| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Turmanidze Plus / თურმანიძე პლუსი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | combined drug |
საბავშვო მალამო 30გ N1 თურმანიძე პლუსი - Turmanidze Plus
ახალშობილისა და მცირეწლოვანი ბავშვის კანის მოვლის პარასამკურნალო საშუალება
ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი, ფიჭვის ფისი, სამედიცინო ცარცი
პრეპარატი გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი ტრადიციული ფორმულა ამშვიდებს საფენის არეში გაღიზიანებულ კანს, ამცირებს გამოყელვისა და მაცერაციის ნიშნებს. ქმნის დამცავ ფენას, რომელიც კანს შემდგომი გაღიზიანებისგან იცავს და ხელს უწყობს მისი ბუნებრივი სინაზისა და სირბილის აღდგენას.
ჰიგიენური პროცედურების შემდეგ, ბავშვის სუფთა და მშრალ კანზე დაიტანეთ მალამოს თხელი ფენა. გამოიყენეთ ყოველი საფენის გამოცვლის შემდეგ, განსაკუთრებით სიწითლის, გაღიზიანების ან გამოყელვის დროს, ან საჭიროებისამებრ.
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან მოვლის პროდუქტებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან ან სპეციალისტთან კონსულტაცია.
უკუჩვენება და შესაძლო გვერდითი მოვლენები დადგენილი არ არის. ინდივიდუალური მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი გაღიზიანება.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
30გ მალამო მოთავსებულია პოლიმერული მასალის ქილაში. შეფუთვის ან პროდუქტის ვიზუალური დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, გამოყენებამდე რეკომენდებულია მწარმოებელთან ან სპეციალისტთან დაკავშირება.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, არაუმეტეს +25°C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ასევე, იხილეთ: ბავშვის მალამო 40გ თურმანიძე პლუსი - Turmanidze Plus