| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ტუბი |
| მოქმედი ნივთიერება | sodium chloride+sodium hydrocarbonate |
ნიზიტა ცხვირის მალამო
Sodium chloride, sodium hydrocarbonate
100გ მალამო შეიცავს 2,8გ ნატრიუმის ქლორიდს და 7,2 გ ნატრიუმის ბიკარბონატს.
სხვა კომპონენტები: ლანოლინის ალკოჰოლი, ლიმონის ზეთი, თეთრი ვაზელინი, საშუალო ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, შესქელებული პარაფინი, ცეტილის სტეარილის სპირტი.
იხილეთ ბლოგი: ნიზიტა — ბუნებრივი საშუალება ცხვირის ღრუში დისკომფორტის მოსახსნელად
ნიზიტა ცხვირის მალამო გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალის დროს
• ცხვირის გაჭედვა, მაგ. სურდოს დროს დამხმარე თერაპიისთვის
• ცხვირის ლორწოვანი გარსის გასაწმენდად და დასატენიანებლად, მაგ. ოთახში მშრალი ჰაერის დროს
• ფუფხებისა და ქერქის ფენების დასარბილებლად.
ნიზიტა ცხვირის მალამო განკუთვნილია მოზრდილებისთვის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის.
ყოველდღიურად რამოდენჯერმე დაახლოებით 1 სმ მალამოს ზოლი შეიზილეთ თითოეულ ნესტოში. ტუბის თავი რაც შეიძლება ღრმად შეიყვანეთ თითოეულ ნესტოში, ოდნავ გამოადინეთ მალამო და ეს მასა ცხვირის ფრთის მსუბუქი მასირებით თანაბრად გადაანაწილეთ ცხვირის ლორწოვან გარსზე. ცხვირის შიდა ნაწილში ნიზიტა ცხვირის მალამოს წასმა შეიძლება ასევე ბამბის ჩხირითაც. მალამოს გამოყენება უნდა მოხდეს ყოველდღიურად რამოდენჯერმე, განსაკუთრებით ძილის წინ.
ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე და ინფექციების თავიდან ასაცილებლად ყოველი დოზატორი გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ერთი პიროვნების მიერ. გამოყენების შემდეგ ტუბის თავი უნდა გაირეცხოს.
საჭიროების შესაბამისად შეიძლება ნიზიტა ცხვირის მალამო გამოყენებული იქნეს ხანგრძლივი პერიოდით. თუკი 14 დღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
იშვიათ შემთხვევებში ნიზიტა ცხვირის მალამომ შესაძლოა მისი გამაღიზიანებელი მოქმედების გამო გამოიწვიოს მსუბუქი წვა ცხვირის ლორწოვან გარსზე. მალამოში შემცველმა ლანოლინის ალკოჰოლმა და ლიმონის ზეთმა შეიძლება ძალიან იშვიათად ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.