აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

მელატონინი 3მგ 30 საღეჭი ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

#70574_1477
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAmvilab / ამვილაბი
ბრენდის ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები
რაოდენობა და ფორმა30 საღეჭი ტაბლეტი
მოქმედი ნივთიერებაmelatonin
დოზა3მგ
მოკლე აღწერა

გამოიყენება ძილის დარღვევებისა და  უძილობის დროს.

35.90₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

მელატონინი 3მგ 30 საღეჭი ტაბლეტი ამვილაბი - Amvilab

მელატონინის შემცველი საკვები დანამატი, რომელიც ბუნებრივად აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, უზრუნველყოფს მშვიდ ძილს

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს, რომელიც აწესრიგებს ორგანიზმის ცირკადულ რითმებს, აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურ რითმს, არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობას და ამცირებს ღამის გამოღვიძების რაოდენობას. მელატონინი  აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას დილით გაღვიძების შემდეგ, გამოღვიძებისას არ იწვევს უხალისობას, დაღლილობას, ტეხვის შეგრძნებას. მელატონინი  ამცირებს სტრესით გამოწვეულ შფოთვას, აგზნებადობას, გაღიზიანებადობას, დაძაბულობას, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებაზე.                              

მელატონინს აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება, არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.

გამოყენების რეკომენდაციები (კომპლექსურ თერაპიაში):

·        ძილის დარღვევები, უძილობა

·        სტრესი, მომატებული ნერვული აგზნებადობა, გაღიზიანებადობა

·        საათობრივი სარტყლის ცვლილებებით (მოგზაურობა) გამოწვეული ძილის დარღვევები

·        ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა

შემადგენლობა:

მელატონინი - 3 მგ. 

დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი. 

დოზირება:

1 საღეჭი ტაბლეტი ძილის წინ ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით, შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან და დაბალანსებულ კვებას. არ წარმოადგენს მედიკამენტს.

გამოშვების ფორმა: N30, N90 საღეჭი ტაბლეტი. 

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.  

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა.

ასევე, იხილეთ: ფიური - Pure მელატონინი 3 მგ 60 კაფსულა