აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

შამპუნი სტიმულიტ დაფნა 300მლ სტიმულიტი - Stimulit

#106910_647
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიStimulit - სტიმულიტი
ბრენდის ქვეყანა საქართველო
რაოდენობა და ფორმა1 ფლაკონი
მოქმედი ნივთიერებაherbal combination drug
მოცულობა300
მოკლე აღწერა
გამოიყენება როგორც ცხიმიანი, ასევე ნორმალური და მშრალი ტიპის კანისათვის, როდესაც თავის კანი და თმის საფარი არის დასუსტებული და თმის ცვენისაკენ მიდრეკილი.
36.36₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

შამპუნი სტიმულიტ დაფნა 300მლ სტიმულიტი - Stimulit

,,სტიმულიტი დაფნა'' შეიცავს დაფნის ფოთლების უძვირფასეს ექსტრაქტებს და სამკურნალო მცენარეთა წვენების კომბინაციას.

,,სტიმულიტი დაფნა'' არის შამპუნი უნივერსალი, იგი გამოიყენება როგორც ცხიმიანი, ასევე ნორმალური და მშრალი ტიპის კანისათვის, როდესაც თავის კანი და თმის საფარი არის დასუსტებული, ავადმყოფური, თმის ცვენისაკენ მიდრეკილი. მას ახასიათებს ნაზი, მასტიმულირებელი მოქმედება, აუმჯობესებს თავის კანის მდგომარეობას და აწესრიგებს თმის საფარში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

მოქმედება:

,,სტიმულიტი დაფნა'' აჩერებს ქერტლისა და თმის ცვენას; ამაგრებს თმის ძირებს, კვებავს და აჯანსაღებს თმის საფარს, კარგად ასუფთავებს თმებსა და თავის კანს; ყველა სხვა შამპუნისგან განსხვავებით გააჩნია გამორჩეული თვისებები: ჩამობანისას არ რჩება თმებზე და ბილომდე შორდება თმის საფარს; დაბანის შემდეგ თმები ადვილად ლაგდება, იკეთებს ბუნებრივ მოცულობას, ხდება ფაფუკი და დამყოლი.

,,სტიმულიტ დაფნას'' ახასიათებს თმის კონდიციონერის კოსმეტიკური ეფექტი.

გამოყენების წესი:

თანმხლები მასაჟით, სველ თმებზე შეიზილეთ მცირეოდენი ულუფა შამპუნი, შემდეგ გადაივლეთ წყალი; პროცედურა გაიმეორეთ 3-4 ჯერ; ,,სტიმულიტი დაფნათი'' თმების დაბანის შემდეგ სხვა სავლების გამოყენება აღარ არის საჭირო.

დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ შესაძლებლობას, ისარგებლოს უნიკალური საფირმო, ნატურალური საშუალებებით და მკურნალობის სრული ციკლით - ტრიადით :

ა) თმის ცვენის თერაპია მცენარეული პრეპარატით შროშანი.

ბ) თმის მოვლა მცენარეული შამპუნით ,,სტიმულიტი დაფნა''.

გ) ბანაობის წინ თმის კრემის - ნიღაბის ,,აქსიომის'' გამოყენება.

გამოიყენეთ ,,სტიმულიტი დაფნა'' სისტემატურად!

,,სტიმულიტი დაფნა'' დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმები, დაიცვათ თავის კანი დაავადებებისაგან და მუდმივად ფორმაში გქონდეთ თმის საფარი!