აირჩიეთ ქალაქი აირჩიეთ ქალაქი

თმის სპრეი ჰაილაითერი SIRIO 200 მლ 1337 ატრიკოს მილანო - Atricos Milano

#103948_3998
 0 (0 შეფასება)
მახასიათებლები
სტატუსი
აირჩიეთ ქალაქი
მოიძიე აფთიაქშიაფთიაქები
ბრენდიAtricos Milano - ატრიკოს მილანო
ბრენდის ქვეყანა იტალია
მოკლე აღწერა
თმის სპრეი ჰაილაითერი SIRIO, ბზინვარების გამაძლიერებელი სპრეი მსუბუქი და სუფთა სურნელით. ინტენსიურ ბზინვარებას და ჯანსაღ იერსახეს ანიჭებს თმას დამძიმებისა და ნარჩენების დატოვების გარეშე. აძლიერებს როგორც ბუნებრივი, ისე შეღებილი ფერის სიმკვეთრეს და სიკაშკაშეს, ქმნის სამგანზომილებიან ელვარებას. 200 მლ.
26.98₾
59.95₾
1
შეკვრა
აირჩიეთ ქალაქი
მიწოდების მეთოდის გენერირებისთვის
მსგავსი პროდუქტები
  • აღწერა
  • შეფასებები

თმის სპრეი ჰაილაითერი SIRIO ატრიკოს მილანო - Atricos Milano 

თმის ბზინვარების სპრეი შთაგონებულია ვარსკვლავ სირიუსის სიკაშკაშით. გამოიყენება სტილისტური დამუშავების ფინალურ ეტაპზე, ან სტანდარტულად - თმის გაშრობის შემდეგ. განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისი თმაც უსიცოცხლოდ გამოიყურება, გამომშრალია, დაკარგული აქვს ელასტიურობა და ბზინვარება. იდეალურია ხვეული თმისთვისაც - გამოყენების შემდეგ მიიღებთ მბზინავ, ელასტიურ, მოელვარე კულულებს. მისი დანიშნულებაა თმას მიანიჭოს ინტენსიური ბზინვარება და “ბრილიანტის ეფექტი”. არ ამძიმებს თმას და არ ტოვებს ცხიმიან და წებოვან შეგრძნებას; გამოკვეთს როგორც ბუნებრივ, ისე შეღებილ ფერს; ქმნის მრავალგანზომილებიან ელვარებას.  სპრეის აქვს მსუბუქი ფორმულა, სასიამოვნო სურნელი, არ აქვს ლაქის ტიპის ფიქსაცია და არ ახმობს თმას. თმის სპრეი გამდიდრებულია მწარე ფორთოხლის ქერქის ზეთით, იგი შეიცავს აქტიურ ბუნებრივ კომპონენტებს (მათ შორის, ლიმონენს), რომლებიც დადებითად მოქმედებს თმაზე - მატებს მას ბუნებრივ სიპრიალეს, მოქმედებს როგორც ბზინვარების ბუნებრივი გამაძლიერებელი. თმას ანიჭებს სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას.

თმის ტიპი

ყველა ტიპი, განსაკუთრებით მშრალი, ბზინვარებადაკარგული თმა.

გამოყენების წესი

  • შეისხურეთ პროდუქტი მშრალ თმაზე დაახლოებით 30 სმ მანძილიდან.
  • არ გამოიყენება სკალპზე, არ საჭიროებს ჩამობანას.
  • განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ამოიბანეთ წყლით.

ინგრედიენტები

Cyclopentaiutoxane, Alcohol denat., Phenyl trimethicone, Parfum [Fragrance], Citrus aurantium peel oil, Ethylhexyl methoxycinnamate, Limonene, Linalool, Tetramethyl acetyloctahydronaphthalenes, Alpha-isomethyl ionone, Rose ketones.

მოცულობა

200 მლ.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია

Atricos Milano არის იტალიური პროფესიონალური თმის მოვლის ბრენდი, რომელიც შეიქმნა მილანში. ბრენდის პროდუქტები მიეკუთვნება თმის მოვლის პროფესიონალური პროდუქტების კატეგორიას, რომლებიც გამოყენებადია სალონი + სახლის პირობებში.

ბრენდის კონცეფცია აერთიანებს მეცნიერებას და სილამაზეს თმის მოვლის პროდუქტების შესაქმნელად. მიზანია სალონებსა და მომხმარებლებს შესთავაზოს სანდო, პროფესიონალური დონის შედეგები, თანამედროვე, ტენდენციებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ყოველდღიური ეფექტური თმის მოვლა.

პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს მრავალფეროვან ხაზებს, რომელთა შორისაა შამპუნები და კონდიციონერები, თმის ნიღბები და მოვლის საშუალებები, საღებავები, თავის კანის მოვლის საშუალებები, სტილისტური დამუშავების პროდუქტები.

ბრენდს გააჩნია ინოვაციური ფორმულები აქტიური ინგრედიენტებით. თითოეული მათგანი ფოკუსირებულია თავის კანის ჯანმრთელობაზე (ტრიქოლოგიური მიდგომა). პროდუქტებს აქვს ელეგანტური, თანამედროვე შეფუთვები, სასიამოვნო, მაგრამ ნაზი სურნელი.

თმის მოვლის პროფესიონალური იტალიური ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების, ეფექტური ინგრედიენტებისა და სალონური დონის შედეგების შერწყმაზე, რათა შედეგად მივიღოთ ჯანმრთელი, ძლიერი და ლამაზი თმა.