| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 1 ფლაკონი |
| მოქმედი ნივთიერება | amoxicillin+clavulanic acid |
ბეტამოქსი ES 600 მგ/5 მლ + 42.9 მგ/5 მლ ფხვნილი პერორალური სუსპენზიისთვის
ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა
|
პრეპარატის თქვენი შვილისთვის მიცემამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. - შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. - დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. - ეს მედიკამენტი ჩვეულებრივ ინიშნება ჩვილისთვის ან ბავშვისთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენი შვილის სიმპტომების მსგავსია. - თუ თქვენს შვილს განუვითარდა გვერდითი მოვლენები, მათ შორის ისეთები რომლებიც არ არის მითითებული ამ გამოყენების ინსტრუქციაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იხილეთ პუნქტი 4. |
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია
1. რა არის ბეტამოქსი ES და რისთვის გამოიყენება.
2. რა უნდა იცოდეთ ბეტამოქსი ES-ის მიღებამდე.
3. ბეტამოქსი ES-ის მიღების წესი.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. ბეტამოქსი ES-ის შენახვის წესი.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.
ბეტამოქსი ES არის ანტიბიოტიკი და ანადგურებს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. ის შეიცავს ორ სხვადასხვა მედიკამენტს, სახელწოდებით ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი განეკუთვნება „პენიცილინების“ სახელწოდებით ცნობილი მედიკამენტების ჯგუფს, რომელთა ეფექტურობა ზოგჯერ შეიძლება შეჩერდეს (გახდეს არააქტიური). მორე აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) ხელს უშლის ამას.
ბეტამოქსი ES გამოიყენება ჩვილებსა და ბავშვებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- შუა ყურის ინფექციები;
- ფილტვების ინფექციები;
ასევე, იხილეთ: ბეტამოქსი - Betamox plus პლიუსი 457/5მლ 100მლ
არ მისცეთ ბეტამოქსი ES თქვენს ბავშვს:
- თუ მას აქვს ალერგია ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებული მე-6 პუნქტში).
- თუ მას ოდესმე ჰქონია მწვავე ალერგიული რეაქცია სხვა ანტიბიოტიკზე. ეს შეიძლება იყოს გამონაყარი კანზე ან სახის ან კისრის შეშუპება.
- თუ მას ოდესმე ჰქონია ღვიძლის პრობლემები ან სიყვითლე (კანის გაყვითლება) ანტიბიოტიკის მიღების დროს.
არ მისცეთ ბეტამოქსი ES თქვენს შვილს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომი ეხება უკავშირდება მას. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ბეტამოქსი ES-ის მიცემამდე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თქვენი შვილისთვის ბეტამოქსი ES-ის მიცემამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მას:
- აქვს ინფექციური მონონუკლეოზი
- მკურნალობს ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებზე,
- არ აქვს რეგულარული შარდვა.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ეხება თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე თქვენს შვილს, ბეტამოქსი ES-ის მიცემამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა ექიმისთვის საჭირო გახდეს თქვენი ბავშვის ინფექციის გამომწვევი ბაქტერიის ტიპის დადგენა. შედეგების მიხედვით, თქვენს შვილს შეიძლება დაენიშნოს ბეტამოქსი ES-ის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ბეტამოქსი ES-მა შეიძლება გაამწვავოს ზოგიერთი არსებული დაავადება ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ესენია ალერგიული რეაქციები, კრუნჩხვები და მსხვილი ნაწლავის ანთება. ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად, ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ სიმპტომებს, როდესაც თქვენი შვილი იღებს ბეტამოქსი ES-ს. იხილეთ „მდგომარეობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ“ მე-4 პარაგრაფში.
სისხლის და შარდის ანალიზები
თუ თქვენს შვილს უტარდება სისხლის ანალიზები (მაგალითად, ერითროცირების რაოდენობის განსაზღვრა და ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებელი ტესტები) ან შარდის ანალიზები, აცნობეთ ექიმს ან ექთანს, რომ ბავშვი იღებს ბეტამოქსი ES-ს. რადგან ბეტამოქსი ES-მა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ სახის ანალიზების შედეგებზე.
სხვა მედიკამენტები და ბეტამოქს ES
გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენი შვილი იღებს, ბოლო დროს აქვს მიღებული ან შეიძლება მიიღოს სხვა მედიკამენტები, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემული მედიკამენტები და მცენარეული პრეპარატები.
თუ თქვენი შვილი ბეტამოქსი ES-თან ერთად იღებს ალოპურინოლს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), მოსალოდნელია რომ ამან გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქცია.
თუ თქვენი შვილი იღებს პრობენეციდს (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ), ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ბეტამოქსი ES-ის დოზის რეგულირება.
თუ ბეტამოქსი ES-თან ერთად მიიღება თრომბების საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგალითად, ვარფარინი), შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი სისხლის ანალიზების ჩატარება.
ბეტამოქსი ES-მა შეიძლება გავლენა იქონიოს მეთოტრექსატის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატოიდული დაავადებების სამკურნალოდ) მოქმედებაზე.
ბეტამოქსი ES-მა შეიძლება გავლენა იქონიოს მიკოფენოლატი მოფეტილის (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების პრევენციისთვის) მოქმედებაზე.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ თქვენი შვილი, რომელიც ბეტამოქსი ES-ის მიღებას აპირებს, ორსულადაა ან ძუძუთი კვებავს ბავშვს, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბეტამოქსი ES შეიცავს ასპარტამს (E951), რომელიც არის ფენილალანინის წყარო. ის შეიძლება იყოს საზიანო, თუ თქვენი ბავშვი დაიბადა „ფენილკეტონურიით“.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად თქვენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები და ბავშვები 40 კგ ან მეტი სხეულის მასით;
ეს სუსპენზია, ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული 40 კგ და მეტი წონის მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები.
ყველა დოზა გამოითვლება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით კილოგრამებში.
- ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას, რამდენი ბეტამოქსი ES უნდა მისცეთ თქვენს ჩვილს ან ბავშვს. შეფუთვაში შედის საზომი კოვზი. რომელიც უნდა გამოიყენოთ თქვენი ბავშვისთვის სწორი დოზის მისაცემად.
- ჩვეულებრივი დოზა - 90 მგ/6.4 მგ სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე დღეში, ორ გაყოფილ დოზად. ბეტამოქსი ES არ არის რეკომენდებული 3 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის პრობლემებით
- თუ თქვენს შვილს აქვს თირკმლის პრობლემები, დოზა შეიძლება შემცირდეს. ექიმმა შეიძლება აირჩიოს სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
- თუ თქვენს შვილს აქვს ღვიძლის პრობლემები, შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის უფრო ხშირი ანალიზები იმის დასადგენად, თუ როგორია ღვიძლის ფუნქციონირება.
როგორ მიიღება ბეტამოქსი ES
- ყოველთვის შეანჯღრიეთ ბოთლი ყოველი დოზის წინ.
- მიეცით კვების დასაწყისში ან ცოტა ხნით ადრე.
- დოზები თანაბრად გადაანაწილეთ დღის განმავლობაში, მინიმუმ 4 საათის ინტერვალით. არ მისცეთ 2 დოზა 1 საათში.
- არ მისცეთ თქვენს შვილს ბეტამოქსი ES 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თქვენი შვილი კვლავ ცუდად გრძნობს თავს, უნდა მიმართოთ ექიმს ხელახლა.
გამოყენებამდე სუსპენზია უნდა მომზადდეს ბოთლში არსებული ფხვნილისგან შემდეგი ინსტრუქციების შესაბამისად:
- პერორალური სუსპენზიის მომზადება: შეანჯღრიეთ ბოთლი ფხვნილის გასახსნელად. შეავსეთ ბოთლი წყლით ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ნიშნულის ოდნავ ქვემოთ დონემდე. გადაატრიალეთ და კარგად შეანჯღრიეთ. შემდეგ, დაამატეთ წყალი ნიშნულამდე. კვლავ გადაატრიალეთ და კარგად შეანჯღრიეთ. ყოველთვის შეანჯღრიეთ ბოთლი ყოველი დოზის მიღებამდე.
დოზის ზუსტად გაზომვისთვის გამოიყენეთ შეფუთვაში არსებული საზომი მოწყობილობა. არ გამოიყენოთ სამზარეულოს კოვზები, რადგან ისინი არ იძლევა დოზის ზუსტი გაზომვის საშუალებას.
დანიშნული დოზის სრულად მისაღებად, შესაძლოა საჭირო გახდეს ამ მოწყობილობის რამდენჯერმე შევსება.
თუ მიეცით ბავშვს საჭიროზე მეტი ბეტამოქსი ES
თუ თქვენმა შვილმა მიიღო საჭიროზე მეტი ბეტამოქსი ES, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კუჭის დარღვევებს (გულისრევა, ღებინება ან დიარეა) ან კრუნჩხვებს. რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს. თან წაიღეთ წამლის ბოთლი ექიმისთვის საჩვენებლად.
თუ დაგავიწყდათ ბეტამოქსი ES-ს მიცემა
თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის დოზის მიცემა, მიეცით ის როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა არ უნდა მისცეთ ბავშვს ზედმეტად ადრე, მაგრამ დაელოდეთ დაახლოებით 4 საათი შემდეგი დოზის მიცემამდე.
თუ თქვენი შვილი შეწყვეტს ბეტამოქსი ES-ს მიღებას
გააგრძელეთ ბავშვისვის ბეტამოქსი ES-ის მიცემა მკურნალობის დასრულებამდე, მაშინაც კი, თუ ის თავს უკეთ გრძნობს. თქვენს შვილს ყველა დოზა სჭირდება ინფექციასთან საბრძოლველად. თუ რომელიმე ბაქტერია გადარჩა, მას შეუძლია ხელახლა გამოიწვიოს ინფექცია.
თუ ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ დამატებითი კითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ამ მედიკამენტის გამოყენებისას.
მდგომარეობები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:
ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი კანზე;
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი), რომელიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე წითელი ან იისფერი ამობურცული ლაქების სახით, მაგრამ შესაძლოა ასევე გავლენა იქონიოს სხეულის სხვა ნაწილებზეც;
- ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიის ან საზარდულის მიდამოში ლიმფური კვანძების გადიდება;
- შეშუპება, ზოგჯერ სახის ან პირის ღრუს (ანგიონევროზული შეშუპება), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას;
- კოლაფსი;
- ტკივილი გულმკერდის არეში ალერგიული რეაქციების ფონზე, რაც შეიძლება იყოს ალერგიით გამოწვეული გულის ინფარქტის (კოუნისის სინდრომი) ნიშანი.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი. შეწყვიტეთ თქვენი ბავშვისთვის ბეტამოქსი ES-ის მიცემა.
მსხვილი ნაწლავის ანთება
მსხვილი ნაწლავის ანთება, რაც იწვევს წყლიან დიარეას, ჩვეულებრივ სისხლიანით და ლორწოთი, ტკივილს კუჭის არეში და/ან ცხელებას.
პანკრეასის მწვავე ანთება (მწვავე პანკრეატიტი)
თუ გაქვთ ძლიერი და მუდმივი ტკივილი კუჭის არეში, ეს შეიძლება იყოს მწვავე პანკრეატიტის ნიშანი.
წამლით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი (DIES):
DIES ძირითადად აღწერილია ბავშვებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინს/ კლავულანატს. ეს არის გარკვეული ტიპის ალერგიული რეაქცია, რომლის სიმპტომია განმეორებითი ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ). სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ლეთარგია, დიარეა და დაბალი არტერიული წნევა.
თუ შენიშნეთ ეს სიმპტომები, დაუკავშირდით ექიმს კონსულტაციისთვის რაც შეიძლება მალე.
ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში:
- დიარეა (მოზრდილებში).
ხშირი გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანში:
- კანდიდოზი (კანდიდა - საშოს, პირის ღრუს ან კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია);
- გულისრევის შეგრძნება (გულისრევა), განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას; აღნიშნულის შემთხვევაში, მიიღეთ ბეტამოქსი ES ჭამის წინ.
- ღებინება;
- დიარეა (ბავშვებში).
არახშირი გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში:
- გამონაყარი კანზე, ქავილი;
- ამობურცული ქავილიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება);
- საჭმლის მონელების დარღვევა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი.
არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
- ღვიძლის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) დონის მომატება.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში,
- გამონაყარი კანზე, რომელიც შეიძლება გადაიქცეს ბუშტუკებად და პატარა სამიზნეებს წააგავს (ცენტრალური მუქი ლაქები, რომლებიც გარშემორტყმულია უფრო ღია ფერის უბნით, კიდეზე მუქი ხაზით - მულტიფორმული ერითემა).
თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
- კოაგულაციაში მონაწილე სისხლის უჯრედების დაბალი რაოდენობა;
- ლეიკოციტების დაბალი რაოდენობა.
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- კრისტალები შარდში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე დაზიანება,
- გამონაყარი ბუშტუკებით, რომლებიც განლაგებულია წრიულად ცენტრალური ქერქის წარმოქმნით ან მარგალიტის მძივის მსგავსად (ხაზოვანი IgA დაავადება),
- თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარსების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი),
- ალერგიული რეაქციები (იხ. ზემოთ);
- მსხვილი ნაწლავის ანთება (იხ. ზემოთ);
- კანის სერიოზული რეაქციები:
- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი ბუშტუკებით და აქერცლილი კანით, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალებისა და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) და უფრო მძიმე ფორმა, რომელიც იწვევს კანის ძლიერ აქერცვლას (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
- გავრცელებული წითელი გამონაყარი კანზე მცირე ჩირქოვანი ბუშტუკებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი);
- წითელი, აქერცლილი გამონაყარი კანქვეშ კვანძებით და ბუშტუკებით (ეგზანთემატოზური პუსტულოზი);
- გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ლიმფური კვანძების შეშუპებით და სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგებით (მათ შორის სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატებით) მედიკამენტზე რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS));
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება რომელიმე ეს სიმპტომი.
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
- სიყვითლე, გამოწვეული სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში გამომუშავებული ნივთიერება) მომატებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება;
- თირკმლის მილაკების ანთება;
- სისხლის შედედების დროის გაზრდა;
- ჰიპერაქტიურობა;
- კრუნჩხვები (ბეტამოქსი ES-ის დიდი დოზების მიმღებ პირებში ან თირკმლის პრობლემების მქონე პირებში);
- შავი ენა, რომელიც გამოიყურება როგორც თმიანი;
- ლაქები კბილებზე (ბავშვებში), რომელიც ჩვეულებრივ კბილების გამოხეხვისას შორდება.
გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
- ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება,
- ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ აღგენიშნათ გვერდითი მოვლენები, მათ შორის ისეთი, რომლებიც ამ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს უწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. სინათლისა და ნესტისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
გახსნის შემდეგ, პერორალური სუსპენზია უნდა შეინახოთ მჭიდროდ დახურულ ბოთლში მაცივარში (2°C-8°C) და გამოიყენოთ 10 დღის განმავლობაში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბეტამოქსი ES ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე, “EXP”-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ ბეტამოქსი ES, თუ შეამჩნევთ გაუარესების შესამჩნევ ნიშნებს.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რას შეიცავს ბეტამოქსი ES.
- აქტიური ნივთიერებებია ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. დამზადების შემდეგ, პერორალური სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 600 მგ ამოქსიცილინს (ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის სახით) და 42.9 მგ კლავულანის მჟავას (კალიუმის კლავულანატის სახით).
- სხვა ინგრედიენტებია: ასპარტამი (E951), ქსანთანის ფისი, სილიციუმი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, კოლოიდური ჰიდრატირებული დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა და ტუტი-ფრუტის ესენცია.
ბეტამოქსი ES-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა.
ბეტამოქსი ES არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი, რომელიც მოთავსებულია ქარვისფერ შუშის ბოთლებში. წყალში გახსნის შემდეგ, ბეტამოქსი ES არის ერთგვაროვანი, თეთრი ან ოდნავ მოყვითალო სუსპენზია, დამახასიათებელი ხილის სუნით. ბოთლები მოთავსებულია მუყაოს კოლოფებში საზომ მოწყობილობასთან ერთად (ერთი საზომი კოვზი). ხელმისაწვდომია დოზირების შემდეგი ფორმები: 50 მლ, 75 მლ, 100 მლ, 120 მლ და 150 მლ.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
რჩევა/სამედიცინო განათლება
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი არ მოქმედებენ ვირუსებით გამოწვეული ინფექციების წინააღმდეგ.
ზოგჯერ ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია არ რეაგირებს ანტიბიოტიკზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია ის, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები რეზისტენტულია მიღებული ანტიბიოტიკის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადარჩენა და გამრავლებაც კი ანტიბიოტიკის მოქმედების მიუხედავად.
ბაქტერიები შეიძლება გახდეს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული სხვადასხვა მიზეზის გამო. ანტიბიოტიკების სწორად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ბაქტერიების ამ პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის განვითარების ალბათობა.
როდესაც ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკის კურსს, ის განკუთვნილია მხოლოდ თქვენი მიმდინარე დაავადების სამკურნალოდ. რეკომენდაციების გათვალისწინება დაგეხმარებათ რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების თავიდან აცილებაში, რამაც შეიძლება შეაფერხოს ანტიბიოტიკის მოქმედება.
1. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ანტიბიოტიკი სწორი დოზით, სწორ დროს და განსაზღვრული დღეების განმავლობაში. წაიკითხეთ ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქცია და თუ რაიმე გაუგებარია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ახსნა-განმარტებისთვის.
2. არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკი, თუ ის სპეციალურად თქვენთვის არ არის დანიშნული და გამოიყენეთ მხოლოდ იმ ინფექციის სამკურნალოდ, რომლისთვისაც დაგენიშნათ.
3. არ მიიღოთ სხვა ადამიანისთვის დანიშნული ანტიბიოტიკი მაშინაც კი, თუ მათი ინფექცია თქვენი ინფექციის მსგავსია.
4. არ გადასცეთ სხვა ადამიანებს თქვენთვის დანიშნული ანტიბიოტიკები.
5. თუ ექიმის დანიშნულებისამებრ ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ დაგრჩათ პრეპარატი, მიიტანეთ ის აფთიაქში შესაბამისი წესით გასანადგურებლად.