| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Atricos Milano - ატრიკოს მილანო |
| ბრენდის ქვეყანა |
შამპუნი ხვეული თმის FRIZZ ატრიკოს მილანო - Atricos Milano
შამპუნი შეიცავს მანუკას თაფლს, რომელიც კვებავს თმას და უზრუნველყოფს შესანიშნავ დატენიანებას დამძიმების გარეშე. ჭარხლისა და შაქრის ლერწმისგან მიღებულ ბეტაინებს გააჩნია აბურდვის და ჩახლართვის საწინააღმდეგო მოქმედება, იდეალურ ფორმას ანიჭებს კულულებს და ხდის უფრო გამოკვეთილს. მანდარინის ეთერზეთი აღადგენს თმის სტრუქტურას, ანიჭებს ელასტიურობას, აძლიერებს თმის ბოჭკოებს, ხელს უშლის მტვრევადობას, ანიჭებს ბზინვარებას და ციტრუსის სასიამოვნო სურნელს.
·თაფლის ექსტრაქტი თმის მოვლაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი ინგრედიენტია, რადგან აერთიანებს დამატენიანებელ, მკვებავ და დამცავ თვისებებს. უნივერსალური ინგრედიენტი, რომელიც ატენიანებს, კვებავს, იცავს და აძლევს თმას ბზინვარებას. განსაკუთრებით სასარგებლოა მშრალი, აფუებისკენ მიდრეკილი, ხვეული და ტალღოვანი, რთულად სამართავი თმისთვის.
ეფექტურად ატენიანებს თმას - იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას თმის ბოჭკოებში. შედეგად თმა ხდება უფრო რბილი, ელასტიური და მოქნილი. კვებავს თმას სასარგებლო ნივთიერებებით, ამცირებს მტვრევადობას და ხელს უწყობს დაზიანებული თმის სტრუქტურის აღდგენას. თმა იძენს უფრო ძლიერ და ჯანსაღ იერს.
თაფლის ექსტრაქტი ანიჭებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას და სიგლუვეს, ანიჭებს მოვლილ და ცოცხალ იერსახეს. აქვვს დამცავი ეფექტიც - თმის ზედაპირზე ქმნის მსუბუქ ფენას, რომელიც იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და ამცირებს ტენიანობის დაკარგვას. ამცირებს თმის ელექტრიზებას, აადვილებს დავარცხნას და სტილისტურ დამუშავებას. თაფლის ექსტრაქტი ამშვიდებს თავის კანს, ამცირებს გაღიზიანებას და ქავილს. ასევე აქვს მსუბუქი ანტიბაქტერიული მოქმედება, რითაც ხელს უწყობს სკალპის სისუფთავის და სიჯანსაღის შენარჩუნებას.
·მწარე ფორთოხლის ქერქის ზეთი შეიცავს აქტიურ ბუნებრივ კომპონენტებს (მათ შორის, ლიმონენს), რომლებიც დადებითად მოქმედებს თმაზე - მატებს მას ბუნებრივ სიპრიალეს, მოქმედებს როგორც ბზინვარების ბუნებრივი გამაძლიერებელი. თმას ანიჭებს სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას.
·მანდარინის ქერქის ზეთი აერთიანებს გამწმენდ, დამამშვიდებელ და გამაჯანსაღებელ ეფექტებს. თმას ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას და ცოცხალ იერს, ასწორებს თმის ზედაპირს და აუმჯობესებს ელასტიურობას, რის შედეგად თმა ნაკლებად იმტვრევა და უფრო მოქნილი ხდება. აქვს მსუბუქი გამწმენდი თვისება, რომელიც ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმისა და ნარჩენების მოცილებას ისე, რომ თმა არ შრება. მანდარინის ქერქის ზეთი ხელს უწყობს თმის განახლებას და ჯანსაღი იერის აღდგენას, განსაკუთრებით ქიმიური პროცედურებით ან სითბური დამუშავებულ დაზიანებულ თმაზე. იგი არეგულირებს სებუმის გამოყოფას, რაც სასარგებლოა როგორც ცხიმიანი, ისე ნორმალური სკალპისთვის, ამცირებს მსუბუქ გაღიზიანებას და ქმნის სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას. გარდა ამისა, ხელს უწყობს სკალპის გაწმენდასა და სიჯანსაღის შენარჩუნებას, ხოლო მისი სასიამოვნო არომატი თმაზე ტოვებს სისუფთავისა და სიახლის არომატს.
ხვეული და ტალღოვანი თმა, აბურდვის და აფუებისკენ მიდრეკილი თმა.
Aqua [Water], Sodium coceth sulfate, Betaine, Cocamide DEA, Cocamidopropyl betaine, Glycerin, Coco-glucoside, Honey extract, Citrus aurantium peel oil, Citrus nobilis peel oil [Citrus nobilis (Mandarin orange) peel oil], Phenoxyethanol, Polyquaternium-10, PEG-7 glyceryl cocoate, PEG-90M, Sodium chloride, Sodium benzoate, Parfum [Fragrance], Disodium EDTA, Glyceryl laurate, Limonene, Styrene/acrylates copolymer, Citric acid, Silica, Decyl glucoside, Hexamethylindanopyran, CI 19140 [Acid yellow 23], CI 18050 [Acid red 1].
250 მლ.
Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.
ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.
პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.
ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.
თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.