აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

ნიღაბი ხვეული თმის Wonder Curl 1000მლ 5983 ფანოლა - Fanola

#103660_3073
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიFanola - ფანოლა
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
დამატენიანებელი ნიღაბი Wonder Curl ხვეული, ტალღოვანი თმისთვის - არბილებს, კვებავს და აღადგენს კულულების ბუნებრივ ელასტიურობას. პროდუქტი ხელს უშლის თმის ჩახლართვას, აფუებასა და ფორმის დაკარგვას. ამარტივებს დავარცხნას. ხვეულებს ხდის უფრო მოწესრიგებულსა და გამოკვეთილს. ტალღოვანი თმის შემთხვევაში - ხელს უწყობს კულულების უკეთ ფორმირებას. გამოიყენება ასევე სწორ, ძალიან დაზიანებულ თმაზეც, როგორც ინტენსიური დამატენიანებელი საშუალება. უასფრთხო, 100% ვეგანური ფორმულა. გამდიდრებულია უდაბნოს ფინიკის ზეთით. 1000 მლ
23.78₾
52.85₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
ამ პროდუქტთან ერთად შეიძინეთ
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

ნიღაბი ხვეული თმის Wonder Curl ფანოლა - Fanola

Fanola Wonder Curl ნიღაბი - სპეციალურად შემუშავებული, ვეგანური ფორმულა ღრმად ატენიანებს კულულებს და ხდის მოწესრიგებულსა და გამოკვეთილს.  

ნიღაბი ეფექტურად ამცირებს ჩახლართვასა და აფუებას, ამარტივებს დავარცხნას და ხვეულებს ანიჭებს უფრო გამოკვეთილ ფორმას. ტალღოვანი თმის შემთხვევაში - ხელს უწყობს უფრო მკაფიო კულულების ფორმირებას. 

  • ინტენსიურად ატენიანებს და კვებავს თმას - შექმნილია თმის ღერში ღრმად შესაღწევად, უზრუნველყოფს თითოეული ღერის აუცილებელ კვებასა და აღდგენას
  • აღადგენს ხვეულების ელასტიურობასა და ბუნებრივ ფორმას 
  • თმის ჩახლართვისა და აფუების საწინააღმდეგო მოქმედება
  • ამარტივებს დავარცხნას 
  • ხდის კულულებს უფრო გამოკვეთილსა და მოწესრიგებულს 
  • ტალღოვან თმას უფრო მკაფიო კულულებს აძლევს
  • იდეალურია ხვეული თმისთვის 2A-დან 4C-მდე (ოდნავ ტალღოვანიდან ძალიან ხვეულ თმამდე)
  • გამოიყენება სწორ, ძალიან დაზიანებულ თმაზეც 
  • შეიცავს უდაბნოს ფინიკის ზეთს მკვებავი და აღმდგენი თვისებებით 
  • რბილი, კრემისებური ტექსტურა 
  • არ ამძიმებს თმას 
  • 100% ვეგანური ფორმულა 
  • არ შეიცავს SLS და SLES-ს (სულფატებისგან თავისუფალი წმენდა) 

თმის ტიპი 

ყველა ტიპის ხვეული და ტალღოვანი თმისთვის 

ძალიან დაზიანებული სწორი თმისთვის

გამოყენების წესი 

  • შამპუნით დაბანის შემდეგ, კარგად გაწურეთ თმა.
  • ნიღაბი თანაბრად გადაანაწილეთ ნოტიო თმის სიგრძესა და ბოლოებზე (სასურველია, სავარცხლის დახმარებით).
  • გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ საფუძვლიანად ჩამოიბანეთ. 

საუკეთესო შედეგისთვის რეკომენდებულია Fanola Wonder Curl სერიის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენება. 

შედეგი: ჯანსაღი, ღრმად დატენიანებული თმა, რბილი და ბუნებრივი კულულები 

ინგრედიენტები 

ვეგანური ფორმულა - უდაბნოს ფინიკის ზეთით - ინარჩუნებს ხვეულების ელასტიურობას. 

Aqua (Water), Butyrospermum Parkii Butter (Butyrospermum Parkii (Shea) Butter), Balanites roxburghii seed oil, Cetearyl Alcohol, Cetrimonium Chloride, Amodimethicone, Phenoxyethanol, Parfum (Fragrance), Polyquaternium-10, C11-15 Pareth-5, C11-15 Pareth-9, Ethylhexylglycerin, Tetramethyl acetyloctahydronaphthalenes, PG-Hydroxyethylcellulose Cocodimonium Chloride, Benzyl Salicylate, Decylene Glycol, Caprylyl Glycol, Acetic Acid, Hydrolyzed Vegetable Protein PG-Propyl Silanetriol, Linalyl acetate, Trideceth-10, Citric Acid Potassium Sorbate, Disodium EDTA 

მოცულობა 

1000 მლ 

ხაზის შესახებ ინფორმაცია 

Fanola Wonder Curl ხაზი შექმნილია ხვეული და ტალღოვანი თმისთვის - უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას, კულულების ფორმის შენარჩუნებასა და აფუების კონტროლს.  

ხაზი გამდიდრებულია უდაბნოს ფინიკის ზეთით. 

ასორტიმენტი მოიცავს შამპუნს, კონდიციონერს, ნიღაბს, leave-in კონდიციონერსა და სპრეის - სრული მოვლის რუტინა, რომელიც გათვლილია ხვეული თმის ბუნებრივი ფორმის შენარჩუნებისა და გაჯანსაღებისთვის. 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია 

Fanola - იტალიური პროფესიონალური ბრენდი, რომელიც სალონური ხარისხის შედეგს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. 

ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს შამპუნებს, კონდიციონერებს, ნიღბებსა და სტაილინგ საშუალებებს, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე, ვეგანური ფორმულებით და სწრაფი, თვალსაჩინო ეფექტით. 

Fanola-ს მსოფლიო პოპულარობა განსაკუთრებით განაპირობა ლეგენდარულმა No Yellow ხაზმა - ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პროფესიონალურმა იასამნისფერმა შამპუნმა ქერა თმისთვის. 

მიმართულება: პროფესიონალური თმის მოვლა და სტაილინგი 
გამოყენება: სალონური და ყოველდღიური გამოყენება