| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Atricos Milano - ატრიკოს მილანო |
| ბრენდის ქვეყანა |
შამპუნი აღმდგენი PRODIGIOUS 3 ატრიკოს მილანო - Atricos Milano
შამპუნის გამოყენების შედეგად თმის ბოჭკოები აღდგება, თმა შიგნიდან ძლიერდება. საბოლოო ეფექტი თვალსაჩინოა - თმა ხდება უფრო სავსე, რბილი, მოქნილი და ძლიერი. ენიჭება ბზინვარება და ჯანსაღი იერსახე.
·Plukenetia volubilis (ინკას ნიგოზი, Sacha Inchi) არის მცენარეული ზეთი, რომელიც მდიდარია ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმოვანი მჟავებით. ხელს უწყობს სკალპს ნატურალური ტენიანობის შენარჩუნებაში, ხელს უშლის გამოშრობას და ქავილს. ამცირებს გაღიზიანებას და სიწითლეს, აღადგენს ბუნებრივ ლიპიდურ ბარიერს, იცავს სკალპს გარემოს მავნე ფაქტორებისგან. ზეთი ღრმად კვებავს თმის ბოჭკოებს, ამცირებს მტვრევადობას, ანიჭებს ელასტიურობას, ბზინვარებას და ცოცხალ იერსახეს. ეხმარება დაზიანებული თმის აღდგენას, აუმჯობესებს ჯანსაღ ვიზუალურ ეფექტს.
·ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტი თმას ღრმად კვებავს და უნარჩუნებს ტენიანობას, რის შედეგადაც თმა ხდება რბილი, ელასტიური და ჯანსაღი. აძლიერებს თმის ბოჭკოებს, ამცირებს მტვრევადობას, ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას და ჯანსაღ მოცულობით იერს. ექსტრაქტში არსებული ბუნებრივი ანტიოქსიდანტები იცავენ თმას გარემოს მავნე ფაქტორებისგან და ხელს უშლიან დაზიანებას. ზეთისხილის ნაყოფის ექსტრაქტი ასევე ამცირებს თმის ელექტრიზებას, აადვილებს დავარცხნასა და სტაილინგს, ხოლო სკალპს ანიჭებს დამამშვიდებელ ეფექტს და აღადგენს ბუნებრივ ბარიერს. ეს ინგრედიენტი იდეალურია მშრალი, დაზიანებული ან მგრძნობიარე სკალპის მქონე თმისთვის, კვებავს, აღადგენს და მატებს თმას სიძლიერესა და ბუნებრივ ბზინვარებას.
·ტოკოფეროლი, იგივე Vitamin E ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ხელს უწყობს როგორც თმის, ისე თავის კანის (სკალპის) ჯანმრთელობას. გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური დაცვა: იცავს თმას თავისუფალი რადიკალებისგან, ამცირებს გარემოს მავნე ზემოქმედებას (მზე, დაბინძურება). აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სკალპში, რაც აძლიერებს თმის ფოლიკულებს, ხელს უწყობს თმის ზრდას. ამცირებს სიმშრალესა და მტვრევადობას, აუმჯობესებს თმის ელასტიურობას. ხელს უწყობს დაზიანებული თმის ღერის გაჯანსაღებას, ამცირებს გაყოფილ ბოლოებს, აძლიერებს თმის სტრუქტურას. აცხრობს სკალპის ანთებას და გაღიზიანებას, ხელს უწყობს ქერტლის შემცირებას, აუმჯობესებს კანის საერთო მდგომარეობას. თმას ანიჭებს ცოცხალ და ჯანსაღ იერს.
·ჰიდროლიზებული სიმინდის სახამებელი კვებავს თმას, ანიჭებს მოცულობას და სიმკვრივეს, იცავს ზედმეტი სიმშრალისგან და ამყარებს თმის სტრუქტურას. იგი ქმნის თმის ზედაპირზე მსუბუქ დამცავ ფენას, რომელიც იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისგან. თმას ანიჭებს გლუვ და ერთგვაროვან ტექსტურას, ამარტივებს დავარცხნასა და სტაილინგს, ასევე ხელს უწყობს ფერის შენარჩუნებას.
·ჰიდროლიზებული აბრეშუმი ღრმად კვებავს თმას და ეხმარება დაზიანებული ბოჭკოების აღდგენას, ამცირებს მტვრევადობას და თმას ხდის ელასტიურს. ის ანიჭებს თმას გლუვი ტექსტურას და ბუნებრივ ბზინვარებას, ხდის თმას სავსეს, რბილს და ჯანსაღს. ჰიდროლიზებული აბრეშუმი ქმნის თხელ დამცავ ფენას, რომელიც იცავს თმას სითბოს, ქიმიური პროცედურებისა და გარემოს მავნე ფაქტორებისგან. იგი ამცირებს თმის ელექტრიზებას, აუმჯობესებს დავარცხნას და სტილისტური დამუშავების ეფექტს.
დაზიანებული თმა
Aqua [Water], Ammonium lauryl sulfate, Glycerin, Sodium cocoamphoacetate, Sodium myreth sulfate, Benzyl alcohol, Plukenetia volubilis seed oil, Olea europaea fruit extract [Olea europaea (Olive) fruit extract], Hydroxypropyl guar hydroxypropyltrimonium chloride, Benzoic acid, Dehydroacetic acid, Sodium chloride, Vanillin, Tetramethyl acetyloctahydronaphthalenes, Disodium EDTA, Pentylene glycol, Hexamethylindanopyran, Lysine, Citric acid, Sodium hyaluronate crosspolymer, Tocopherol, Disodium uridine phosphate, Adenosine phosphate, Cytidine, Hydroxyacetophenone, Hydrolyzed corn starch, Parfum [Fragrance], Hydrolyzed silk.
250 მლ.
Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.
ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.
პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.
ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.
თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.