დენტაფლური -dentaflur პირის ღრუს გელი
დენტაფლურის გელი წარმოადგენს რემინერალიზაციის და მინანაქრის ჰიპერესთეზიის სამკურნალო გელს, რომელიც განკუთვნილია კბილის და ღრძილის ქსოვილის სიმტკიცის უზრუნველსაყოფად. მისი ორმაგი ფორმულა კალას ფტორიდთან და ორგანულ ფტორთან ერთად უზრუნველყოფს:
- მინანქრის რემინერალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს უფრო მტკიცე და მექანიკურად გამძლე კბილის ზედაპირს.
- მიკრობული ნადების წარმოქმნის შეფერხებას და ანთებითი პროცესების პრევენციას
- კბილის ქსოვილის დესენსიბილიზაციას და ეფექტის ხანგრძლივად შენარჩუნებას.
- დამცავი შრის წარმოქმნას მინანქრის ზედაპირზე.
ჩვენებება
- კბილების მომატებული მგრძნობელობა
- არაკარიესული დაავადებები: სოლისებრი დეფექტი, ჰიპოპლაზია
- კარიესის ,,თეთრი ლაქის“ სტადია
- კარიესის მაღალი რისკის მქონე პაციენტები
- ორთოდონტიული მკურნალობის პრე/პოსტ პერიოდი
- ბრუქსიზმი, კბილების ცვეთა, ღრძილის რეცესია
- ქიმიური გათეთრების შემდგომი პერიოდი
- კბილების პრეპარირების შემდგომი პერიოდი
შემადგენლობა
0.45% კალას ფტორიდი, 0,047 ოლაფლური(ორგანული ფტორი)1450ppm,
წყალი, ჰიდროქსიეთილცელულოზა, წყალი, პროპილენგლიკოლი,
ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი, პოლისორბიტი, თუთიის
ციტრატი, პიტნა, ნატრიუმის საქარინი.
გამოიყენება
6 წლის ასაკიდან ყოველდღიურად,
შესაძლებელია გამოყენება 6 წლამდეც ექიმის რეკომენდაციით.
გამოყენების ინსტრუქცია
- დენტაფლურის გელი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკის მიზნით დღეში 1-2 ჯერ კბილების გახეხვის შემდეგ 12 წლიდან.
- 6 წლიდან გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.
- კბილების გამოხეხვის შემდეგ მცირე რაოდენობის გელი დავიტანოთ ჯაგრისზე და გადავანაწილოთ კბილის ყველა ზედაპირზე აპლიკაციის სახით.
- დავაყოვნოთ 1 წუთის განმავლობაში.
- გადაანერწყვეთ და არ გამოივლოთ წყალი.
- საკვების და სასმელის მიღებისგან შეიკავეთ თავი 30 წუთის განმავლობაში.
გამოყენების ხანგრძლივობა
აპლიკაციური პროცედურის ჩატარების მინიმალური პერიოდი არის 20 დღე.
მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით.
გაფრთხილება
არ გამოიყენოთ,თუ გაქვთ ალერგია პროდუქტში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე
შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ რჩევისთვის ექიმს თუ შენიშნავთ ლორწოვანის გაღიზიანებას.
შენახვის პირობები
შეინახეთ 25°C-ზე
მოარიდეთ სინათლეს
არ გაყინოთ
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა
30გ ტუბი
მწარმოებელი
Dan Pharm Ltd., ბეერ-შევა, ისრაელი