აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თმის ნიღაბი დამარბილებელი Wonder Smooth 1000მლ 6379 ფანოლა - Fanola

#103665_3073
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
თმის დამარბილებელი ნიღაბი Fanola Wonder Smooth - განკუთვნილია დაუმორჩილებელი, აფუებისკენ მიდრეკილი, უხეში თმის გასასწორებლად და დასამორჩილებლად. ეფექტურად არბილებს თმას, რომელიც გარემოს გავლენისა და ტენიანობის გამო ადვილად ფუვდება და კარგავს ფორმას. ამარტივებს ხვეული და რთულად სამართავი თმის კონტროლს, ანიჭებს სიგლუვესა და ჯანსაღ იერს. გაჯერებულია ბამბის ზეთითა და კაკაოს კარაქით - კვებავს და არბილებს თმას, მატებს სარკისებრ ბზინვარებას და არ ამძიმებს მის სტრუქტურას. 1000 მლ.
23.78₾
52.85₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თმის ნიღაბი დამარბილებელი Wonder Smooth ფანოლა - Fanola

Fanola Wonder Smooth თმის ნიღაბი შექმნილია იმისთვის, რომ თმა გახადოს უფრო გლუვი, მორჩილი და ბზინვარე პირველი გამოყენებიდანვე. კაკაოს კარაქისა და ბამბის ზეთის კომბინაცია უზრუნველყოფს ღრმა კვებას, თმის დარბილებას და ტენიანობით გამოწვეული აფუების შემცირებას. 

ბამბის ზეთი მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი - იცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ატენიანებს და ეხმარება თმის სტრუქტურის აღდგენაში. კაკაოს კარაქი ასტიმულირებს თმის ზრდას, აძლიერებს და ასქელებს თმის ღერს, ამაგრებს ფესვებს. ეფექტურია ყველაზე უმართავი თმისთვისაც კი. 

  • იდეალურია დაუმორჩილებელი, აფუებისკენ მიდრეკილი და რთულად სამართავი თმისთვის
  • ამცირებს აფუების ეფექტს
  • ხელს უშლის თმის ჩახლართვას და ამარტივებს გასწორებას
  • არბილებს თმას და ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას
  • ამარტივებს დავარცხნასა და სტაილინგს
  • იცავს თმას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან
  • კრემისებური ტექსტურა თანაბრად ნაწილდება თმაზე
  • არ ამძიმებს თმას
  • იდეალურია როგორც ბუნებრივი, ისე ქიმიურად დამუშავებული თმისთვის
  • განკუთვნილია ხშირი გამოყენებისთვის
  • 100% ვეგანური ფორმულა
  • არ შეიცავს SLS და SLES (სულფატებისგან თავისუფალი წმენდა) 

თმის ტიპი 

დაუმორჩილებელი, გაუხეშებული, დამუხტვადი, აფუებისკენ მიდრეკილი თმა (სწორი და ხვეული) 

გამოყენების წესი 

შამპუნით დაბანის შემდეგ, კარგად გაწურეთ თმა. ნიღაბი თანაბრად გადაანაწილეთ ნოტიო თმის სიგრძესა და ბოლოებზე (სასურველია, სავარცხლის დახმარებით). გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ საფუძვლიანად ჩამოიბანეთ. 

სასურველია, გამოყენებულ იქნას Fanola Wonder Smooth ხაზის შამპუნთან ერთად.  

შედეგი: რბილი, გლუვი, მორჩილი თმა 

ინგრედიენტები 

ვეგანური ფორმულა - კაკაოს კარაქითა და ბამბის ზეთით. 

Aqua (Water), Theobroma Cacao (Cocoa) Seed Butter, Gossypium Herbaceum (Cotton) Seed Oil, Cetearyl Alcohol, Cetrimonium Chloride, Amodimethicone, Parfum (Fragrance), Methoxy PEG/PPG-7/3 Aminopropyl Dimethicone, Dimethicone, Triethylene Glycol, C11-15 Pareth-5, C11-15 Pareth-9, Hexyl Cinnamal, Benzyl Alcohol, Propylene Glycol, Decylene Glycol, Caprylyl Glycol, Phenoxyethanol, Acetic Acid, Methylchloroisothiazolinone, Methylisothiazolinone, Magnesium Nitrate, Magnesium Chloride, Sodium Hydroxide, Pentaerythrityl Tetra-di-t-butyl Hydroxyhydrocinnamate 

მოცულობა 

1000 მლ 

ხაზის შესახებ ინფორმაცია 

Fanola Wonder Smooth ხაზი შექმნილია დაუმორჩილებელი, აფუებისკენ მიდრეკილი და რთულად სამართავი თმისთვის - უზრუნველყოფს დარბილებას, სიგლუვესა და აფუების კონტროლს. 

ხაზი გამდიდრებულია კაკაოს კარაქითა და ბამბის ზეთით, რომლებიც კვებავს თმას, ანიჭებს სირბილეს და აძლიერებს მის ბუნებრივ ბზინვარებას. 

ასორტიმენტი მოიცავს შამპუნს, ნიღაბს, სპრეის - სრული მოვლის რუტინა, რომელიც გათვლილია თმის გასწორების ეფექტის გაუმჯობესებაზე, სიგლუვის შენარჩუნებასა და თმის დარბილებაზე. 

ბრენდის შესახებ ინფორმაცია 

Fanola - იტალიური პროფესიონალური ბრენდი, რომელიც სალონური ხარისხის შედეგს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. 

ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს შამპუნებს, კონდიციონერებს, ნიღბებსა და სტაილინგ საშუალებებს, რომლებიც გამოირჩევა თანამედროვე, ვეგანური ფორმულებით და სწრაფი, თვალსაჩინო ეფექტით. 

Fanola-ს მსოფლიო პოპულარობა განსაკუთრებით განაპირობა ლეგენდარულმა No Yellow ხაზმა - ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პროფესიონალურმა იასამნისფერმა შამპუნმა ქერა თმისთვის. 

მიმართულება: პროფესიონალური თმის მოვლა და სტაილინგი 
გამოყენება: სალონური და ყოველდღიური გამოყენება