აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ცხვირის გამოსარეცხი მოზრდილების 240მლ და პაკეტი 2 გრამიანი 30 ცალი დოლფინი - Dolphin

#106271_892
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა რუსეთი
რაოდენობა და ფორმა30 პაკეტი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოკლე აღწერა
გამოიყენება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის დროს განვითარებული რინიტის, სინუსიტების (ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი) და ალერგიული რინიტის დროს.
29.29₾
32.50₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ცხვირის გამოსარეცხი მოზრდილების 240მლ და პაკეტი 2 გრამიანი 30 ცალი დოლფინი - Dolphin

გამოსარეცხი საშუალება, 2 გ, № 30, სამედიცინო მოწყობილობისთვის: ინდივიდუალური ოტორინოლარინგოლოგიური მოწყობილობა გამორეცხვისათვის „დოლფინ®“ 240 მლ მოცულობით, ТУ 32.50.50-001-41078037-2019-ის შესაბამისად (მოზრდილთათვის).

დანიშნულება

გამოსარეცხი საშუალება (შემდგომში – საშუალება) გამოიყენება ინდივიდუალურ ოტორინოლარინგოლოგიურ გამორეცხვის მოწყობილობასთან „დოლფინ®“ (შემდგომში – მოწყობილობა). საშუალება განკუთვნილია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, გამოსარეცხი საშუალების გამოყენებით დამზადებული ხსნარით ცხვირ-ხახის გამორეცხვისა და გამოვლების გზით.
მოწყობილობა მიეკუთვნება ინდივიდუალური მოხმარების ნაკეთობებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკურ სამედიცინო დაწესებულებებში, ისე სახლის პირობებში მოზრდილებსა და 12 წლის ასაკიდან ბავშვებში.

ბავშვებში 4-დან 12 წლამდე გამოიშვება ოტორინოლარინგოლოგიური მოწყობილობა გამორეცხვისათვის „დოლფინ®“ 120 მლ მოცულობით, გამოსარეცხ საშუალებებთან ერთად.

ჩვენება

რინიტი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისა და გრიპის დროს, სინუსიტები (ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი), ალერგიული რინიტი, ატროფიული რინიტი, ჰიპერტროფიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, ადენოიდიტი, ოპერაციებისთვის მომზადება და რეაბილიტაცია ცხვირის ღრუსა და ცხვირის დანამატ წიაღებში (სინუსებში) ოპერაციების შემდეგ. მოწყობილობა გამოიყენება ასევე ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ჰიგიენური მიზნით ცხვირ-ხახის გამორეცხვისა და გამოვლებისთვის.

უკუჩვენება

ცხვირის გასასვლელების სრული გაუვალობა, მწვავე ოტიტი და ქრონიკული ოტიტის გამწვავება, გამოსარეცხი საშუალების კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, III ხარისხის ადენოიდები, ცხვირიდან ხშირი სისხლდენა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნები ცხვირის ღრუში, 4 წლამდე ასაკი.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

არ არსებობს გამოყენების ინსტრუქციის დაცვის შემთხვევაში.

კომპლექტში შედის

1. გამოსარეცხი საშუალება 30 პაკეტი 2 გ მოცულობით თითოეული, ერთჯერადი გამოყენებისთვის;

2. გამოყენების ინსტრუქცია.

გამოსარეცხი საშუალების შემადგენლობა:

-  ჰალიტი;

-  იოდირებული სუფრის მარილი;

-  კალიუმის ქლორიდი;

-  ნატრიუმის ნახშირორჟანგი (საკვები სოდა);

-  მშრალი ექსტრაქტი - ასკილი (ნაყოფი);

-  მშრალი ექსტრაქტი - ძირტკბილა (ფესვი).

საშუალება შეიძლება შედიოდეს ინდივიდუალურ ოტორინოლარინგოლოგიურ გამორეცხვის მოწყობილობა „დოლფინ®“ 240 მლ მოცულობით კომპლექტში ან შეძენილ იქნას ცალკე.

სიფრთხილის ზომები

გამოყენებამდე რეკომენდებულია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
არ არის რეკომენდებული ხსნარის გადაყლაპვა.
გამოიყენეთ მხოლოდ ახლად მომზადებული გამოსარეცხი ხსნარი.
ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი წყალი.

ასკილისა და ძირტკბილას ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში გამოყენება უკუნაჩვენებია.

ყურადღება!

პროცედურის შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში შესაძლებელია ცხვირიდან სითხის გამოყოფა, ამიტომ არ არის სასურველი პროცედურების ჩატარება უშუალოდ ძილის წინ.
ცივ ამინდში სასურველია ცხვირის გამორეცხვა გარეთ გასვლამდე 20-30 წუთით ადრე.

გამოყენების წესი

ცხვირის გამორეცხვა

1.  გაჭერით საშუალების პაკეტი და ჩაყარეთ მისი შიგთავსი მოწყობილობის კონტეინერში.

2.  ჩაასხით მოწყობილობის კონტეინერში თბილი ანადუღარი წყალი (წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36°С).

დახურეთ კონტეინერი მილიანი თავსახურით და შეანჯღრიეთ საშუალების სრულ გახსნამდე. ხსნარი მზადაა გამოსაყენებლად.
რეკომენდებული გამორეცხვების რაოდენობა დღეში: 2-4-ჯერ ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გამოყენების ხანგრძლივობა: გაციება – 2-4 კვირა დაავადების სიმძიმის მიხედვით, ალერგიული რინიტი – ალერგენების მაღალი კონცენტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის – ყოველდღიურად ეპიდემიის პერიოდში.
ცხვირის ღრუს ჰიგიენისთვის – დღეში 1-ლ ყოველდღიურად.

შეამოწმეთ ცხვირის გასასვლელები

ისუნთქეთ რიგრიგობით თითოეული ნესტოთი, საპირისპირო ნესტოს თითით დახშობით. თუ თუნდაც ერთი ცხვირის გასასვლელის გამავლობა გართულებულია, აუცილებლად გამოიწმინდეთ ცხვირის გასასვლელები (გამოიფერთხეთ ცხვირი ან/და გამოიყენეთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატები).

მოათავსეთ საშუალება მოწყობილობაში და გახსენით წყალში

ერთი პაკეტის შიგთავსი ჩაყარეთ მოწყობილობაში და შეავსეთ თბილი ანადუღარი სასმელი წყლით ზედა ნიშნულამდე (წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36°С).
დახურეთ კონტეინერი მილიანი თავსახურით და შეანჯღრიეთ საშუალების სრულ გახსნამდე.

მოთავსდით სწორ მდგომარეობაში

აიღეთ მოწყობილობა მომზადებული ხსნარით და დაიხარეთ წინ 90°-ით. სახე აუცილებლად უნდა იყოს იატაკის პარალელურად. გამორეცხვისას არ უნდა მოვატრიალოთ თავი გვერდზე.

გამოირეცხეთ ცხვირი

მჭიდროდ მიადეთ მოწყობილობის თავსახური გასარეცხ ნესტოს. ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა, ოდნავ გააღეთ პირი პროცედურის ჩატარების დროს. ნელა, ფრთხილად, მინიმალური მიწოლით მოუჭირეთ კონტეინერს. ამ დროს ხსნარი თანაბრად ავსებს გამოსარეცხ ცხვირის გასასვლელს და გამოედინება გარეთ მეორე ნესტოდან. თუ პროცედურის დროს ხსნარის ნაწილი მოხვდა პირში, საჭიროა ხსნარის გადმოფურთხება. სხეულისა და თავის მდგომარეობის შეუცვლელად, ანალოგიური წესით გამოირეცხეთ მეორე ცხვირის გასასვლელი.

გამოირეცხეთ რიგრიგობით მარცხენა და მარჯვენა ცხვირის გასასვლელები, სანამ  მოწყობილობაში ხსნარი არ დამთავრდება.

გაათავისუფლეთ ცხვირი სითხისგან

როდესაც ხსნარი შეწყვეტს გამოდინებას საპირისპირო ნესტოდან, მოიცილეთ მოწყობილობა ცხვირიდან და შემდეგ მოუშვით თითებს. თავის მდგომარეობის შეუცვლელად, გამოიფერთხეთ ცხვირი, პირის ოდნავ გაღებულ მდგომარეობაში შენარჩუნებით.

მოიცილეთ ხსნარის ნარჩენები

ცხვირის გასასვლელებიდან ხსნარისა და ლორწოს ნარჩენების საბოლოო მოსაშორებლად მოუჭირეთ ცარიელ კონტეინერს, ჩაისუნთქეთ და შეიკავეთ სუნთქვა, დახურეთ პირი. მჭიდროდ მიადეთ მოწყობილობის თავსახური მარჯვენა ნესტოს, თავისუფალი ხელის თითით დახურეთ მარცხენა ნესტო. შემდეგ მოუშვით თითები მოჭერილ კონტეინერს, ამ დროს კონტეინერი გაიშლება. იგივენაირად სრულდება ხსნარისა და ლორწოს ნარჩენების მოშორების პროცედურა მარცხენა ნესტოდან. თავის აწევა შესაძლებელია მხოლოდ პროცედურის დასრულების შემდეგ.

გამოყენების შემდეგ დაშალეთ მოწყობილობა, გარეცხეთ ნაწილები თბილი წყლით სარეცხი საშუალების გამოყენებით, შემდეგ გარეცხეთ  გამდინარე წყლით სულ მცირე სამჯერ, გაწმინდეთ და გააშრეთ.

ყელის გამოვლება

გამოიყენეთ დღეში 1-2-ჯერ ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი 120 მლ თბილ ანადუღარ წყალში (1/2 ჭიქა), წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36°С. გამოსავლები ხსნარი მზადაა.

არ გადაყლაპოთ ხსნარი გამოვლების დროს.

რეკომენდებულია ასევე ყელის გამოვლების პროცედურის ჩატარება მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ ავად ხდებით, აცივების დაწყების პერიოდში, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების სეზონური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ასევე ჰიგიენური მიზნებისთვის.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 0-დან 25°С ტემპერატურაზე და არაუმეტეს 75% ტენიანობის პირობებში.