| სტატუსი | აირჩიეთ ქალაქი |
| ბრენდი | Primalac - პრიმალაკი |
| ბრენდის ქვეყანა |
რიმალაკი ულტიმა AR პრიმალაკი - Primalac
კერატის ხის გუმფისი ფორმულის შესქელებისთვის, პრებიოტიკი GOS - კუჭ-ნაწლავის სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA) - თავის ტვინის განვითარებისთვის, რძის ცხიმების ოპტიმიზებული ნაზავი მდიდარი Sn-2 პალმიტატით პალმის ზეთის გარეშე - ძვლის მინერალიზაციისთვის, ამცირებს ყაბზობას და ხელს უწყობს განავლის დარბილებას, 5 სახის ნუკლეოტიდი (დედის რძის მნიშვნელოვანი კომპონენტი) მონაწილეობს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
პრიმალაკი ულტიმა AR -ის შემადგენლობაში დამატებულია კერატის ხის გუმფისი ფორმულის შესქელებისთვის. კერატის ხის გუმფისი წარმოადგენს ბუნებრივ ბოჭკოს პრედიოტიკუტური ეფექტით, რომელიც ამცირებს ამოქაფების მოცულობას და სიხშირეს.
მასში შემავალი GOS ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აფერხებს პათოგენების ადჰეზიას ეპითელურ უჯერედებზე, აძლიერებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, პლაზმაში ამცირებს ანთებით ციტოკინებს და უზრუნველყოფს იმუნური სისტემის მოდულაციას.
რძის ცხიმების ოპტიმიზებული ნაზავი მდიდარი Sn-2 პალმიტატით აუმჯობესებს ძვლის მინერალიზაციას, უზრუნველყოფს რბილ განავალს და კუჭ-ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიოტის ფორმირებას. გარდა ამისა, რძეს ანიჭებს უკეთეს ორგანოლეპტიკურ თვისებებს.
დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) და არაქიდონის მჟავა (ARA) აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის განვითარებას.
შემადგენლობაში წარმოედგენილი ცილების ფიზიოლოგიური თანაფარდობა, შრატის ცილა/კაზეინი=60/40 მაქსიმალურად მიახლოებული დედის რძის ცილოვან პროფილთან, რაც უზრუნველყოფს ცილის ოპტიმალურ შეთვისებას და კუჭის დაცლის გაუმჯობესებას, ამცირებს მეტაბოლურ დატვირთვას ახალშობილების თირკმელებზე და ფერმენტულ სისტემებზე.
5 სახის ნუკლეოტიდის შემადგენლობა განაპირობებს იმუნიტეტის გაძლიერებასა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ყურადღებით გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ინფორმაციას.
1.დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, შემდეგ გაიმშრალეთ სუფთა პირსახოცით.
2.ბოთლი, საწოვარა და თავსახური გარეცხეთ, შემდეგ მოათავსეთ მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში.
3.ადუღეთ სასმელი წყალი 5 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ 40°C-მდე.
4.გაეცანით შეფუთვაზე დატანილ ცხრილს და ჩაასხით ბოთლში ზუსტად მითითებული რაოდენობის თბილი წყალი.
5.დაუმატეთ პრიმალაკი ულტიმა AR ზუსტად მითითებული რაოდენობით, შეფუთვაში არსებული საზომი კოვზის გამოყენებით, შემდეგ დაახურეთ ბოთლს თავსახური.
6.კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება.
• აუდუღარი წყლისა და მდუღარე წყლით დაუმუშავებელი ბოთლების გამოყენებამ, ან არასწორმა მომზადებამ შესაძლოა თქვენი ბავშვი დააავადოს.
• ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ბოთლი მოამზადეთ. კვების შემდეგ დარჩენილი რძე გადაღვარეთ.
• გამოიყენეთ მხოლოდ შეფუთვაში არსებული საზომი კოვზი. ყოველთვის შეამოწმეთ, რომ მომზადებული რძე თბილი იყოს.
• კვების დროს ბავშვი აიყვანეთ ხელში. ბავშვის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაცდენა, რაც დახრჩობის საფრთხეა.
• გახსნის შემდეგ შიგთავსი გამოიყენეთ არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. ვარგისიანობის ვადა დატანილია ქილაზე. დაახურეთ ქილას თავსახური და შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
• მომზადებული პრიმალაკი ულტიმა AR გამოიყენეთ არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში.
• 6 თვის ასაკიდან რეკომენდებულია ბავშვის რაციონს თანდათან დაემატოს მრავალფეროვანი საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული.
რეკომენდებული კვების ცხრილი (1 საზომი კოვზი = 4.3 გ)
ინგრედიენტები: უცხიმო რძე, ლაქტოზა (რძისგან), მცენარეული ზეთები (მზესუმზირის ზეთი, რაფსის ზეთი, ქოქოსის ზეთი), შრატის ცილის კონცენტრატი (რძისგან), უწყლო რძის ცხიმი, გალაქტოოლიგოსაქარიდები (რძისგან), კერატის ხის გუმფისი, მინერალები (კალციუმის კარბონატი, კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ციტრატი, კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ჰიდროქსიდი, კალიუმის იოდატი, თუთიის სულფატი, რკინის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი), რაფინირებული თევზის ზეთი, ქოლინის ბიტარტრატი, ვიტამინები (ნატრიუმის L-ასკორბატი, DL-ალფა-ტოკოფერილაცეტატი, ნიკოტინამიდი, ქოლეკალციფეროლი, რეტინილაცეტატი, კალციუმის D-პანტოთენატი, D-ბიოტინი, ციანოკობალამინი, ფილოქინონი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ფოლიუმის მჟავა, თიამინის მონონიტრატი, რიბოფლავინი), ემულგატორი (ლეციტინი), Mortierella alpina-ს ზეთი, L-თიროზინი, ტაურინი, ინოზიტოლი, L-ტრიპტოფანი, ნუკლეოტიდები (ციტიდინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის ურიდინ-5'-მონოფოსფატი, ადენოზინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის ინოზინ-5'-მონოფოსფატი, დინატრიუმის გუანოზინ-5'-მონოფოსფატი), L-კარნიტინ-L-ტარტრატი, L-ცისტეინი, ანტიოქსიდანტები (ასკორბილის პალმიტატი, ტოკოფეროლით მდიდარი ექსტრაქტი).
400 გ.