| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდის ქვეყანა | |
| რაოდენობა და ფორმა | 10 ტაბლეტი |
| მოქმედი ნივთიერება | cefuroxime |
| დოზა | 250მგ |
ნიუროქსიმი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ინიშნება ბავშვებსა და მოზრდილებში. იგი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. იგი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „ცეფალოსპორინები“.
ნიუროქსიმი ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ნიუროქსიმი (NEWROXIME) 250მგ შემოგარსული ტაბლეტები
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
შინაარსი:
1) რა არის ნიუროქსიმი და რა დროს გამოიყენება
2) რა უნდა იცოდეთ ნიუროქსიმის მიღებამდე
3) ნიუროქსიმის მიღების წესი
4) მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5) ნიუროქსიმის შენახვის პირობები
6) შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
ნიუროქსიმი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ინიშნება ბავშვებსა და მოზრდილებში. იგი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. იგი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „ცეფალოსპორინები“.
ნიუროქსიმი ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
ნიუროქსიმი ასევე გამოიყენება
არ მიიღოთ ნიუროქსიმი:
® თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე მდგომარეობა გეხებათ, ნიუროქსიმის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ნიუროქსიმის მიღების დაწყებამდე აუცილებელია სამედიცინო კონსულტაცია.
ნიუროქსიმის მიღება არ არის რეკომენდებული 3 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგანაც არ არსებობს აღნიშნული ასაკის ჯგუფში მედიკამენტის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები.
ნიუროქსიმის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა გარკვეულ სიმპტომებთან დაკავშირებით, როგორიცაა ალერგიული რეაქციები, სოკოვანი ინფექციები (მაგ., რძიანა) და მწვავე დიარეა (ფსევდომემბრანული კოლიტი), ნებისმიერი პრობლემის რისკის შესამცირებლად. იხ. ქვეთავი 4 „მდგომარეობები, როდესაც საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა“.
სისხლის ანალიზი
ნიუროქსიმს შეუძლია გავლენა იქონიოს სისხლში შაქრის დონის გაზომვის, ან ე.წ. კუმბსის ტესტის შედეგებზე. სისხლის ანალიზის ჩატარებისას:
® აცნობეთ ექიმს ან მედდას, რომ ღებულობთ ნიუროქსიმს.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ნიუროქსიმი
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.
კუჭის წვენის მჟავიანობის დამწევმა სამკურნალო საშუალებებმა (მაგ.: ანტაციდები, რომლებიც გამოიყენება გულძმარვის მოსახსნელად) შეიძლება გავლენა იქონიოს ნიუროქსიმის მოქმედებაზე.
პრობენეციდი
პერორალური ანტიკოაგულანტები
® აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ რომელიმე აღნიშნულ სამკურნალო საშუალებას.
კონტრაცეპტული ტაბლეტები
ცეფუროქსიმმა შეიძლება შეამციროს კონტრაცეპტული ტაბლეტების მოქმედების ეფექტურობა. ნიუროქსიმით მკურნალობისას კონტრაცეპტული ტაბლეტების მიღების შემთხვევაში თქვენ ასევე უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდები (როგორიცაა კონდომები). გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია .
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი განსაზღვრავს ნიუროქსიმით მკურნალობის სარგებელი რამდენად აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკებს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა
ნიუროქსიმმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოქმედება, რაც გავლენას ახდენს კონტენტრაციასა და სიფხიზლეზე.
® არ შეიძლება ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა, თუ არ გრძნობთ თავს კარგად.
ნიუროქსიმი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის აუტანლობის მსგავსი რეაქცია.
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიიღეთ ნიუროქსიმი საკვების მიღების შემდეგ. აღნიშნული კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მკურნალობას.
გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყალთან ერთად.
ტაბლეტები არ დაფშვნათ და არ დაღეჭოთ.
სტანდარტული დოზა
მოზრდილები
ნიუროქსიმის სტანდარტული დოზა არის 250მგ -500მგ დღეში ორჯერ ინფექციის სიმძიმის და ტიპის გათვალისწინებით.
ბავშვები
ნიუროქსიმის სტანდარტული დოზა არის 10მგ/კგ (მაქს. 125მგ) -15მგ/კგ (მაქს.250მგ) დღეში ორჯერ ინფექციის სიმძიმისა და ტიპის გათვალისწინებით.
ნიუროქსიმის მიღება არ არის რეკომენდებული 3 თვემდე ასაკის პაციენტებისთვის, რადგანაც არ არსებობს აღნიშნულ ასაკის ჯგუფში მედიკამენტის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონაცემები.
ავადმყოფობის სიმძიმისა და მკურნალობაზე რეაგირების გათვალისწინებით შეიძლება საწყისი დოზა შეიცვალოს ან საჭირო გახდეს მკურნალობის კურსის განმეორება .
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები
თირკმლის პრობლემების შემთხვევაში ექიმს შეუძლია შეცვალოს დოზა.
® აღნიშნულ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
ნიუროქსიმის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ნევროლოგიური დარღვევები, კერძოდ კრუნჩხვები.
®დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
მედიკამენტის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ნიუროქსიმის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, ექიმის მითითების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობის სრულ კურსს, შეიძლება მოხდეს ინფექციის რეციდივი.
სხვა მედიკამენტების მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს შემდეგი მდგომარეობები:
პაციენტთა მცირე რაოდენობას, რომლებიც იღებდნენ ნიუროქსიმს, განუვითარდათ ალერგიული რეაქცია ან პოტენციურად სერიოზული კანის რეაქცია.
აღნიშნული რეაქციების სიმპტომებია:
® აღნიშნულიდან ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან მედდას.
ხშირი გვერდითი მოქმედება
შეიძლება გამოვლინდეს 10- დან 1 პაციენტში:
ხშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
არახშირი გვერდითი მოქმედება
შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 პაციენტში:
არახშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
სხვა გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ძალიან მცირე რეოდენობის პაციენტებში, მაგრამ მათი გამოვლენის ზუსტი სიხშირე ცნობილი არ არის.
გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზებში:
® ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ პირდაპირ ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით თქვენ უზრუნველყოფთ აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტ ინფორმაციას.
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ 250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში თავდაპირველ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
არ მიიღოთ ნიუროქსიმი, თუ ტაბლეტი დაზიანებულია.
მედიკამენტი არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
რას შეიცავს ნიუროქსიმი:
აქტიური ნივთიერება არის ცეფუროქსიმის აქსეტილი.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა 105, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, ჰიდროგენური მცენარეული ზეთი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (Methocel E5), პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.
ნიუროქსიმის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ნიუროქსიმი 250მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით .
ნიუროქსიმი 500მგ შემოგარსული ტაბლეტები: თეთრი, კაფსულის ფორმის შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს ჭდით .
ნიუროქსიმი 250 და 500მგ შემოგარსული ტაბლეტები დაფასოებულია ბლისტერებში, რომელშიც მოთავსებულია 10 ტაბლეტი, შემდეგ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .