აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ლინექსი - Linex Forte ფორტე 28 კაფსულა

#31423_12
 5 (1 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიLek / ლეკი
ბრენდის ქვეყანა სლოვენია
რაოდენობა და ფორმა28 კაფსულა
მოქმედი ნივთიერებაlactobacillus+bifidobacterium+enterococc
მოკლე აღწერა

ლინექს ფორტე ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დამყარებას და ფუნქციის შენარჩუნებას.

51.10₾
56.71₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ლინექს® ფორტე   კაფსულები

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს ლიოფილიზებულ რძემჟავა ბაქტერიებს:

· Lactobacillus acidophilus არანაკლებ 1х109 კოლონიაწარმომქმნელი ერთეული  და

· Bifidobacterium animalis subsp. lactis. არანაკლებ 1х109 კოლონიაწარმომქმნელი ერთეული. 

შემავსებელი:  ბენეო® სინერჯი 1 (შეიცავს ინულინს (90-94%) და  ოლიგოფრუქტოზას (6-10%) (გლუკოზა+ფრუქტოზა+საქაროზა)), მაგნიუმის სტეარატს,  მალტოდექსტრინს.

ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას კაფსულა საღებავებით: ტიტანის დიოქსიდი (E171) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

აღწერა

კაფსულების გარეგნული სახე: თეთრი კორპუსი, ყვითელი თავსახური.

კაფსულის შიგთავსი:  ღია კრემისფერიდან ღია ვარდისფერ შეფერილობამდე ფხვნილი, უფრო მუქი ფერის  ჩანართებით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

დიარეის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე მიკროორგანიზმები, რძემჟავა ბაქტერიები.

ათქ-კოდი: A07FA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ლინექს ფორტე შეიცავს პრობიოტური რძემჟავა ბაქტერიების ორ შტამს Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis, რომლებიც ადამიანის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლები არიან.

არსებობს რამდენიმე პოტენციური მექანიზმი, რომლის დახმარებითაც Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis ახდენენ დამცავ და თერაპიულ ზემოქმედებას.

ისინი ახდენენ პათოგენური ბაქტერიების ინჰიბირებას შემდეგის ხარჯზე: 

-  ნაწლავში рН-ის დაქვეითება (Lactobacillus  acidophilus მიერ რძემჟავას გამომუშავების უნარის, ხოლო Bifidobacterium animalis subsp. lactis მიერ რძემჟავას გარდა ძმარმჟავას და ქარვის მჟავას გამომუშავების უნარის ხარჯზე);

-  პათოგენური ბაქტერიებისთვის ტოქსიკური მეტაბოლიტების გამომუშავება (H2O2 გამომუშავება);

-  ანტიმიკრობული ნივთიერებების, ბაქტერიოცინების, გამომუშავება (Lactobacillus acidophilus გამოიმუშავებს აციდონინს, რომელიც წარმოადგენს ფართო სპექტრის მოქმედების ბაქტერიოცინს, რომელიც ახდენს ბაქტერიებისა (მათ შორის Helicobacter pylori) და სოკოების ზრდის ინჰიბირებას;

-  საკვები ნივთიერებებისთვის პათოგენურ ბაქტერიებთან კონკურირება;

-  ენტეროციტებზე ადჰეზიური რეცეპტორების ბლოკირება, რაც ხელს უშლის მათ კოლონიზაციას სხვა, პოტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმების მიერ. 

ბაქტერიების ეს ორი შტამი ახდენს ნაწლავის მოტორიკის სტიმულირებას, აუმჯობესებს მის გამავლობასა და ლორწოს სეკრეციას.

ისინი ასევე ახდენენ იმუნური სისტემის სპეციფიკურ და არასპეციფიკურ რგოლების სტიმულირებას.

ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევამ (მაგალითად, ვირუსული და ბაქტერიული კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს, ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკებისა და სხვა სინთეზური ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებისას, მუცლის ღრუს და მენჯის ღრუს ორგანოების სხივური თერაპიის დროს, შორეული მოგზაურობების დროს) ან მუდმივი ფლორის დაგვიანებულმა განვითარებამ ჩვილებში, შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევები (როგორებიცაა მეტეორიზმი, დიარეა და ყაბზობა).

Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis რეგულარული მიღება ეფექტურად აქვეითებს საჭმლის მონელების დარღვევის (ძირითადად, დიარეის) მსუბუქი და ზომიერი სიმპტომების გამოვლინების სიხშირესა და სიმძიმეს, რომლებიც დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსთან, ასტიმულირებს ნაწლავის რეგულარულ დაცლას და ასევე აუმჯობესებს Helicobacter pylori ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის შედეგებს.

ფარმაკოკინეტიკა

პრობიოტიკური ბაქტერიები Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis ახდენენ ადგილობრივ ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. პერორალური გამოყენების დროს პრეპარატის სისტემური შეწოვა არ ხდება. Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis მდგრადობა კუჭის წვენის და ნაღვლის მიმართ, კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში გასვლის დროს, ამ ბაქტერიების დიდ ნაწილს გადარჩენის საშუალებას აძლევს. ორივე ეს შტამი ემაგრება ნაწლავის ლორწოვან გარსს. მოცემული ბაქტერიები გამოიყოფა პერისტალტიკისა და დეფეკაციის საშუალებით.

იხილეთ ბლოგი: ლინექსი — პრობიოტიკი, რომელიც ნაწლავის მიკროფლორის დარეგულირებაში გვეხმარება

გამოყენების ჩვენებები 

ლინექს ფორტე ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დამყარებას და ფუნქციის შენარჩუნებას.

ლინექს ფორტე გამოიყენება მოზრდიელბში, მოზარდებსა და ბავშვებში პროფილაქტიკური და შემანარჩუნებელი საშუალების სახით დიარეის, მეტეორიზმისა და საჭმლის მონელების სხვა დარღვევების დროს, რომლებიც გამოწვეულია:

-    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ბავშვებსა და მოზრდილებში (როგორებიცაა როტავირუსული ინფექციები, მოგზაურების დიარეა);

-    ანტიმიკრობული პრეპარატებით მკურნალობით (ანტიბიოტიკებით და სხვა სინთეზური ანტიმიკრობული პრეპარატებით);

-    მუცლის ღრუს და მენჯის ღრუს ორგანოების სხივური თერაპიით.

ლინექს ფორტე გამოიყენება ზრდასრულებში  და 12 წელზე უფროსი ასაკის  მოზარდებში:

-   შემანარჩუნებელი საშუალების სახით Helicobacter pylori-ის ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიისას;

-  ყაბზობისას მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირება

პროფილაქტიკური და შემანარჩუნებელი საშუალების სახით გამოყენება დიარეის, მუცლის შებერილობისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დარღვევების დროს 

მოზრდიელბში და 12 წელზე უფროსი მოზარდები: ერთი კაფსულა დღეში 1-3-ჯერ (სიმპტომების სიმძიმეზე დამოკიდებულებით).

2-დან 12 წლამდე ბავშვები: ერთი კაფსულა დღეში 1-2-ჯერ (სიმპტომების სიმძიმიდან გამომდინარე).

1-დან-2 წლამდე ბავშვები: ერთი კაფსულა დღეში ერთხელ.

ლინექს ფორტეს კაფსულების მირება შესაძლებელია სიმპტომების გაქრობამდე.

თუ დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

დიარეის თვითმკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგების ანაზღაურება. 

6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში დიარეის მკურნალობა ტარდება სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის ლინექს ფორტეს კაფსულების მიღება არ არის რეკომენდებული. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულია პრეპარატის უფრო შესაფერისი  გამოშვების ფორმების გამოყენება.

Helicobacter pylori ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის დროს და ყაბზობის დროს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემანარჩუნებელი საშუალების სახით გამოყენება 

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი მოზარდები: ერთი კაფსულა 3-ჯერ დღეში.

ლინექს ფორტეს კაფსულების მირება შესაძლებელია სიმპტომების გაქრობამდე.

თუ ყაბზობასთან დაკავშირებული პრობლები გრძელდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს.

ყაბზობის დროს რეკომენდებულია ჯანსაღი დაბალანსებული საკვების მიღება, რომელიც შეიცავს საკვები ბოჭკოების საკმარის რაოდენობას, საკმარისი ოდენობის სითხის დალევა, ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი და დღე-ღამის დაახლოებით ერთი და იგივე დროს ნაწლავის დაცლის ჩვევის გამომუშავება.

გამოყენების წესი

შიგნით მისაღებად.

მიიღეთ საკვების მიღების დროს. ეს უზრუნველყოფს პრეპარატის მაქსიმალურ ეფექტურობას. ლინექს ფორტეს მიღება რეკომენდებულია ანტიბიოტიკის მიღებიდან  3 საათის შემდეგ.

არ შეიძლება ალკოჰოლთან ან ცხელ სასმელებთან ერთდროული მიღება.

მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან ვერ ყლაპავს კაფსულას, კაფსულას ხსნიან, გადმოყრიან შიგთავსს კოვზზე და ურევენ სითხის მცირე ოდენობას.

მიღების გამოტოვების დროს არ მიიღოთ პრეპარატის გაორმაგებული დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ. 

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაუვალობა.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან პერფორაციის განვითარების რისკი.

განსაკუთრებული მითითები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ:

-  სხეულის ტემპერატურა აღემატება 38°C;

-  განავალში არის სისხლი ან ლორწო;

-  დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;

-  დიარეას აქვს მძიმე ხასიათი და მას თან ახლავს გაუწყლოება და სხეულის მასის დაკარგვა;

-  დიარეას თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილები;

-  წარმოიქმნება დიარეა და ადგილი აქვს მძიმე დაავადებებს (კრიტიკული დაავადებები, გულის სტრუქტურული ანომალიები, ცენტრალური ვენური კათეტერის არსებობა).

-  ადგილი აქვს იმუნური სისტემის მუშაობის დარღევას (მაგალითას აივ ინფექციის შედეგად ან იმუნოსუპრესიული თერაპიის შემდეგ).

-  აღინიშნება ნაწლავური ბარიერის დარღვევა (მაგ., მოკლე ნაწლავის სინდრომისას). 

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებმა არ უნდას მიიღონ ლინექს ფორტეს კაფსულები შემანარჩუნებელი საშუალების სახით Helicobacter pylori ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის დროს და ყაბზობისას, მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

სხვა განსაკუთრებული მითითებები მოცემულია ნაწილში "გამოყენების წესი და დოზირება".

გაფრთხილებები, რომლებიც ეხება დამხმარე ნივთიერებებს

ლინექს ფორტე შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზასა და საქაროზას. ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიის მქონე პირებს, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზის-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა ან საქარაზას-იზომალტაზას უკმარისობა, ამ პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი.

ლინექს ფორტე შეიძლება შეიცავდეს რძის ცილების ნარჩენებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების პროვოცირება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედებების სხვა ფორმები

პრობიოტური ბაქტერიები მგრძნობიარეა ანტიბიოტიკების ზემოქმედების მიმართ. ამიტომ, ლინექს ფორტეს კაფსულების მიღება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების მიღებიდან არანაკლებ 3 საათის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ლინექს ფორტეს გამოყენებით გამოწვეული არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებებს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს მწვავე დიარეისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული სითხისა და ელექტროლიტების უკმარისობა და ასევე სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებმაც შესაძლოა მუცლად ყოფნის პერიოდში საფრთხე შექმნას ბავშვისთვის ან ორსული ქალისთვის.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს დიარეისას, გამოყენება უნდა განხორციელდეს სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

კვლევები არ განხორციელებულა.

გვერდითი მოქმედება

არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრება MedDRA-ს კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ აღწერილა.

შეფუთვა

ალუმინის ბლისტერები, 14 ან 28 კაფსულა შეფუთვაში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არეაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე