| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ტუბი |
| მოქმედი ნივთიერება | dexpanthenol |
| დოზა | 0.05 |
ჩვენება: პანთენოლს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
პანთენოლი
Panthenol
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) - dexpanthenol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5% კრემი 30 გრ
ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
ჩვენებები
-კანის სიმშრალე.
-დამწვრობა,ნაწოლები
-ტროფიკული წყლული,ჰერპესი
-ნახეთქები (ანალური), დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
-კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
-კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
-პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
-აბსცესები, ფურუნკულოზი.
- ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
-ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის
იხილეთ ბლოგი: რა არის პანთენოლი და როგორ გამოიყენება
მიღების წესები და დოზები
გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა: მალამო უნდა დატანილ იქნას ძუძუს დვრილებზე ბავშვის ყოველი ძუძუთი გამოკვების შემდეგ. შეიძლება გამოყენებული იქნას კომპრესის სახით.
თოთო ბავშვების მოვლა: მალამო გამოიყენება საფენების ყოველი გამოცვლის დროს
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია
უკუჩვენება
ჰიპერმგძნობელობა
ორსულობა და ლაქტაცია
პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.