აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

დეტოქსი ძმარი 400 მლ 8718 ივ როშე - Yves Rocher

#101595_2912
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიYves Rocher - ივ როშე
ბრენდის ქვეყანა საფრანგეთი
მოცულობა400 მლ
მოკლე აღწერა
დეტოქსი ძმარი, 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი, სილიკონის გარეშე ჩამობანვადი ძმარი უკვე პირველივე გამოყენებიდან წმენდს თავის კანს, დეტოქსიკაციას უკეთებს თმის ბოჭკოს და უბრუნებს მას ბზინვარებასა და სიმსუბუქეს. 400 მლ.
30.00₾
60.00₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

დეტოქსი ძმარი ივ როშე - Yves Rocher 

ძმარი სპეციალურად შექმნილია ნორმალური და ცხიმიანი თმისთვის. 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან შემდგარი და სილიკონის გარეშე ფორმულა, პირველივე გამოყენებიდან ეფექტურად წმენდს თავის კანს და აშორებს დაგროვილ მინარევებსა და დამაბინძურებელ ნაწილაკებს. ფორმულაში ორგანული მაკრო-წყალმცენარე შერწყმულია ძმარმჟავასთან, რომელსაც ძლიერი გამწმენდი მოქმედება აქვს. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს თავის კანის დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს მის მდგომარეობას და აძლიერებს თმის სიგრძეებს. გამოყენებისთანავე თმა ხდება უფრო რბილი, მსუბუქი და ბუნებრივად ბზინვარე, ხოლო თავის კანი — სუფთა და გაჯანსაღებული.

თმის ტიპი

ნორმალური და ცხიმიანი თმისთვის

გამოყენების წესი

  • გამოიყენეთ შხაპის ბოლოს, შამპუნისა და კონდიციონერის/ნიღბის შემდეგ.
  • წაისვით სველ თმაზე, დაიმასაჟეთ სკალპზე.
  • დაიტოვეთ რამდენიმე წამით, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

ინგრედიენტები / შემადგენლობა

AQUA/WATER/EAUPENTYLENE GLYCOL.DECYL GLUCOSIDEPARFUM/FRAGRANCELACTIC ACIDASPARAGOPSIS ARMATA EXTRACTBRASSICAMIDOPROPYL DIMETHYLAMINESODIUM BENZOATEACETIC ACIDGLYCERINLIMONENECITRUS AURANTIUM PEEL OILAMYL SALICYLATEMENTHOL78v1

მოცულობა

400 მლ.

ბრენდზე ინფორმაცია

Yves Rocher ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც 1965 წელს დაარსდა ივ როშერის მიერ. ბრენდის თავდაპირველ მიზანს მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კანისა და თმის მოვლის პროდუქტების შექმნა წარმოადგენდა. მისი დაარსება ინოვაციურ ხედვას უკავშირდება, რადგან ივ როშერმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა ბოტანიკური კოსმეტიკის კონცეფცია, რომელიც ბუნებასა და მეცნიერებას აერთიანებს.