| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Lansinoh - ლანსინო |
| ბრენდის ქვეყანა | |
| მოცულობა | 100 მლ |
მშობიარობის შემდგომი დამამშვიდებელი სპრეი ლანსინო - Lansinoh
Lansinoh-ის მშობიარობის შემდგომი სპრეი სპეციალურად შექმნილია მშობიარობის შემდეგ პერინეალური ზონის (შორისის არეალის) მოვლისთვის. ხელს უწყობს დისკომფორტის შემსუბუქებას და შვების შეგრძნებას. მისი ნაზი, მცენარეული ფორმულა შეიცავს ბუნებრივი და ორგანული წარმოშობის ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის დამშვიდებასა და მოვლას. პროდუქტი გინეკოლოგიურად ტესტირებულია და შესაფერისია მგრძნობიარე კანისთვის. მოსახერხებელი 360° აპლიკატორი უზრუნველყოფს მარტივ გამოყენებას სხვადასხვა კუთხით, კანთან უშუალო შეხების გარეშე. დამატებითი გაგრილების ეფექტისთვის შესაძლებელია მაცივარში შენახვა.
99% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები
23% ორგანული ინგრედიენტები
Lansinoh არის დედებისა და ჩვილების მოვლის საშუალებებზე სპეციალიზებული საერთაშორისო ბრენდი, რომელიც 40 წელზე მეტია ქმნის პროდუქტებს ორსულობის, ძუძუთი კვებისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. ბრენდის მიზანია დედების მხარდაჭერა და მათი ყოველდღიური გამოცდილების გამარტივება ხარისხიანი და პრაქტიკული პროდუქტებით.