| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | potassium hyrdoxide |
Molusk / მოლუსკი
10% კალიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის
მოლუსკი წარმოადგენს გარეგანი გამოყენების ხსნარს, რომელიც შეიცავს 10% კალიუმის ჰიდროქსიდს (KOH). იგი გამოიყენება კონტაგიოზური მოლუსკის დროს (Molluscum contagiosum)
გამონაყრის ელემენტების მოსაცილებლად. ეს არის კანის გავრცელებული ვირუსული ინფექცია, რომელიც გამოწვეულია პოქსვირუსით. ინფექცია, როგორც წესი, ვლინდება კანზე მცირე ზომის,
კანისფერი, გუმბათისებრი გამონაყარის სახით, რომელსაც შუაში აქვს ჩარღმავება.
მოლუსკის ხსნარი ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნურ სისტემას ამოიცნოს და გაანადგუროს ვირუსით ინფიცირებული კანის უჯრედები, რაც იწვევს დაზიანებების თანდათანობით გაქრობას.
მოლუსკი გამოიყენება კონტაგიოზური მოლუსკის გამონაყრის მოსაცილებლად მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენოთ ხსნარი:
• თუ გაქვთ ალერგია კალიუმის ჰიდროქსიდის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• გაღიზიანებულ, ანთებულ, ინფიცირებულ ან სისხლმდინარე კანზე.
• ღია ჭრილობებზე.
• თვალების, ქუთუთოების, ტუჩების, ნესტოების, გენიტალური მიდამოს ან სხვა ლორწოვანი გარსების მიდამოში.
• დაზიანებების ირგვლივ ჯანმრთელ კანზე.
განსაკუთრებული სიფრთხილე
მოლუსკის ხსნარი უნდა წაისვათ მხოლოდ გამონაყრის ელემენტებზე. ფრთხილი გამოყენება ამცირებს ჯანმრთელი კანის გაღიზიანების რისკს.
ბავშვებში ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ მოზრდილის მეთვალყურეობის ქვეშ.
ნაბიჯი 1 – მოამზადეთ დასამუშავებელი ადგილი
• დარწმუნდით, რომ კანი სუფთა და მშრალია.
• განსაზღვრეთ ყველა ელემენტი, რომელიც საჭიროებს ხსნარის აპლიკაციას.
ნაბიჯი 2 – ხსნარის აპლიკაცია
• სპეციალური აპლიკატორის საშუალებით (რომელიც მოყვება შეფუთვას) დაიტანეთ მცირე რაოდენობის ხსნარი უშუალოდ თითოეულ ელემენტზე. დაიკავეთ აპლიკატორი ვერტიკალურად ისე, რომ მისი წვერის გამონაყრის ელემენტზე შეხებისას ხსნარი თავად გადანაწილდეს მასზე;
• ხსნარი დაიტანეთ ზუსტად და ვერტიკალურად ელემენტის ცენტრში;
• დაიტანეთ ხსნარი თითოეულ ელემენტზე ცალ-ცალკე;
• მოერიდეთ ჯანმრთელ კანზე გავრცელებას.
ნაბიჯი 3 – დაელოდეთ გაშრობას
• დატოვეთ ხსნარი ელემენტზე დაახლოებით 1–2 წუთის განმავლობაში, მის სრულ გაშრობამდე.
ნაბიჯი 4 – ჩამობანა
• ნაზად ჩამოიბანეთ/ჩამობანეთ დამუშავებული ადგილი წყლით ან წყალში დასველებული მარლით ნაზად;
• შემდეგ ფრთხილად გაამშრალეთ კანი.
ნაბიჯი 5 – გაიმეორეთ ყოველდღიურად
• პროცედურა გაიმეორეთ დღეში ერთხელ, 4–6 დღის განმავლობაში.
შეწყვიტეთ ხსნარის დატანა 6 დღის შემდეგ და დაელოდეთ. გამონაყრის ელემენტები მოხმება და სრულიად უკვალოდ ალაგდება 2 კვირაში.
რას უნდა ელოდოთ მკურნალობის პერიოდში
• რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი სიწითლე ან ანთებითი რეაქცია.
• სიწითლის გაჩენა მიუთითებს, რომ ხსნარი მუშაობს და იმუნური პასუხი გააქტიურდა.
როდის უნდა შეწყვიტოთ ხსნარის გამოყენება
• შეწყვიტეთ Molusk®-ის გამოყენება მაქსიმუმ 6 დღის შემდეგ, მაშინაც კი, თუ ელემენტები ჯერ კიდევ ჩანს.
• არ გააგრძელოთ გამოყენება რეკომენდებულ ვადაზე მეტხანს ექიმის მითითების გარეშე.
მკურნალობის დასრულების შემდეგ
• სიწითლის განვითარების შემდეგ ელემენტები თანდათან გამოშრება და გაქრება.
• უმეტეს შემთხვევაში, ელემენტები უმტკივნეულოდ ქრება მკურნალობის დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში.
• სრულად გაქრობის დრო ინდივიდუალურია.
გამოყენების შემდეგ
• ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით.
• მსუბუქი სიწითლე
• დროებითი წვა ან ჩხვლეტის შეგრძნება
• მსუბუქი ქავილი
• კანის სიმშრალე
• ადგილობრივი გაღიზიანება
• შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.
• დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისა და მაღალი ტემპერატურისგან.
• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აქტიური ნივთიერება:
კალიუმის ჰიდროქსიდი 10%
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.