქტი) კატეგორია, დღეისათვის წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს ტილების წინააღმდეგოდ საბრძოლველად.
ლავანდის ზეთი მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების აორთქლების შედეგად ახორციელებს ნეიროტოქსიურ ეფექტს, რაც გამოიხატება მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, ზრდასრული ტილის გაშეშებით და საბოლოოდ სიკვდილით.
ჩაის ხის ეთერზეთების შემადგენლობაში არსებული ცხიმში ხსნადი მოლეკულები ადვილად აღწევენ ტილის კუტიკულაში - ცვილისებურ გარეთა შრეში, შემდეგ სასუნთქ გზებში, მექანიკურად ახშობენ მას და საბოლოოდ ტილის მოხრჩობას განაპირობებენ. ცვილისებური გარეთა შრის დარღვევა იწვევს ტილების გაუწყლოებას და სიკვდილს.
ჩაის ხის და ლავანდის ეთერზეთები ტილისთვის არასასიამოვნო სუნით და გემოთი გამოირჩევა, რაც იწვევს მათი კვების დარღვევას, დასუსტებას, სიცოცხლისუნარიანობის შემცირებას, თმის ღერზე ფიქსაციის დაქვეითებას და საბოლოოდ აადვილებს მათ ფიზიკურად მოცილებას
დიმეთიკონის კომბინაცია ჩაის ხის და ლავანდის ეთერზეთებთან ერთ-ერთი ეფექტური და უსაფრთხო არჩევანია ტილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
· დატილიანების მკურნალობა
წაისვით ლოსიონი მშრალ თმაზე შეფუთვაში არსებული ხელთათმანის გამოყენებით, ისე რომ მთლიანად დაიფაროს თავის კანი და თმა ძირებიდან ბოლომდე. ნაზად დაიმასაჟეთ თავის კანი, შეფუთეთ კოლოფში არსებული სოლო ქიდსის ქუდით და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. თმა ფრთხილად დაივარცხნეთ შეფუთვაში არსებული სოლო ქიდსის წვრილკბილიანი სავარცხლით, რათა მოიშოროთ ტილები და მათი კვერცხები - წილები. შემდეგ დაიბანეთ თმა სოლო ქიდსის ტილების საწინააღმდეგო შამპუნით ან ჩვეულებრივი შამპუნით და კარგად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. დაბანის შემდგომ ისევ რეკომენდირებულია თმა დაივარცხნოთ შეფუთვაში არსებული სოლო ქიდსის წვრილკბილიანი სავარცხელით. ვინაიდან წილებთან ბრძოლა გაცილებით რთულია მათი თმის ღერთან მყარად ფიქსაციის გამო, ამიტომ სავალდებულოა მკურნალობის განმეორება 7–10 დღის შემდეგ, რათა განადგურდეს იმ კვერცხებიდან გამოჩეკილი ტილები, რომლებიც პირველმა დამუშავებამ ვერ დააზიანა.
რეკომენდირებულია 2 წლიდან
სიფრთხილის ზომები:
· ლოსიონი წარმოადგენს მხოლოდ გარე გამოყენების საშუალებას
· მოარიდეთ ლოსიონი ცხვირის, თვალის და პირის ღრუს ლორწოვანთან შეხებას.
· თვალთან და ლორწოვანთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოირეცხეთ ლორწოვანი წყლით 5 წუთის მანძილზე
· შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
· არ გადაყლაპოთ
არ გამოიყენოთ ლოსიონი რომელიმე ინგრედიენტზე გამოხატული ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში. გამოყენებისას დაფიქსირებული ალერგიული რეაქციის დროს შეწყვიტეთ ლოსიონის გამოყენება და მიმართეთ ექიმს
რა არის ტილი და როგორია მისი სასიცოცხლო ციკლი
თავის ტილი არის მოყავისფრო მწერი, რომელიც იკვებება სკალპიდან გამოწოვილი სისხლით. მრავლდება კვერცხებით - წილებით.
მდედრი ტილის მიერ წარმოქმნილი წებოვანი ნივთიერება ხელს უწყობს კვერცხების თმის ღეროზე მიმაგრებას. კვერცხი მაგრდება დაახლოებით 4 სანტიმეტრზე თმის ღეროდან, რაც წარმოადგენს იდეალურ გარემოს კვერცხის საინკუბაციოდ. 7-10 დღის შემდეგ წილებიდან იჩეკება ტილის მატლი, რომელიც ზრდასრულ ასაკს 9-12 დღეში აღწევს
როგორ ხდება დატილიანება
ვინაიდან ტილი არც დაფრინავს და არც დახტის დიდ მანძილზე, ამიტომ გავრცელებისთვის აუცილებელია თმის თმასთან უშუალო კონტაქტი.
ინვაზირებული პაციენტის მოხმარების საგნებით (სავარცხელი, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ.) ტილების გადაცემის დაბალი რისკი არსებობს. თავის ტილით ძირითადად ავადდებიან ბავშვები 3-11 წლის ასაკში.
როგორ ვებრძოლოთ დატილიანებას
·მოვერიდოთ ფიზიკურ, თავის თავთან მჭიდრო კონტაქტს
·ნაკლებად გამოვიყენოთ სხვისი პირადი ნივთები -სავარცხელი, ქუდი
·მუდმივად შევამოწმოთ ბავშვის თმა დათვალიერებით და ჩამოვვარცხნოთ წვრილკბილიანი სავარცხელით
·გრძელი თმის შემთხვევაში სასურველია თმა იყოს შეკრულ მდგომარეობაში
·გამოვიყენოთ დატილიანების საპრევენციო საშუალებები
·დატილიანების აღმოჩენიდან დროულად დავიწყოთ მკურნალობა უსაფრთხო და მცენარეული შემადგენლობის საშუალებებით
გამოშვების ფორმა:
100 მლ ლოსიონი გარეგანი გამოყენებისთვის #1, სოლო ქიდსის ტილების საწინააღმდეგო წვრილკბილიანი სავარცხელი ხელთათმანთან და ქუდთან ერთად
შენახვის პირობები და ვადები:
სოლო ქიდს ტილების საწინააღმდეგო ლოსიონი ინახება მშრალ, ბნელ, 25⁰C ნაკლებ ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 12 თვის მანძილზე
ლოსიონის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე
ასევე, იხილეთ: სოლო ქიდსი - Solo Kids ტილების საპროფილაქტიკო სპრეი 100მლ