აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

რინეტრა - Rinetra ცხვირის სპრეი 15მლ

#107250_2080
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიWorld Medicine / ვორლდ მედიცინი
ბრენდის ქვეყანა თურქეთი
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაphenyleprine+dexamethasone+neomycin+polymixin B sulfate
მოცულობა15მლ
მოკლე აღწერა
გამოიყენება ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დამატებითი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროს.
28.83₾
32.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

რინეტრა

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

რინეტრა, Rinetra

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ნეომიცინი + პოლიმიქსინ B + დექსამეტაზონი + ფენილეფრინი

Neomycin + Polymyxin В + Dexamethasone + Phenylephrine   

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება: ნეომიცინის სულფატი 6500 სე, პოლიმიქსინ B სულფატი 10000 სე, დექსამეტაზონის ნატრიუმის მეტასულფობენზოატი 0,25 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მაკროგოლი 4000, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

ნაზალური სპრეი.

აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის ხსნარი.

გამოყენების ჩვენებები

ცხვირის ღრუს, ხახის, ცხვირის დამატებითი წიაღების ანთებითი და ინფექციური დაავადებები:

- მწვავე და ქრონიკული რინიტი;

- მწვავე და ქრონიკული რინოფარინგიტი ;

- სინუსიტები.

მიღების წესი და დოზები

დოზირება

ზრდასრულები: ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-5-ჯერ დღე-ღამეში.

2,5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის : ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში  3-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.

გამოყენების წესი

რინეტრა სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისთვის.

გამოყენებისას ფლაკონი უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურად  ზემოთ მიმართული გამფრქვევით.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ;

- ეჭვი დახურულკუთხოვან გლაუკომაზე;

- მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAO) ერთდროული გამოყენება;

- ვირუსული დაავადებები;

- თირკმლის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ალბუმინურია;

- თირკმლის უკმარისობა;

- ორსულობა;

- ლაქტაცია;

- ბავშვთა ასაკი 2,5 წლამდე.

რინეტრა უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

მონაცემები პრეპარატის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

დოზის გადაჭარბება

სისტემურ სისხლის მიმოქცევაში შეწოვის დაბალი ხარისხის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. დექსამეტაზონი კომბინაციაში. ათქ კოდი: R01AD53

რინეტრა წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში. მას გააჩნია დექსამეტაზონის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ცხვირის ლორწოვან გარსზე და ნეომიცინისა და პოლიმიქსინ B-ს ანტიბაქტერიული მოქმედება.

დექსამეტაზონი კარგად შეიწოვება ადგილობრივი გამოყენების დროს და მისი აბსორბცია იზრდება ლორწოვანი გარსის ანთების დროს. მითითებული ანტიბიოტიკების კომბინაციაში ფართოვდება ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესობის წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ინფექციურ და ანთებით დაავადებებს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები არ არის.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

შეფუთვის ტიპი და შიგთავსი

15 მლ ნაზალური სპრეი თეთრი ფერის პლასტმასის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით ან 15 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში მადოზირებელი მოწყობილობით და დამცავი თავსახურით.

1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ასევე, იხილეთ: ნელადექსი - Neladex Ns Ns ცხვირის სპრეი 15მლ