აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

კოლოპეპი - Colopep პიტნის ზეთი 0.2მლ 84 კაფსულა

#107164_4089
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
რაოდენობა და ფორმა84 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაmentha oil
მოკლე აღწერა
პიტნის ზეთი ხელს უწყობს ჯანსაღ მონელებას, ასევე ხელს უწყობს მეტეორიზმის შემცირებას და ნაწლავის ნორმალური ტრანზიტის შენარჩუნებას.
57.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ColoPep - პიტნის ზეთი 0.2 მლ, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული კაფსულები N84

პროდუქტის მიღებამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების ინსტრუქციას.

• შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მისი ხელახლა გაცნობა დაგჭირდეთ.

• ColoPep-ის საკვები დანამატის სახით მიღებამდე, განსაკუთრებით თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს ან გეგმავთ მის მიღებას, მიმართეთ ექიმს ან სხვა კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.

• თუ გაქვთ რაიმე დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

• გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც შესაძლოა აღნიშნული არ იყოს წინამდებარე ინსტრუქციაში.

1. რა არის ColoPep კაფსულები?

ColoPep კაფსულები წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს 0.2 მლ პიტნის ზეთს (Peppermint Oil) ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული რბილი კაფსულის სახით. სპეციალური გარსი უზრუნველყოფს კაფსულის კუჭის მჟავას მიმართ მდგრადობას და პიტნის ზეთის უშუალოდ ნაწლავში გამოთავისუფლებას.

პიტნის ზეთი ხელს უწყობს ჯანსაღ მონელებას, ასევე ხელს უწყობს მოუნელებლობისა და მეტეორიზმის შემცირებას და ნაწლავის ნორმალური ტრანზიტის შენარჩუნებას.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

• პიტნის ზეთი — 0.2 მლ

დამხმარე ინგრედიენტები:

• მზესუმზირის ზეთი;

• ანტიოქსიდანტი: ვიტამინი E;

• ბუტილირებული ჰიდროქსიანიზოლი (Butylated Hydroxyanisole);

• ბუტილირებული ჰიდროქსიტოლუოლი (Butylated Hydroxytoluene);

• კონსერვანტი: ნატრიუმის ბენზოატი;

• კაფსულის გარსი: ჟელატინი, სორბიტოლი, გლიცერინი;

• საფარის წარმომქმნელი აგენტი: მეტაკრილატის კოპოლიმერი;

• ტრიეთილ ციტრატი.

ეს პროდუქტი წარმოადგენს საკვებ დანამატს და არ უნდა იქნეს გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

2. სიფრთხილის ზომები და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია

არ მიიღოთ ColoPep-ის კაფსულები, თუ ალერგიული ხართ პიტნის ზეთის ან პროდუქტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

კაფსულების მიღებისას ალერგიული რეაქციის ნიშნების, მაგალითად:

• სუნთქვის გაძნელების;

• ყელის დახურვის/შეშუპების შეგრძნების;

• ტუჩების, ენის ან სახის შეშუპების;

• ჭინჭრის ციების

გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

ColoPep-ის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან სხვა კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს, თუ:

• გაქვთ რაიმე სამედიცინო მდგომარეობა ან დაავადება;

• იღებთ რაიმე მედიკამენტს ან გეგმავთ მედიკამენტის მიღებას;

• გეგმავთ ორსულობას ან ხართ ორსულად;

• გეგმავთ ძუძუთი კვებას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ალერგიული რეაქციის ან სხვა გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.

3. გამოყენების წესი

მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის.

ColoPep გამოიყენება როგორც საკვები დანამატი 15 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებისა და ბავშვებისთვის.

მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ, სასურველია ჭამამდე, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ან ექიმის/სხვა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მითითების შესაბამისად.

კაფსულები არ უნდა მიიღოთ უშუალოდ საკვების მიღების შემდეგ.

კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ გატეხოთ და არ დაღეჭოთ კაფსულა, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს პიტნის ზეთის ნაადრევი გამოთავისუფლება და, შედეგად, პირის ღრუს ლორწოვანის ადგილობრივი გაღიზიანება.

არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამის შესახებ მითითებას გაძლევთ ექიმი ან სხვა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

4. ორსულობა და ძუძუთი კვება

ColoPep-ის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პერიოდში, ორსულობის დაგეგმვისას ან ძუძუთი კვების დროს.

ამ პერიოდში მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის.

5. გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე

ColoPep არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

6. შესაძლო გვერდითი ეფექტები

პიტნის ზეთი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. თუმცა, აღწერილია გულძმარვის ან წვის შეგრძნების შემთხვევები სწორი ნაწლავის მიდამოში.

პიტნის ზეთმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

• ბოყინი;

• მოუნელებლობა;

• თავის ტკივილი;

• მუცლის ტკივილი;

• გულისრევა.

პიტნის ზეთის კანზე გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია დერმატიტი (კანის გაღიზიანება).

თუ აღნიშნულ ან სხვა შესაძლო გვერდით ეფექტს შეამჩნევთ, შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

7. როგორ შევინახოთ ColoPep-ის კაფსულები?

• შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

• შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

• არ გამოიყენოთ ColoPep კაფსულები ბლისტერისა და გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

• დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან.