აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ატოპიური ეგზემა კრემი 30მლ გრანიო - Granions

#96308_3773
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიGranions / გრანიო
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერებაcombined drug
მოცულობა30 მლ
მოკლე აღწერა
ატოპიური ეგზემა კრემი, გააჩნია ძლიერი ანთების, ალერგიის, ქავილის, სიწითლის და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს და აღადგენს გაღიზიანებულ კანს, ხსნის დაჭიმულობას. 30 მლ.
31.20₾
52.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ატოპიური ეგზემა კრემი 30მლ გრანიო - Granions

პროვიტამინი B5 (პანთენოლი), ჰიალურონის მჟავა, გოტუ კოლა, ვერცხლის ნაწილაკები

ატოპიური ეგზემის  დერმატოლოგიური კრემი სპეციალურად შეიქმნა ატოპიური ეგზემის სიმპტომების შესამსუბუქებლად. კრემს გააჩნია ძლიერი ანთების, ალერგიის, ქავილის, სიწითლის და ექსუდაციის საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს და აღადგენს გაღიზიანებულ კანს, ხსნის დაჭიმულობას, აქერცლილ და გაუხეშებულ კანს ანიჭებს ელასტიურობას და სირბილის შეგრძნებას, აჩქარებს შეხორცებით პროცესებს, ამცირებს ჭრილობის შემდგომ ნაწიბურებს, ატენიანებს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. 

ატოპიური ეგზემის დერმატოლოგიური კრემი არ შეიცავს კორტიზონს და უზრუნველყოფს ბუნებრივი ინგრედიენტების ოპტიმალურ ეფექტურობას არასასურველი გვერდითი მოვლენების გარეშე.

ჩვენება

ატოპიური დერმატიტი (კანის სიმშრალე, გაღიზიანება, ქავილი, სიწითლე, ექსუდაცია, აქერცვლა)

შემადგენლობა

ჟოჟობას ზეთი, პანთენოლი, ჰიალურონის მჟავა, ცენტელა,გოტუ კოლა, ტრიტერპენები, წყალი, ელემენტარული ვერცხლი, ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, პოლივინილპიროლიდონი ჯვარედინი პოლიმერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, EDTA.

არ შეიცავს არომატიზატორებს, კორტიზონს, საღებავებს!

გამოყენების წესი

კრემი დაიტანეთ დაზიანებულ უბნებზე დღეში 2-3-ჯერ, სანამ სიმპტომები არ გაქრება. მკურნალობა ეფექტურია ასევე მშვიდი ფაზის დროს, რეციდივების თავიდან ასაცილებლად. გელ-კრემის მსუბუქი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება კანში, არ ტოვებს ცხიმოვან კვალს. რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ინფიცირებულ, ფართოდ დაზიანებულ ან ღრმა ჭრილობებზე.არ გამოიყენოთ მომატებული მგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.არ მიიღოთ პერორალურად. კანის არასასურველი რეაქციების (როგორიცაა გაღიზიანება, სიწითლე ან ქავილი) შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება.მოერიდეთ თვალთან კონტაქტს. შემთხვევითი კონტაქტისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თვალები სუფთა წყლით.შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. 

შენახვის პირობები

გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ თავი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა გახსნილი ან დაზიანებულია.

გამოშვების ფორმა: გარეგანი გამოყენების კრემი 30 მლ.

მწარმოებელი: გრანიო დერმატოლოჯი/ Granions Dermatologie. იტალია

ლაბორატორია გრანიო - ლიდერი ოლიგოთერაპიაში

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია გრანიო 75 წელზე მეტია ქმნის და ავითარებს ინოვაციურ, პრემიუმ ხაზის პროდუქტებს. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინოვაცია, სრულყოფილება, ხარისხი, გამჭვირვალობა და მომსახურების მაღალი სტანდარტი, ფოკუსირებულია მიკროელემენტების დოზირებაზე, მათ ურთიერთქმედებაზე და შეწოვის მექანიზმებზე, რამაც განაპირობა მისი ლიდერობა ოლიგოთერაპიის მიმართულებით. ლაბორატორია გრანიოს პროდუქცია დამზადებულია (GMP) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მაღალ დონეს და უსაფრთხოებას.